მეორე ბაგაჟიაშთა
მეორე ბაგაჟიაშთა — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ფშაფის თემი), აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთზე. ზღვის დონიდან 100 მ, გულრიფშიდან 5 კმ, დრანდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 7 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 580.