ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია — საქართველოს სატრანსპორტო სააგენტო 2005 წლიდან 2011 წლამდე, რომელშიც ერთიანდება საავტომობილო ტრანსპორტი, სამოქალაქო ავიაცია და საზღვაო ტრანსპორტი. სააგენტო თავდაპირველად დაექვემდებარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სააგენტოს ჰქონდა საკუთარი სათავო ოფისი თბილისში.

2011 წლის თებერვალში, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია დაიყო: საავტომობილო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოებად, რომელთაგან თითოეული არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ექვემდებარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

დეპარტამენტები

რედაქტირება
  • საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი
  • სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი
  • საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი