პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

—G.G. 05:47, 14 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯობათ. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს მიერ შემოტანილი სტატია თქვენივე დაწერილია და გადმოკოპირებული არ არის სხვა რესურსიდან, რომელსაც გუგლმა ვერ მიაგნო. საუკეთესო სურვილებით,—G.G. 05:47, 14 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მიხარია, რომ გამომეხმაურეთ. თარგმნას რაც შეეხება, ქართული ვიკიპედიის სტატიების უმრავლესობა ნათარგმნია ინგლისური, რუსული, გერმანული და სხვაენოვანი ვიკიპედიებიდან, ასე რომ ეგ პრობლემა არ არის. წყაროების მითითებასთან დაკავშირებით, როგორც წესი, სქოლიოს შემადგენელი ელემენტები თავსდება <ref> და </ref> კოდებს შორის ტექსტში, რომლის წყაროდაც მოგყავთ, ხოლო სტატიის ბოლოს კეთდება ასეთი სექცია:
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
და ავტომატურად ჩამოიწერება თქვენს მიერ მითითებული წყაროები, ხოლო ტექსტში მათ ადგილს დაიკავებს შესაბამისი რიცხვები. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება. დასაწყისისთვის, სტატიის ვიკიპედიის სტანდარტებთან მოსარგებლად, წაიკითხეთ ასევე შემდეგი გვერდები: საერთაშორისო ბმულები და კატეგორიზაცია. და კიდევ, ამის შემდეგ ჩემივე განხილვის გვერდზე გიპასუხებთ ხოლმე. შეგიძლიათ დაამატოთ ჩემი განხილვის გვერდი თქვენს კონტროლის სიას, ან ხშირ-ხშირად გადაავლოთ ხოლმე თვალი ბოლო ცვლილებებს. თუ კიდევ გაგიჩნდებათ რაიმე კითხვა, მკითხეთ.—G.G. 12:09, 14 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სარჩევი ავტომატურად იქმნება, როცა სტატიაში ოთხი ან მეტი ქვეთავია.—G.G. 12:14, 14 მარტი 2011 (UTC)პასუხი

ანთროპოსოფია

რედაქტირება

გამარჯობა. გუშინ თქვენ მიხეილს თხოვეთ შეემოწმებინა სტატია ანთროპოსოფია. სტატია შევამოწმე მე. გთხოვთ, გადახედოთ მას, თუ რამე ჩასამატებელია, ჩაამატეთ ან თუ რამე შეცდომითაა, შემატყობინეთ. — Nodar Kherkheulidze () 08:46, 22 ივნისი 2011 (UTC)