მთათუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი

მთათუშეთის სახელმწიფო ნაკრძალინაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ფერდობებზე, მდინარეების პირიქითი ალაზნისა და თუშეთის ალაზნის აუზში. დაარსდა 1980 წელს. საერთო ფართობი 12505 ჰა. ტყით დაფარულია 9952 ჰა. ზღვის დონიდან 1600-2100 მ-მდე — სუბალპური სარტყელი, 2600 მ-იდან — ალპური სარტყელი. ნაკრძალში ძირითადად ფიჭვისა და არყის ტყეებია. ფიჭვი აქ ჩრდილოეთ ფერდობებზეც იზრდება და მაღალი ბონიტეტის კორომებს ქმნის. აქვეა ვერხვი, თხმელა, დეკა, ასკილი და სხვა მცენარეები. ძუძუმწოვრებიდან გვხვდება ნიამორი, გავრცელებულია ჯიხვი, არჩვი, დათვი, ფრინველებიდანროჭო, შურთხი და სხვა ცხოველები. ნაკრძალი მდიდარია მინერალური წყლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება