პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში. როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
Font Awesome 5 solid hand-holding-heart.svg

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

GIO→13 () 18:02, 24 სექტემბერი 2011 (UTC)

თეიმურაზს გაუმარჯოს, რადგანაც ვიკიში დაიწყეს მოღვაწეობა ნელ-ნელა არის საჭირო მისი წესებს ათვისება. დავიწყოთ ხელმოწერით ე. ი. სტატიის განხილვის გვერდზე როდესაც წერთ აუცილებლად არის საჭირო ხელმოწერა. ძალზე ადვილია ამის გაკეთება Insert-signature.png — ამას დააწკაპუნეთ და ავტომატურად თქვენი ხელმოწერაა ან ~~~~. წარმატებები.--ცანგალა () 19:12, 24 სექტემბერი 2011 (UTC)
დიახ.— ცანგალა () 09:00, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)
ru:Патогенез - ეს არის რუს. ვიკიდან. შეგიძლიათ სხვა ენებზეც ნახოთ.— ცანგალა () 09:03, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)

პათოგენეზირედაქტირება

ბატონო თეიმურაზ. დიახ, ამ სათაურზე უნდა შექმნათ სტატია „პათოგენეზი“. თუ რაიმე კითხვა გიჩნდებათ, უმჯობესია, ეს დასვათ ფორუმში, ხოლო აქ კი შექმნათ სტატია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:44, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)

გმადლობთ დახმარებისათვის ! 37 წელია თსსუ–ის პათოფიზიოლოგიის კათედრაზე (ახლა დეპარტამენტი) ვმუშაობ, ვარ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(თუმცა საქართველოს ისტორიაც,განსაკ.მე–18 საუკუნე, მაინტერსებს და ორი წიგნი მაქვს ამ პერიოდზე დაწერილი),ასოცირებული პროფესორი და ჩემთვის უხერხულია(შეიძლება სირცხვილი)რომ სტატიები, რომლებიც ჩემს პროფესიას მიეკუთვნება ვიკიპედიაში არ იყო,ან არ არის. ეს ინტერნეტთან გვიანი "დამეგობრების" და დროის ფაქტორის ბრალია, ალბათ თქვენი დახმარებით ამ საქმეს ცოტათი მაინც გამოვასწორებ


დავწერე და შევიტანე გვერდზე – თეიმურაზი– სტატია –"პათოგენეზი'. –"პ--თემო 22:00, 5 ოქტომბერი 2011 (UTC)ათოგენეზი". როგორც ჩანს არ დაფიქსირდა.საინტერსოა წაიშალა სტატია "პათოგენეზი" თუ შენახულია და შეიძლება მისი გამოყენება. ჩემი წვლილის აღნიშვნა არ მაინტერესებს, შრომატევადი იყი, პირდაპირ შავის გარეშე გავაკეთე და ასლი არ დამრჩა. საწყენია თუ დაიკარგა. პატივისცემით – თეიმურაზი თ. პეტრიაშვილი

ნეტა რა მიზეზია, როგორც დაიწერა – მგონი , თქვენი ანგარიში და პაროლი აგვერიაო.

ახლის შექმნას, უდროობისა და ფსიქოლოგიური მომენტის გამო,ალბათ ჯერ კარგა ხანს ვეღარ შევძლებ. არადა ჩვენი დეპარტამენტის საქმეა მისი შექმნა.

თქვენ შექმენით სტატია „პათოგენეზი“, რომლის შინაარსი იყო: „უკვე გამიჭირდება, ფსიქოლოგიურად,კიევ რომ გაქრეს?“ — ამიტომ იშლება ეს სტატია. ეს ვიკიპედიის წესების დარღვევაა. აქამდე თქვენ შექმენით სტატია „პათოფიზიოლოგია“, თუმცა ის არ წაიშალა, რადგან მას სტატიის სახე ჰქონდა. Nodar Kherkheulidze განხილვა 05:18, 6 ოქტომბერი 2011 (UTC)

არ არის მასე ბატონო ნოდარ! თქვენ ალბათ არ ხართ საქმის კურსში, რადგან როდესაც ეს ბოლო, ერთი წინადადება უადგილოდ დავწერე, მანამდე, საკმაო მოცულობის სტატია, სტატიის სახით "პათოგენეზი" - უკვე წაშლილი იყო,რა მიზეზით არ ვიცი. ასევე მანამდე წაიშალა ჩემი გვერდი - თეიმურაზი-რომელიც ახლც არ ჩანს.

კიდევ ავღნიშნავ-როცა ეს ბოლო წინადადება დავწერე - უკვე ძირითადი სტატია საკმაო დროის წაშლილი იყო და თავიდან შემოვედი პაროლით. ამიტომ,მერე გაკვირვებულმა დავწერე ეს ბოლო წინადადება, რომლის წაშლაც თქვენს მიერ, რა თქმა უნდა მართალი იყო,რადგან ემოციის გამოხატვა უადგილოდ ჩემგან სწორი არ იყო. მაგრამ ამას ძირითადი სტატიის წაშლასთან, დარწმუნებული ვარ, კავშირი არა აქვს.

როცა "პათოფიზიოლოგია" შემოვიტანე,დარეგისტრირებული არ ვიყავი და ისე შემოვიდა.ასევე დავწერე სტატია "ეტიოლოგია". თვენი დახმარებით რეგისტრაციის შემდეგ შევქმენი გვერდზე -თეიმურაზი-"პათოგენეზი.

კარგი და სასარგებლო იქნება თუ სტატიები, რა თქმა უნდა თუ ის შეესაბამება სიმართლეს,შეცდომით შემოტანის დროსაც, მთლიანად არ წაიშლება და გამოყენებული იქნება ვიკიპედიის მიერ,ეს ქართულ ვიკიპედიას ალბათ გამოადგება.

მთელი დღე მოვანდომე სტატიის შექმნას,ათამდე წყაროს გადავხედე, მიუხედავად იმისა,რომ ამ თემაზე ლექციას ვკითხულობ.შუაღამემდე ვიმუშავე და უცებ სტატია იშლება გაუგებრად. გულდასაწყვეტი იყო.თუმცა თქვენ,დარწმუნებული ვარ არაფერ შუაში არა ხართ. პატივისცემით - თეიმურაზ პეტრიაშვილი

ბატონო თეიმურაზ, გადავხედე სტატიის ისტორიას და, სამწუხაროდ, სტატია ვერ აღმოვაჩინე. მე წაშლილ გვერდებსაც ვხედავ და მსგავსი რამ ვერ ვნახე. ეგ გვერდი ორჯერ წაიშალა და მისი შინაარსი იყო: პირველად წაშლილის — „როგორც გავიგე – აქ უნდა შევქმნნა ახალი სტატია?“ და მეორედ წაშლილის — „უკვე გამიჭირდება, ფსიქოლოგიურად,კიევ რომ გაქრეს?“ ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ შესაძლოა არ დაგიმახსოვრებიათ აკრეფილი ტექსტი. ასე პირდაპირ ამას არავინ წაშლიდა. რომც წაეშალათ, ამას ახლაც დავინახავდი. Nodar Kherkheulidze განხილვა 09:36, 6 ოქტომბერი 2011 (UTC)

პათოგენეზირედაქტირება

სალამი. თქვენ გეშლებათ რაღაც. პათოგენეზის შემთხვევაში სტატია მხოლოდ ერთ წინადადებას შეიცავდა, ისიც არავიკიპედიურს და ამიტომ წაიშალა. მე გთავაზობთ ერთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. მოდი მე შევქმნი ახალ გვერდს პათოგენეზი და შემდეგ თვენ ჩაამატეთ მასში ინფორმაცია, თუ რათქმა უნდა სურვილი გექნებათ. პატივისცემით--Otogi განხილვაწვლილი 08:24, 6 ოქტომბერი 2011 (UTC)

მე ტყუილი არაფერში მჭირდება,ნამდვილად ასე იყო.აღარ მახსოვს შენახვამდე ,თუ მოვასწარი შენახვა,ჯერ შრიფტი დაპატარავდა, რაღაც ინფორმაცია მომაწოდა,წაკითხვაც ვერ მოვასწარი და მერე საკმაოდ დიდი მოცულობის სტატია და ჩემი გვერდიც გაქრა.დარწმუნებული ვარ, რაღაც ტექნიკური ხარვეზით.ამიტომ თქვენ, ჩემს მიერ უადგილოდ გაშვებულ წინადადებას ნახავდით მხოლოდ.

ჩემი სურვილია, იმ საკითხებში რაც ვიცი, ჩემი წვლილი შევიტანო, თუნდაც წვლილის გამოჩენის გარეშე, რასაც მნიშვნელობას არ ვანიჭებ. კი ბატონო, შექმენით, მერე რედაქტირება მოვახდინოთ, თუმცა შესაძლოა ამ საკითხებში თქვენც კარგად ერკვევით. ამ შეთხვევაში,ალბათ ერთმანეთს ვიცნობთ. ახლის შექმნა შეიძლება მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორმოცი წელია ამ საკითხზე ლექციას ვკითხულობ, მაინც დიდი შრომის გაწევა დამჭირდა ამ უდროობის დროს, ასეთ სემთხვევაში პასუხისმგებლობა მეტია, რადგან ფაქტიურად ორიგინალურ სტატიას ქმნი. ამ შემთხვევაში განახლების სურვილი იმიტომ მაქვს, რომ უშუალოდ ჩვენი, თსსუ-ის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის მოვალეობაა ამ სტატიის არსებობა. პატივისცემით თეიმურაზ პეტრიაშვილი

მერწმუნეთ თქვენ სტატიას დაუკითხავად არავინ არ წაშლიდა, იმიტომ რომ ვიცით ვინც ხართ. დარწმუნებული ვარ რომ გვერდი ვერ შეინახეთ, რასაც მონაცემთა დაკარგვა მოყვა. მაგ., თქვენ შექმენით სტატია ეტიოლოგია, პათოფიზიოლოგია. ეს სტატიები უკვე ასახულია ენციკლოპედიაში, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით. და დიდათ გამიხარდებოდა თუ იმუშავებით ენციკლოპედიაში, და თვენს ცოდნას საზოგადოებას გაუზიარებდით. ეს შესანიშნავი იქნებოდა. ხოლო მე შეგნებულად შევქმენი გვერდი პათოგენეზი რათა თქვენ გაგიადვილდეთ სტატიის განვრცობა. ხოლო ტყუილს არავინ არ გაბრალით ბატონო თეიმურაზ, როგორ გეკადრებათ. იყო ტექნიკური გაუმართაობა ალბათ. რაც შეეხება მედიცინას, კი ვარ დაინტერესებული თუმცა მე პროფესიით გეოგრაფი და გეოლოგი ვარ. პატივისცემით --Otogi განხილვაწვლილი 08:55, 6 ოქტომბერი 2011 (UTC)
გამაჯობათ, ბატონო თეიმურაზ.
დიდად მოხარულნი ვართ, რომ ვიკიპედიასთან თანამშრომლობის სურვილი თქვენნაირ, თავიანთ სფეროში კომპედენტურ, ადამიანებს აქვთ. ახლა კი მხოლოდ დავაზუსტებ ოთოს თქმულს: წაშლილი ვერსიების ხილვისას (ამისი უფლება მხოლოდ ადმინისტრატორებს აქვთ, სამწუხაროდ) პირველად წაშლილი სტატიის შინაარსი იყო შემდეგი: „როგორც გავიგე – აქ უნდა შევქმნნა ახალი სტატია?“ ხოლო მეორესი: „უკვე გამიჭირდება, ფსიქოლოგიურად,კიევ რომ გაქრეს?“ ასე რომ ჩვენ თქვენი ნაშრომი არ წაგვიშლია, როგორც ჩანს, თავად ვერ მოასწარით ღილაკზე „გვერდის შენახვა“ დაჭერა (ან მსგავსი რამ მოხდა). კვლავ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის დიდი პატივია, თქვენნაირ პიროვნებასთან თანამშრომლობა და რომ იყოს რაიმე საშუალება თქვენი ნაღვაწის აღდგენისა (ესეც შეუძლიათ ადმინისტრატორებს), დამერწმუნეთ, თუ ერთ-ერთმა ჩვენგანმა შეცდომით წაშალა (უშეცდომო არავინ ვართ), ან თვითონ აღადგენდა, ან სხვა ადმინისტრატორი. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, აღსადგენი არაფერია, სამწუხაროდ. პატივისცემით,--გიორგი განხილვაწვლილი 09:02, 6 ოქტომბერი 2011 (UTC)

დიდი მადლობა ყველა ვიკიპედიელს ვინც გამომეხმაურა. ვეცდები აღვადგინო,ეს მოვალეობაცაა. მაგრამ ცოტა დრო მინდა.

პატივისცემით – თეიმურაზ პეტრიაშვილი

სამწუხაროდ წინანდელივით წაიშალა სტატია –პათოგენეზი – შენახვის დაფიქსირების შემდეგ, ზემოთ, წითლად დაიწერა,რომ ვერ მოხერხდა დაფიქსირება!?? ვერ ვიგებ მე ვუშვებ შეცდომას თუ რატომ იბლოკება შენახვა?

თ.პეტრიაშვილი

კვლავ ხელმოწერის შესახებრედაქტირება

გთხოვ ხელმოწერა ისწავლოთ შემდეგ არარ დაგჭირდებათ თ.პეტრიაშვილის დაწერა. ავტომატურად დაიწერება თეიმურაზი, რომელი ნაიკით ხართ შემოსული.--ცანგალა () 18:33, 8 ოქტომბერი 2011 (UTC)

გამარჯობათ თეიმურაზ. რაშია საქმე ისევ ? იკარგება ტექსტი, სამწუხაროა. ესეიგი თვენ რაღაცას არასწორათ აკეთებთ. გთხოვთ გვითხრათ როდესაც სტატიის რედაქტირებაში ჩააგდეთ თქვენი ტექსტი შემდეგ გვერდის შენახვას არ დააკლიკეთ ?--Otogi განხილვაწვლილი 18:34, 8 ოქტომბერი 2011 (UTC)

სამწუხაროდ როდესაც დავაჭირე გვერდის შენახვას, მაშინ დაიწერა წითელი ასოებით,რომ არ ინახება სამწუხაროდო!იქნებ თავიდან სცადოთო,და დაიკარგა. გმადლობთ გამოხმაურებისათვის!!!პატივისცემით თეიმურაზი.

თეიმურაზ არ დანებდეთ, თხოვნაა. მაგ., სტატია პათოფიზიოლოგია უპრობლემოთ შემოიტანეთ. არ ვიცი ახლა რა მოხდა. კიდე ერთი, როდესაც ტექსტს ამზადებთ კარგი იქნებოდა თუკი მას თქვენსავე კომპიუტერში შეინახავდით, მაგ., ბლოკნოტში. დიდი სურვილი მაქვს რომ ენციკლოპედიაში იმუშავოთ. პატივისცემით. --Otogi განხილვაწვლილი 19:33, 8 ოქტომბერი 2011 (UTC)

შეთავაზებარედაქტირება

გამარჯობა ბატონო თეიმურაზ! თქვენთან ერთი წინადადებ მაქვს. იმდენად ჭირდება ვიკიპედიას და ქართულ საზოგადოებას იმ თემატიკის სტატიები, რომლებზეც თქვენ მუშაობთ (თან ასეთი პროფესიონალის მიერ შექმნილი), რომ საჭიროდ ვთვლი კარგად გაერკვეთ ვიკიპედიის საკითხებში და დამოუკიდებლად შეძლოთ ყველაფრის გაკეთება, ამიტომ გთავაზობთ ერთ შესაძლო გამოსავალს: რომელიმე ვიკიპედიელთან ერთად, შემიძლია მოვიდე თქვენთან უნივერსიტეტში და პირადად გაგარკვიოთ ტექნიკურ დეტალებში, თან თუ ამას სტუდენტებიც დაესწრებიან, ყველაზე კარგი იქნება.

P.S. თსსუ-ში ქალბატონ ირინა კვაჭაძეს ვიცნობ, ძალიან ახლოს არა, მაგრამ სამსახურებრივი შეხება მქონია   --მიხეილ (მომწერე) 18:45, 8 ოქტომბერი 2011 (UTC)

დიდი მადლობა! კარგი იქნება შეხვედრა, მაგრამ დაახლოებით ორი კვირა არ ვიქნები სამსახურში.მანამდე ვეცდები კიდევ ერთხელ დავაფიქსირო იგივე თემა,ან ელ.ფოსტით გამგიგზავნოთ და მერე აუცილებლად კარგი იქნება შეხვედრა. ვეცდები სხვებიც "ჩავითრიო" ამ საქმეში. მაგ. ახლა ალპინისტი ჯაფარიძეების ბიოგრაფიების შეტანას "ვაიძულებ" მათი ოჯახის წევრს, რადიოს პირველი არხის ჟურნალისტს ივანე ჯაფარიძეს,ერთი უკვე შეიტანა თუმცა ალბათ გამართვა დაჭირდება.ექიმებსაც ჩავრთავ.

ირინა კვაჭაძე არის ძალიან კარგი პიროვნება.თსსუ–ის ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის გამგეა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.პათოფიზიოლოგიის დაპარტამენტის გარდა მის სამსახურში მთვარ სპეციალისტად ვმუშაობ შეთავსებით. ჩემი მეგობარია და ჯერ კიდევ მის მამა ფარმაკოლოგიის კათედრის გამგე – დავით კვაჭაძე იყო ჩემი უფროსი მეგობარი.

მაგრამ, რაც მთავარია მინდა თქვენი გულისხმიერებისათვის გითხრათ მადლობა. სასიამოვნოა, რომ ამ საქმეს ასეთი პიროვნებები კურირებთ.ასე,რომ აუცილებლად,სიამოვნებით შეგვხდებით ალბათ ორი კვირის შემდეგ, და მერე აგიხსნით თუ მანამდე რატომ ვერ გნახულობთ.სხვათაშორის არიან ძალიან კარგი სტუდენტებიც, რომელთა შეკრება შეიძლება და ამ საქმიანობაში ჩართვა,ბევრი კარგად ერკვევა კომპ. ტექნიკაში.

პატივისცემით თეიმურაზ პეტრიაშვილი--თემო 19:38, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)

სასიამოვნოა თქვენთან თანამშრომლობა ბატონო თეიმურაზ. მოხარული ვარ რომ ირინა კვაჭაძესთანაც გაქვთ შეხება. თქვენ მიერ ნახსენები სტატია ალპინისტზე ალბათ ეს იყო, ნუ ღელავთ, ის უკვე გავმართეთ ვიკიპედიის სტანდარტებზე  . დავუბრუნდეთ შეთავზების საკითხს: სტუდენტების დასწრება ამ არაფორმალურ შეხვედრაზე, ძალიან კარგი იქნება, იმედია დაინტერესდებიან ამ კეთილი საქმით, მით უმეტეს, მათ შორის შესაძლოა ბევრი ჩემი ნაცნობიც აღმოჩნდეს ერთი ფაქტორის გამო — ალბათ გაგონილი გექნებათ, დაახლოებით ერთი წლის უკან, თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი მონაწილეობას იღებდა ტელეკომპანია „მზის“ პროექტში „სტუდენტური დემოკრატია“, სადაც საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც   მე ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით იმ დროისთვის. რაც შეეხება დროს, თქვენ როდესაც გადაწყვეტთ, რამდენიმე დღით ადრე შეგვატყობინეთ და გამოვნახავთ დროს თვენთან შესახვედრად   --მიხეილ (მომწერე) 21:33, 8 ოქტომბერი 2011 (UTC)

სასიამოვნოა ! მე მგონი უნნივერსიტეტის დეპარტამენტებსაც დავაინტერესებთ,რექტორიც ყოველთვის სიამოვნებით თანხმდება ასეთ საქმიანობაზე. მე ადრე გავასწორე სტატია განჯის კარზე, შევქმენი სტატიები ირინა და მიხეილ ზაალიშვილებზე,ვასილ პეტრიაშვილზე,კიდევ რამოდენიმე წვლილი შევიტანე საქ. ისტორიის საკითხებში,მაგრამ რატომღაც დარეგისტრირების მერე შეიქმნა პრობლემა. ალბათ რაღაც , ჩემი შეცდომაა,მაგრამ თქვენი და თქვენი მეგობრების გვერდითდგომით მე მგონი რაღაც კარგ გავაკეთებთ ვიკიპედიისათვის.

თ.პეტრიაშვილი

გამარჯობათ. ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით: თქვენ როგორც ამბობთ, დააჭირეთ შენახვას და მერე გამოიტანა წითელი ასოებით შეტყობინება. მასეთი რამე, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რაც გამოწვეულია ვიკი-ძრავის თავისებურებებით. ასეთ შემთხვევებში, მეორედ რომ დააჭერთ შენახვას, როგორც წესი, ყველაფერი ინახება. არის კიდევ ერთი შემთხვევა, რედაქტირების კონფლიქტი, მაგრამ, როგორც ჩანს, თქვენ სწორედ პირველი შეგემთხვათ. ჩემი რჩევა იქნება: შენახვამდე, დააკოპიროთ ტექსტი (მონიშნოთ და მერე მაუსის მარჯვენა ღილაკით Copy). ასე მოხდება ტექსტის შენახვა გაცვლის ბუფერში (თქვენი კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებაში). თუ სადმე მყარ დისკზეც შეინახავთ დოკუმენტად, როგორც ოთომ მოგწერათ, არც ეს იქნება ურიგო. პატივისცემით, — G.G. 06:32, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)

გმადლობთ !

ბატონო მიხეილ ! მე მგონი დაფიქსირდა პათოგენეზი.

მე შემდეგ კვირას,ე.ი. ორშაბათიდან შევძლებ შეხვედრას,როცა თქვენ გეცლებათ. შევთანხმდებით. ვეცდები უნივერსიტეტში დახმარება გავწიო და ვიკიპედიისათვის საჭირო სტატიები შევატანინოთ დეპარტამენტებს.შეიძლება სტუდენტებიც ჩაერთონ. ჩემი ნომრებია –38–05–06. 5 77 41 05 79.დაკავშირება იმიტომ ჯობია, რომ წინასწარ განისაზღვროს ჩვენი საქმიანობის გეგმა. შეგვეძლება რექტორატის წევრებთან შეხვედრაც. პატივისცემით თეიმურაზ პეტრიაშვილი

გამარჯობა ბატონო თეიმურაზ! უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებით მობილურზე. --მიხეილ (მომწერე) 19:48, 21 ოქტომბერი 2011 (UTC)

ვაჟა ოკუჯავარედაქტირება

გამარჯობა ბატონო თეიმურაზ. დიდი მადლობა თხოვნის ასრულებისთვის. მე პირადად ენციკლოპედიის დონეზე დავიყვან სტატიას, შემდეგ თუ სურვილი გექნებათ განავრცეთ, პლუს კარგი იქნებოდა სურათიც რომ ახლდეს სტატიას. პატივისცემით--Otogi განხილვაწვლილი 19:45, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)

მოგესალმებით! თუ ოჯახის წევრები დამეხმარებიან ვეცდები განვავრცო. სურათი ალბათ არ გაჭირდება,მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო გვერდზე. შემიძლია გამოვგზავნო ელ.ფოსტით.

პატივისცემით თეიმურაზი.--თემო 19:52, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)

ალექსანდრე ორბელიანირედაქტირება

ბატონო თეიმურაზ, უვკე ყოფილა სტატია ალექსანდრე ორბელიანი. ამიტომ, გადახედეთ ამ სტატიას და ის შეავსეთ, იქნებ ისეთი რამ არ იყოს ამ ტექსტში, რაც თქვენ შემოიტანეთ. ორივე სამწუხაროდ ვერ დარჩება, ამ სტატიის შევსების შემდეგ, თქვენი წაილშება, რადგან ეს უფრო ძველი შემოტანილია. --მიხეილ (მომწერე) 18:37, 2 ნოემბერი 2011 (UTC)

ბატონო თეიმურაზ, უკეთესი იქნება ეს სტატია (ალექსანდრე ორბელიანი) თქვენ დაამუშავოთ და დაუმატოთ ახალი ცნობები, ის რაც თქვენ მიერ შემოტანილ სტატიაში გიწერიათ და აქ არ წერია. --მიხეილ (მომწერე) 18:06, 3 ნოემბერი 2011 (UTC)
გამარჯობა ბატონო თეიმურაზ! მშვენივრად გამოგდით უკვე ვიკიპედიაში მუშაობა, კრწანისის ბრძოლასაც ვგულისხმობ. რაც შეეხება სტატიას ალექსანდრე ორბელიანზე, დარჩა ძველი, მას შემდეგ რაც თქვენი სტატიიდან ღირებული ინფორმაცია გადაიტანეთ. ხოლო გვერდს გაუკეთდა გადამისამართება „ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანიდანაც“, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკითხველი, რომელიც ძიებაში ჩაწერს „ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანს“, ამოუგდებს სტატიას ალექსანდრე ორბელიანზე. ბოლოს ერთი თხოვნა მექნება, როდესაც გვერდის განხილვაში მონაწილეობთ, ან რომელიმე რედაქტორს გვწერთ, ხელის მოწერა აღარ დაგავიწყდეთ. --მიხეილ (მომწერე) 18:56, 4 ნოემბერი 2011 (UTC)

ცნობილი და გამოჩენილირედაქტირება

სტატიაში ვაჟა ოკუჯავა ამოვიღე ცნობილი. ენციკლოპედიებში არ იწერება. აგრეთვე სიტყვა „გამოჩენილი“. გამოჩენილი და ცნობილები რომ არ იყვნენ ენციკლოპედიებში ვერ მოხვდებოდნენ. გთხოვთ ხელმოწერა შეისწავლოთ. ძალზე ადვილია.   მხოლოდ დაწკაპუნება სჭირდება.--ცანგალა () 17:51, 8 ნოემბერი 2011 (UTC)

პრობლემა ხელმოწერასთან დაკავშირებითრედაქტირება

როგორ გეკადრებათ ბატონო თეიმურაზ, რა შეწუხებაა. აბა შედით „ჩემი კონფიგურაცია“, შემდეგ სულ დაბლა უნდა ეწეროს საწყის კონფიგურაციაზე დაბრუნება, იმას დაკლიკეთ და შემდეგ რა მოთხოვნასაც გამოგიგდებთ, დაეთანხმეთ. წესით უნდა გასწორდეს. --მიხეილ (მომწერე) 21:13, 8 ნოემბერი 2011 (UTC)

შიდა ბმულების გაკეთებარედაქტირება

გამარჯობათ, კვადრატული ფრჩხილებით ბმულების გაკეთება რამდენიმენაირად ხდება, მაგალითად:

  • [[ხაშური]]
  • [[ხაშური]]ს
  • [[ხაშური|ხაშურთან]]

წარმატებები. --ჯაბა ლაბა 16:34, 13 ნოემბერი 2011 (UTC)

გმადლობთ!ვეცდები.--თემო () 17:23, 13 ნოემბერი 2011 (UTC)


განხილვის მიზნითრედაქტირება

ცნობილია,რომ ქართული ენციკლოპედიის ახალ გამოცემაში შეაქვთ ის პედაგოგები და მეცნიერები, ვინც საკანდიდატოს შემდეგ დაიცვა დისერტაცია – მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად (და არა აკადემიური დოქტორები,) და – პროფესორები, ვისაც ეს წოდება აქვთ მინიჭებული – და არა თანამდებობა (იშვიათი გამონაკლისის გარდა).

ქსე–ში შეჰქონდათ მხოლოდ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები,ახლა ეს წოდება აღარ არსებობს. ქსე ხშირად ერთადერთი ლიტ. წყაროა ვიკიპედიისათვის. იმ ღირსეული პირებიდან ვინც შეაქვთ ახალ ენციკლოპედიაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე და ახლადგარდაცვლილებზე, ძნელია იპოვო სათანადო ლიტ.მასალა.

იმისათვის, რომ ვიკიპედია არ ჩამორჩეს ენციკლოპედიას, რადგან მისი ტომების გამოსვლის მერე, დიდი მასალა შეიძლება დაგროვდეს, ხომ არ ჯობია ასეთი ღირსეული პირები (თუ დარწმუნებული ვართ, რომ ასეა.) რომლებიც მომავალში მაინც იქნებიან შესატანი, ახლავე შევიტანოთ ვიკიპედიაში. ლიტ. წყაროდ ხომ არ გამოვიყენოთ ნეკროლოგი,რომელსაც კომპენტენტური ორგანიზაციები აწერენ ხელს ? ან იქნებ სხვა რამე იყოს მოფიქრებული.

მე მგონი ასეთი პირების შეტანა გაამდიდრებს ქართულ ვიკიპედიას, თუნდაც თამაზ კერესელიძის მაგალითზე.

პატივისცემით--თემო () 10:33, 19 ნოემბერი 2011 (UTC)

ძალიან კარგი, მაგრამ ასეთი ინფორმაციები ჯობია, რომ ჩაწეროთ ფორუმის გვერდზე. ქვეგვერდი წინადადებები. წარმატებები--ცანგალა () 12:50, 19 ნოემბერი 2011 (UTC)

თხოვნარედაქტირება

ბატონო თეიმურაზ, უღრმესი მადლობა სტატია ერეკლე II-ის რედაქტირებისთვის! თქვენთან ერთი თხოვნა გვექნება - ვიკიპედია:წყაროს მითითება. თუ შეიძლება, რომ ამ გვერდს გადახედოთ? :)პატივისცემით,--Melberg; 13:20, 19 ნოემბერი 2011 (UTC)

რა თქმა უნდა, ეს ისეთი სტატიაა,რომ აუცილებლად საჭიროა წყაროს მოყვანა. თითეულ ფაქტზე მაქვს დამადასტურებელი მასალა, სტატიის ირგვლივ კი საკმაო რაოდენობით წყარო. ვფიქრობდი, როდესაც დავამთავრებდი, საბოლოოდ მაშინ მიმეთითებინა ლიტერატურა. თუმცა მართალი ბრძანდებით - დღესვე მივუთითებ.--თემო () 15:05, 19 ნოემბერი 2011 (UTC)

ლიტერატურა თუ ვერ ჩავსვი სწორად, იქნებ დამეხმაროთ გავიკიპედიურებაში !--თემო () 16:57, 19 ნოემბერი 2011 (UTC)

ბატონო თეიმურაზ, ეს გვერდი გადაიკითხეთ და უფრო მარტივი გახდება ყველაფერი.--Melberg; 17:23, 19 ნოემბერი 2011 (UTC)

წავიკითხე მაგრამ, ან ასაკის ბრალია, ან რაჭველობის... ერთი საუბარი ალბათ მაინც დამჭირდება, ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილ ვიკიპედიელებთან.--თემო () 19:17, 19 ნოემბერი 2011 (UTC)

მგონი რაღაც გამომივიდა ?--თემო () 19:42, 19 ნოემბერი 2011 (UTC)

მაგრამ, წყაროების წინ, წერტილები ჩემს გვერდზე არ შევიტანე შეცდომით და შეუმოწმებელში გადავიდა.--თემო () 19:52, 19 ნოემბერი 2011 (UTC)

მგონი ახლა ყველაფერი რიგზეა ბატონო თეიმურაზ. :) — GIO→13 () 19:58, 19 ნოემბერი 2011 (UTC)
ლიტერატურის მითითება ბოლოში კარგია. მაგრამ ჩვენ გვაქვს წესი, რომლის თანახმად წყარო უნდა იყოს ქვეთავის ბოლოს - ხოლო როგორ უნდა ჩაისვას ინსტრუქცია ამ გვერდზე წერია.--Melberg; 08:40, 20 ნოემბერი 2011 (UTC)

მართალია,მაგრამ აქ თითეული წყარო ბევრის მომცველია და ცალკე ქვეთავის შინაარსი, განყენებულად, არცერთში არ არის. მაშინ მომიწევს თითქმის ოცივე წყაროს, ყოველ შემთხვევაში თხუტმეტის მაინც, ყოველი ქვეთავის მერე გამეორება.როგორ მოვიქცე?--თემო () 10:28, 20 ნოემბერი 2011 (UTC)

ძალიან კარგი შეკითხვაა! ვიკიპედიაში არის მარტივი გადაწყვეტილება - ახლად შემოსული წყარო ჯდება ამ ორ სიტყვას „შორის“ -<ref> </ref>. მაგალითად - <ref> ლევან სანიკიძე, დედა ისტორია, ნაკვეთი მეორე, თბ., 1986 წ.</ref>. რა თქმა უნდა, ამის ჩაწერა თითოეული ქვეთავის შემდეგ არარაციონალურია :). ამიტომ, ჩვენ ასე ვიქცევით: იმ ადგილას, სადაც წყაროს პირველად ვიყენებთ, ასე ვწერთ:- <ref name="sanikidze"> ლევან სანიკიძე, დედა ისტორია, ნაკვეთი მეორე, თბ., 1986 წ.</ref>. ხოლო იმ ადგილებში, სადაც იგივე წყაროს ვიყენებთ, ასე ვწერთ - <ref name="sanikidze"/>, რაც წყაროს ავტომატურად სვამს. სულ ესაა :).--Melberg; 10:41, 20 ნოემბერი 2011 (UTC)

გმადლობთ! არ იფიქროთ, რომ გეკამათებით, როგორც გამოუცდელი, მაგრამ სიტყვებს შორისაც, თუნდაც ამ შემთხვევაში, საკმაოდ ბევრი წყარო გამოდის შუაში ჩასამატებელი.

პატივისცემით--თემო () 10:57, 20 ნოემბერი 2011 (UTC)

თხოვნა 2რედაქტირება

ბატონო თეიმურაზ, თქვენი ბოლოდროინდელი წვლილიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სტატიები - ვახტანგ VI და თეიმურაზ II დაგაინტერესებთ. მათ სპეციალისტის ყურადღება სჭირდებათ. მადლობელი დაგრჩებით, თუ გადახედავთ და ენციკლოპედიის სტანდარტებთან მიმართებაში მოიყვანთ. წინასწარ მადლობა. პატივისცემით --Ouzo განხილვაწვლილი 10:27, 25 ნოემბერი 2011 (UTC)

გმადლობთ ! მე–18 საუკუნეს რაც შეეხება შევძლებ მათ რედაქტირებას.--თემო () 14:15, 25 ნოემბერი 2011 (UTC)

შევუდგები ჯერ  "თეიმურაზ მეორის" რედაქტირების მცდელობას,--თემო  () 21:46, 25 ნოემბერი 2011 (UTC)

დავიწყე რედაქტირება, ძალიან საინტერესო მასალაა, თუნდაც იმის დასაბუთება თუ რატომ დაკრძალეს თეიმურაზი ასტრახანში--თემო () 10:37, 27 ნოემბერი 2011 (UTC)

თხოვნარედაქტირება

ქართულად დამკვიდრებულია ბრჭყალები ქვევით-ზევით („“) და არა მხოლოდ ზევით (""). ბმულები კეთდება სახელობით ბრუნვაში.--ცანგალა () 14:04, 27 ნოემბერი 2011 (UTC)

ისევ თეიმურაზ მეორერედაქტირება

გამარჯობა, სტატიაში მთლად ნათლად არ ჩანს, 1715 წელს რატომ იქნა გადაყენებული კახეთის მეფობიდან და რას აკეთებდა 1715-1733 წლებამდე, ანუ გამგებლობამდე. შეგიძლიათ ეს საკითხი დაამუშავოთ და შეიტანოთ ცვლილებები სტატიაში?--Ouzo განხილვაწვლილი 11:33, 1 დეკემბერი 2011 (UTC)


პირველ რიგში მადლობა,სტატია კარგადაა დანაწილებული,გასწორდა ინფოდაფაზე თარიღიც. და საერთოდ მადლობა, რომ საქართველოს ისტორიის მიმართ ასეთ ყურადღებას იჩენთ !

სამწუხაროდ იმ პერიოდში ეს ყველაფერი ან ოსმალო ან სპარსელ დამყრობელთა ლიდერებზე იყო დამოკიდებული, მათი თანხმობით ან ბრძანებით ხდებოდა ეს დანიშვნებიც და მეფობიდან გაშვებებიც. ვეცდები მოვძებნო მასალა და შევავსო სტატია.

რაც შეეხება ერეკლეს ოჯახის ამბებს, შესაბამისი სტატიის განხილვაში დავწერე ზოგიერთი რამ

პატივისცემით--თემო () 19:08, 1 დეკემბერი 2011 (UTC)

ვეცადე მოკლედ მიმეთითებინა თუ სად იყო თეიმურაზი იმ წლებში. ის ახალგაზრდა იყო და ძირითადად ძმების გვერდით იდგა.

სამწუხაროდ გამიჭირდება ვახტანგ მექვსის სტატიის რედაქტირება, უბრალოდ კარგად არ ვიცნობ ამ მასალას.--თემო () 12:53, 7 დეკემბერი 2011 (UTC)

ბმულის თაობაზერედაქტირება

ბმული ყოველთვის სრულად დაწერეთ მაგ. [[ი. ჭავჭავაძე]] არამედ [[ილია ჭავაჭავაძე]]--ცანგალა () 18:35, 11 დეკემბერი 2011 (UTC)

გმადლობთ !--თემო () 18:46, 11 დეკემბერი 2011 (UTC)

ქართული ბრჭყალებირედაქტირება

ქართული ვიკიპედიაში ვხმარობთ ქართულ სალიტერატურო ენაში დამკვიდრებულ ბრჭყალებს „ცანგალა“ და არა “ცანგალა” ან "ცანგალა" ქართულ ბრჭყალების გამოყენება ხდება სპეციალური სიმბოლოების დახმარებით, რომელსაც სტატიის რედაქტირებისას ხედავთ (დააწკაპუნეთ). შემდეგ მარცხნივ ჩამონათვალში წერია სიმბოლოები. ჩემთან ეს ბრჭყალები ჩანს ზემოდან მეორე რიგში და მარცხნიდან მეორე ბრჭყალები. წარმატებები.--ცანგალა () 18:57, 11 დეკემბერი 2011 (UTC)

ბმულებირედაქტირება

სტატიებში ბმულებში კეთება ნუ გავიწყდებათ. ეს ვიკიპედიის წესია.--ცანგალა () 19:07, 10 იანვარი 2012 (UTC)

გამარჯობა ბატონო თეიმურაზ! ქალბატონი ირინეს ფოტოს თუ გადმომიგზავნით ფოსტაზე, ჩავსვამ სტატიაში. --მიხეილ   (მიწერა) 19:11, 10 იანვარი 2012 (UTC)

მოგესალმებით ბატონო მიხეილ ! გამოვგზავნი ასევე ბ–ნი დავით კვაჭაძისასაც. გმადლობთ !--თემო () 19:21, 10 იანვარი 2012 (UTC)

გამარჯობათ, უკვე მოუწერიათ:იქნებ გამოიყენოთ ქართული ბრჭყალები (ქვედა-ზედა – „“). --ჯაბა ლაბაძე 17:00, 20 იანვარი 2013 (UTC)