ტყის ბონიტეტი
ტყის ბონიტეტი (გერმ. Bonität; ლათ. bonitas – კეთილხარისხოვნება) — მოსაჭრელი ტყის ხარისხიანობის მაჩვენებელი, რაც დამოკიდებულია ჰავაზე, ნიადაგზე, მოვლაზე.[1] ბონიტეტი ტყის პროდუქტიულობის მაჩვენებელია, რომელიც დამოკიდებულია ნიადაგ-გრუნტისა და კლიმატურ პირობებზე. განისაზღვრება კორომში გაბატონებული ხეების საშუალო სიმაღლითა და ხნოვანებით. მაღალი ბონიტეტის კორომებს ქმნის მაგ., მთათუშეთის სახელმწიფო ნაკრძალში არსებული ფიჭვი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 465.