მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეხადირი (მრავალმნიშვნელოვანი).

მეხადირი[1][2] (აფხ. Маҳадыр[3] [მაჰადჷრ]; ყიფილი ნაკადული, ყოფილი მეჰადირ — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[4], მაჰადირი) — სოფელი და თემის ცენტრი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე მეხადირის ზემოთში. ზღვის დონიდან 250 მ, გაგრიდან 28 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[5]

სოფელი
მეხადირი
აფხ. Маҳадыр
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მეხადირი
კოორდინატები 43°26′52″ ჩ. გ. 40°05′45″ ა. გ. / 43.44778° ჩ. გ. 40.09583° ა. გ. / 43.44778; 40.09583
ოფიციალური ენა აფხაზური ენა და რუსული ენა
მოსახლეობა 137 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მეხადირის თემში ასევე შედის სოფლები: ვაშლოვანი, ზეგანი, კლდიანი, მუხნარი.

ისტორიარედაქტირება

სოფელი XIX საუკუნიდან ფიქსირდება წყაროებში. 1935 წელს გაგრის რაიონის პილენკოვოს ს/საბჭოდან სოფლების ზემო მაჰადირის, ქვემო მაჰადირის, ოტლუკის (თურქ. საბალახო, 1948 წლიდან სოფ. კლდიანი), ვოსემსოტსკოეს, ევდოკიმოვკას, როგოჟინოს გამოყოფით შეიქმნა მაჰადირის ს/საბჭო ცენტრით ქვემო მაჰადირში. 1948 წელს მაჰადირს ქართული სახელი ნაკადული ეწოდა.[6] 1967 წელს ეწოდა მეჰადირი. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს მაჰადირ (Маҳадыр).

დემოგრაფიარედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 137 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 137 -- --

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 652.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიორედაქტირება

  1. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 69.
  2. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 114.
  3. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  5. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023