შურთხი (ლათ. Tetraogallus) — ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. აქვთ მკვრივი ტანი, მაგარი ნისკარტი და ფეხები (მამლებს მოკლედეზებიანი). მათი სხეულის სიგრძე 50–70 სმ აღწევს. შეფერვაში ჭარბობს რუხი და თეთრი ფერები. გვარი მოიცავს 5 სახეობას. საქართველოში ბინადრობენ კავკასიური და კასპიური შურთხები (უკანასკნელი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“). ვერტიკალურად ვრცელდებიან ზღვის დონიდან 1600–1400 მ-ზე. გაზაფხულზე ტიხტიხის შემდეგ დედალი პატარა ორმოში დებს 8–10 კვერცხს და კრუხობს 3 კვირაზე მეტხანს. შურთხები იკვებებიან მცენარეთა კვირტებით, ყლორტებით, თესლით, კენკრით, ბოლქვებით, იშვიათად მწერებით.