ალექსანდრა ჯაფარიძე
ალექსანდრა ჯაფარიძე (დ. 11 თებერვალი, 1895, ხრეითი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 27 ნოემბერი, 1974, თბილისი) — პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი. ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1923), საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), სპორტის ოსტატი (1940), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1945), მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი (1931), საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე (1954), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1960), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1962), ალ. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის პრეზიდიუმის წევრი (1936-1974), დევდორაკის ალპინისტური ბანაკის სასწავლო ნაწილის უფროსი (1938-1939), თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის პედაგოგი და გამგე (1944-1961), შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე.[1][2]
ალექსანდრა ჯაფარიძე | ||||
---|---|---|---|---|
დაბადების თარიღი |
11 თებერვალი, 1895 ხრეითი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | |||
გარდაცვალების თარიღი |
27 ნოემბერი, 1974 (79 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი | |||
დაკრძალულია | თბილისი | |||
ეროვნება | ქართველი | |||
ჯილდოები |
|
ბიოგრაფია
რედაქტირებასაეტაპო და მნიშვნელოვანი იყო პირველი ასვლები მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), დიხთაუზე (1950), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940). 1948 წელს მყინვარწვერის კალთებზე აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბული, რომელსაც თავისი პოემა „განდეგილი“ უძღვნა ილია ჭავჭავაძემ. ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი „ანაპურნა“ (1974). დაჯილდოებული იყო ლენინის (1960.), საპატიო ნიშნის (1944) ორდენებით, მრავალი მედლითა და სიგელით. საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული რეფერენდუმით აღიარებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად. ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მის მიერ 1913 წელს მშობლიურ სოფელ ხრეითში დაარსებულ სკოლას (1994), მწვერვალს კავკასიონზე, ჭაუხების მასივში (1975), სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983). დაკრძალულია ვერის ბაღში თავისი ძმების გვერდით.
ქართველმა პოეტმა იოსებ ნონეშვილმა ალექსანდრა ჯაფარიძეს მიუძღვნა ლექსი „ეგ სახე“.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ალექსანდრა ჯაფარიძე - „ბეთლემის გამოქვაბული აღმოჩენილია“. გაზ. „კომუნისტი“, 1.02.1948
- ალექსანდრა ჯაფარიძე - „ბეთლემის გამოქვაბული აღმოჩენილია“. გაზ. „ახალი ხევი“, 12, 18, 22 თებერვალი 1948
- Александра Джапаридзе - „Пещера Бетлеми“. газ. „Заря Востока“. 12 февраля 1948
- Александра Джапаридзе - „Пещера Бетлеми“. газ. „Советский Спорт“. 9 марта 1948
- Александра Джапаридзе - „Тайник пещеры Бетлеми“. კრებ. „Побежденные вершины“, М.,. 1948
- ჟუჟუნა ნეფარიძე - „ძმათა ნამუხლარზე“, თბ., 1964
- ივანე ჯაფარიძე - „საბჭოთა ალპინიზმის სახელოვანი წარმოადგენლები“. ბუკლეტი, 1988
- ივანე ჯაფარიძე - „მყინვარწვერიდან ევერესტამდე“, თბ., 2010
- ჯაფარიძე, ივანე., სპორტის დამსახურებული ოსტატები, თბ., 2010.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ალექსანდრა ჯაფარიძე. mountains.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-18. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2022
- ↑ 2.0 2.1 აბუსერიძე, ტბელ. (ივლისი, 2020) ალექსანდრა ჯაფარიძე. National Geographic საქართველო. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2023