აკაკი გაწერელია
აკაკი გაწერელია (დ. 22 დეკემბერი [ძვ. სტ. 9 დეკემბერი], 1910, ფოთი — გ. 1996) — ქართველი მწერალი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
აკაკი გაწერელია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 (22) დეკემბერი, 1910 |
დაბადების ადგილი | ფოთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1996 |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
1932 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.
1934 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო გამომცმელობებში, შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, თეატრალურ ინსტიტუტსა და თსუ-ში, აგრეთვე ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედინსტიტუტში, სადაც 1957 წლიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კათედრას. ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდა 1927 წლიდან. ავტორია მონოგრაფიებისა: ნიკოლოზ ბარათაშვილი (1945), გრიგოლ ორბელიანი (1957), ვაჟა-ფშაველა (1961წ.); აქვს გამოკვლევები ქართული ლექსთწყობის საკითხებზე, ფუნდამენტური ნაშრომი ქართული კლასიკური ლექსი (1953), მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ტექსტოლოგიაში, გამოსცა პ. იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ (1936), ეკუთვნის მოთხრობები და ნოველები: „ჩირიურთი“, „იმამი ლოჟაში“ (1942), „ბოსკოს შეგირდი“ (1942), „სიკვდილი ბარათაშვილისა“ (1945), 1960 წელს გამოაქვეყნა ნოველები, 1972 წელს მოთხრობა „შამილი და მისი ნაამბობი“.
1965 წლს მიენიჭა საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნარკვევები, პორტრეტები, ლექსთმცოდნეობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 454გვ.
- ფაიდას გამოცხადება : რომანი-ეტიუდი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 95გვ.
- ნოველები და მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1985. - 207გვ.
- ქართული კლასიკური ლექსი. მახვილი, რიტმი, რითმა და სტროფი. VII-XVIII ს.ს. : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1953. - 324გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — აკაკი გაწერელია — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 25.