პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Mikheil მიწერა 17:11, 29 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

გთხოვთ, ვარჯიშისთვის გამოიყენოთ „სავარჯიშო გვერდი“ !

რედაქტირება
 

მოგესალმებით!
გმადლობთ ვიკიპედიისადმი თქვენი ინტერესისთვის. რედაქტირების შესაძლებლობების შემოწმება შესანიშნავად ჩატარდა, ყველაფერი მუშაობს!
სამწუხაროდ, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაუქმოთ თქვენი რედაქტირება, რადგანაც იგი არ შეიცავს ვიკიპედიისთვის საჭირო ინფორმაციას. გთხოვთ, შემდგომი ექსპერიმენტებისთვის გამოიყენეთ ვიკიპედიის სავარჯიშო ან თქვენი პირადი სავარჯიშო, სადაც ხელს არავინ შეგიშლით.
თუ გსურთ პროექტის უფრო ახლოს გაცნობა, იხილეთ დახმარების გვერდი და შემოუერთდით ვიკიპედიის გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ახალ მომხმარებლებს!


Thank you for experimenting with Wikipedia. Your test worked, and it has been reverted or removed. Please use the sandbox for any other tests you want to do. If you do not speak Georgian but want to learn more about contributing to our encyclopedia, take a look at a special village pump page.Mikheil მიწერა 17:20, 29 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ბალზაკი

რედაქტირება
სურათების ატვირთვა საჭირო არ არის. იხ. commons:Category:Honoré de Balzac. თავისუფალი ფოტოებია. - ოთოჯი განხილვა 17:31, 29 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

მეორე მხარეს როგორ უნდა დავდო სურათი?

აჰა, რა გინდა, გისწავლია. მარცხნივ, რომ გაწიო სურათი ასე უნდა მოიქცე: [[ფაილი:Example|მინი|მარცხნივ|..]]. პ.ს. ხელმოწერა ნუ გავიწყდება. - ოთოჯი განხილვა 18:47, 29 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ეს დავაკოპირო? და მერე ჩავსვა სურათი?--ხმელი ფოთოლი განხილვაწვლილი 18:50, 29 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

როგორ წეღან სვავდი სურათებს ისე ჩასვი, უბრალოდ პუნქტი „მარცხნივ“ დაამატე. ანუ Example-ში შესაბამისი სურათი ჩასვი დანარჩენს უკვე მიხვდები. მაგალითად: [[ფაილი:Example|მინი|მარცხნივ|ონორე დე ბალზაკი]]. - ოთოჯი განხილვა 18:54, 29 ივნისი 2014 (UTC)პასუხი
 . კიდევ ერთი; როცა რაიმე დაგაინტერესებს ნუ შეგრცხვება, უბრალოდ გვკითხე და აუცილებლად დაგეხმარებით. სტატიის გაფუჭება სიკეთეს არც შენ მოგიტანს და არც მკითხველს. პ.ს. პირად გვერდზე გაქვს უფლება განათავსო ინფორმაცია საკუთარ თავზე. წარმატებები!. - ოთოჯი განხილვა 19:07, 29 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

უკანასკნელი შესწორება დარჩა და დაგასვენებთ ჩემი აბეზარი გამოხტომებისგან. ლათიუნრი სიტყვებია გადმოსათარგმნი(ფრანგული სახელები). თუ ვინმე თავს არ შეიწუხებს და არ შეასწორებს, მთლიან სტატიას წავშლი ერთი ხელის მოსმით :/ --ხმელი ფოთოლი განხილვაწვლილი 19:15, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

რას გულისხმობ ? ამას მაგალითად ? Félicien Marceau ? → ფელისიენ მარსო. ახლა ყური მიგდე, ნუ მანიპულირებ და დაიცავი ვიკიპედიის წესები!. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ დაიბლოკები. სხვათაშორის მიხეილს უნდა უმადლოდე ბლოკის ვადა, რომ მინიმუმამდე შეგიმცირე. დაბოლოს ნუ ზარმაცობ!. ახლა რაც შეეხება საქმეს, იხილე და მშვიდობაში მოიხმარე ეს გვერდი: დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ფრანგული. წარმატებები!. - ოთოჯი განხილვა 19:25, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

პირდაპირ არ ითარგმნება ფრანგული სახელები, თორე აქამდეც ვთარგმნიდი ჩემით.რაც ვცადე, ყველა არასწორი აღმოჩნდა. თქვენ თუ იცით ფრანგული თარგმნეთ, სიზარმაცე არაფერ შუაშია, არ მინდა არასწორი ინფორმაცია დავადო--ხმელი ფოთოლი განხილვაწვლილი 19:48, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

დროში არ ცივი როგორ ჩავეტევი, თუმცა გადავხედავ. - ოთოჯი განხილვა 19:53, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

მაგალითად, Bernard-François Balssa- ç ეს კ არის თუ ც თუ რაღაც სხვა ვერ დავადგინე... და რას მემუქრებით ამ ბლოკით ყველანი ვერ გავიგე, საერთოდ არ მაშინებს ეგ ფაქტი :)) --ხმელი ფოთოლი განხილვაწვლილი 19:57, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

კი არ გაშინებთ, არამედ ვიცავთ ვიკიპედიის წესებსა და პრინციპებს. ჯიუტი ხარ და სამწუხაროდ ჯერ ვერ მიხვდი ვიკიპედია რას ემსახურება, თუმცა არ გადანაშაულებ, რადგან ეს ხშირი შემთხვევაა. რთულია ვიკიპედიის სპეციფიკა და მასში გარკვევა, თუმცა თუკი გული შეგტკივა ქართულ ენაზე და ქართულ კულტურაზე, მერწმუნე ვანდალიზმით კი არ დაკავდები, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობ და თავადვე შეიტან წვლილს ქართული ენის განვითარებაში, რომელსაც ესოდენ ესაჭიროება მხარდაჭერა მასზე ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. რაც შეეხება მაგალითს, ბერნარ-ფრანსუა ბალსა გამოდის. ç → ს (შდრ. ბეზანსონი, ფრანსუა ტრიუფო). - ოთოჯი განხილვა 20:11, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გასაგებია, ყველა შენიშვნას ვიღებ, და ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ყველაფერში მართალი ვარ. პროტესტს მხოლოდ ის იწვევს, რომ ადამიანი გეუბნება ზრდილობიანად მოიქეციო და პატივი ეცი წესებსო და ამ დროს თავად ისეთი უხეში ფორმით საუბრობს და შეურაცხყოფას გაყენებს, რომ უბრალოდ იმ შენიშვნის მიღება "გიტყდება". "ჯიუტი ხარ და ვერ მიხვდი რას ემსახურება ვიკიპედია", მე ასეთი ტონით არ მისაუბრია არავისთან. მერა და სიჯიუტეზე ვინაა ჩაციკლული? თავადი მიხეილი, რომელსაც 2 თვეა ვთხოვ ჩამისწოროს სტატია და ჯიუტად არ აკეთებს ამას :/ ამის მერე ვერ ვიღებ პრეტენზიებს, მე მაპატიეთ. მე რომ აუტანელი ვარ ვიცი, მაგრამ ერთხე თქვენს თავშიც ჩაიხედეთ, მეგობრებო. --ხმელი ფოთოლი განხილვაწვლილი 20:25, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ამით ვამთავრებთ, საკმარისია. - ოთოჯი განხილვა 20:27, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

შენიშვნები

რედაქტირება

ფრანგულად დარჩენილი ნაწილები ნათარგმნია. ახლა რაც შეეხება სხვა დანარჩენს: სტატიას ესაჭიროება ვიკიფიცირება, პირველ რიგში, შიდა ბმულების გაკეთება. როგორც ჩანს, ალღო აუღე სახელობით ბრუნვაში დასმულებზე ბმულების გაკეთებას, მაგრამ როდესაც სიტყვა (ან სახელი) გვაქვს სხვა ბრუნვაში, ვიქცევით ასე, მაგალითად [[ოსკარ უაილდი|ოსკარ უაილდმა]]. საკმაოდ მარტივია და გთხოვ, მიხედე ამ საქმეს. მეორე — ასეთ ბრჭყალებს " " ქართულში არ ვიყენებთ, გამოიყენე ასეთი „ “. თუ კლავიატურაზე არ გაქვს, რედაქტირების ქვედა პანელში ნახავ და იქიდან ისარგებლე. თუ ამ ყველაფერს გააკეთებ, სტატია შესაძლოა რჩეულიც გახდეს და მთავარ გვერდზე მოხვდეს. — Mikheil მიწერა 20:37, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

მადლობა, მიხეილ რომ ჩაასწორე სიტყვები, მიუხედავად ამდენი წუწუნისა. ვიცი, რომ ეგეთი ბრჭყალები არასწორია, მაგრამ არც ქვედა პანელი არ ვიცი როგორ გამოვიყენო. დანარჩენს გავითვალისწინებ.--ხმელი ფოთოლი განხილვაწვლილი 20:41, 1 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ვაჟა-ფშაველა

რედაქტირება

გამარჯობა. როგორც წესი, სტატიასთან დაკავშირებული შენიშვნები თვითონ ამ სტატიაში არ იწერება. ამისათვის არსებობს შესაბამისი განხილვის გვერდი, ჩვენ შემთხვევაში განხილვა:ვაჟა-ფშაველა. გთხოვთ გაითვალისწინოთ :) პატივისცემით – BruTe () 18:57, 11 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა, ვიცი სადაც იწერება. ეს უბრალოდ პროტესტის ფორმა იყო! ვფიქრობ, უნდა შეთანხმდეთ და ვაჟას სტატია სრულყოფილად დაწეროთ. უხერხულია ასეთი "უპატივცემულობა" ჩვენი გენიოსის მიმართ. მადლობთ ყურადღებისთვის.--ხმელი ფოთოლი განხილვაწვლილი 19:08, 11 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

არასწორი ფორმა ამოგირჩევიათ „პროტესტისათვის“. ჩვენ, ვიკიპედიის რედაქტორები, მოხალისეები ვართ, დაწერილი სტატიებისთვის ანაზღაურებას არ ვიღებთ და არავისზე მეტად არ ვართ ვალდებულები რომელიმე სტატია სრულყოფილად დავწეროთ. და არც ახალბედა ვიკიპედიელები არიან ჩვენზე ნაკლებად ვალდებულები. თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ თავად შეავსოთ სტატია. ასევე გმადლობთ ყურადღებისთვის. – BruTe () 19:17, 11 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

მე 10 ფურცელი გადმოვიწერე წიგნიდან და არავიკიპედიურად ჩათვალეს, ამიტომ ვისაც ესმის ეს საკითხი იმან შეავსოს. მგონი, ვაჟა-ფშველა ყველას თანაბრად გვეკუთნის და ერთმანეთს არ უნდა ვაბარებდეთ ვინ დაწეროს. ეს ყველას გვეხება. მადლობელი ვიქნები თუ გაითვალისწინებთ. --ხმელი ფოთოლი განხილვაწვლილი 19:38, 11 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

რა თქმა უნდა, არაენციკლოპედიური მასალა წაიშლებოდა (იხილეთ ვპ:არა). ინფორმაციის პირდაპირ გადმოკოპირებაც არ არის მანცდამაინც მიზანშეწონილი. მეც ზუსტად ეგ დავწერე, რომ სხვას არ უნდა აბარებდეთ სტატიის დაწერას. – BruTe () 09:15, 12 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

განხილვიდან ტექსტების ამოშლა

რედაქტირება

განხილვიდან ტექსტების ამოშლა არ ხდება. ისინი ინახება განხილვის არქივში. თუ რაღაცას ამოშლით იმის გამო, რომ არ მოგწონთ, როდესაც გაკრიტიკებენ ან შენიშვნებს გაძლევენ, ესეც არ ჩაითვლება საპატიო მიზეზად. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:57, 12 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ოხ, არა პირიქით, ჩემი ნაწერები არ მომწონს. არაეთიკურად მეჩვენება და თავხედურად ამიტომ წავშალე. სამწუხაროდ, კარგად ვერ გავერკვიე ამ სიტუაციაში და არასწორი საუბრის მანერა შევარჩიე, ამიტომ გადავწყვიტე გამომესწორებინა.--ხმელი ფოთოლი განხილვაწვლილი 19:49, 12 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ზოგადად, როგორიც არ უნდა იყოს, არ ვშლით, ყველას ჩვენი უსიამოვნო წარსული გვაქვს და ყველაფერი ინახება არქივში, მაგალითად მე 17 გვერდიანი არქივი მაქვს 2006 წლიდან. ზოგადად, არქივს ვქმნით, როდესაც განხილვის გვერდი ძალიან ივსება და მასზე ინფორმაციის შენახვას დიდი ხანი სჭირდება. საქმე იმაშია, რომ ინფორმაციის სამუდამოდ ამოშლა შეუძლებელია, ვინაიდან გვერდის ისტორიაში იგი მაინც ინახება. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:55, 12 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

კიდევ ერთხელ გწერთ, რომ განხილვის გვერდებიდან ტექსტები არ იშლება, თუ არ დაარქივდა, როგორც მინიმუმ.--George-09 17:43, 23 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

რედაქტირება
გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

JABA 1977 17:54, 24 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ხატია, შეეშვი ამ ტექსტების ამოშლას და საქმეს მიხედე! პატივი ეცი ვიკიპედიის წესებს! — Mikheil მიწერა 20:10, 24 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ბლოკი

რედაქტირება

Mikheil მიწერა 14:49, 25 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

კიდევ ერთი გაფრთხილება

რედაქტირება
  უკვე 1000-ჯერ გითხრეს, რომ განხილვის გვერდიდან არაფერი არ იშლება!!! დასაშვებია მხოლოდ 10-ზე მეტი თემის შემთხვევაში მათი დაარქივება.

--დათო1010   18:46, 28 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

გამარჯობა. თქვენი ამ ცვლილების პასუხად მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა:

1. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ დაწერთ, პეტრე თუ პავლე, არაფერი არ იშლება, არქივდება მხოლოდ;
2. თუ ტექსტები რედაქტირების და, შესაბამისად, წაშლის საშუალებას იძლევა, ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ განხილვის გვერდიდან რაიმე უნდა ამოშალოთ, წაშლა-ამოშლა დასაშვებია სხვა სახელთა სივრცეებში (წყაროების არსებობის შემთხვევაში), მაგრამ არა განხილვის. ერთია, რა შეგვიძლია და მეორეა, რა არის დაშვებული. მაგალითისთვის: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოკლას მეორე (თეორიულად), მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს დასაშვებია.
3. ინგლისურ ვიკიპედიაში წამში კეთდება 20-მდე რედაქტირება, და ახლა „იმათთვის უმნიშვნელო“ მომხმარებელი თავის განხილვის გვერდზე რას მოიმოქმედებს, შესაძლოა, სულაც ან არ აინტერესებდეთ, ან გამორჩეთ მხედველობიდან. აქედან დასკვნა: ჩვენთვის ყველა მომხმარებელი მნიშვნელოვანია, რადგან ცოტანი ვართ ქართველები და ასტრონომიულად უფრო ცოტა ვიკიპედიელები. აი, ადმინისტრატორს რომ მსგავსი რამ ჩაედინა (თეორიულად), დიდი ამბები დატრიალდებოდა იქ.
4. თუ ამ სულისკვეთებით აპირებთ გაგრძელებას, გამორიცხული არ არის, სამუდამო ბლოკსაც გამოჰკრათ ხელი. საუკეთესო სურვილებით, — G.G. 20:23, 28 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

ბლოკი

რედაქტირება

Mikheil მიწერა 15:42, 1 აგვისტო 2014 (UTC)პასუხი