ვაშლოვანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშლოვანი.

ვაშლოვანი[2][3] (აფხ. Мԥаадрыԥсҭа[4] [მფაადრჷფსთა]; ყოფილი როგოჟინო — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (მეხადირის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე მეხადირის ხეობაში. ზღვის დონიდან 200 მ, გაგრიდან 24 კმ.

სოფელი
ვაშლოვანი
აფხ. Мԥаадрыԥсҭа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მეხადირი
კოორდინატები 43°27′17″ ჩ. გ. 40°04′37″ ა. გ. / 43.45472° ჩ. გ. 40.07694° ა. გ. / 43.45472; 40.07694
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 176[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაშლოვანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაშლოვანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ვაშლოვანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ვაშლოვანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ვაშლოვანი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — გაგრის მუნიციპალიტეტი
ვაშლოვანი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ისტორია რედაქტირება

სოფელს XX საუკუნის დასაწყისში როგოჟინო ერქვა. 1948 წელს ქართული სახელი ვაშლოვანი ეწოდა.[6] 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს მფაადრიფსთა (Мҧаадрыҧсҭа).

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

დემოგრაფია რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 176 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 176 -- --

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 203.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 42.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 66.
  4. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 32, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023