მენელაე
მენელაე[8] (ძვ. ბერძნ. Μενέλᾱος) — ძველბერძნულ მითოლოგიაში მიკენის მეფის ატრევსის ძე, აგამემნონის ძმა, ელენეს ქმარი, შემდგომ მიკენისეული სპარტის მეფე. მენელაეს სამეფო ტახტზე ტინდარეოსის შემდეგ ავიდა, დანამდვილებით უცნობია, თუ როდის დაიწყო ან დამთავრდა მისი მმართველობა. მენელაეს შემდეგ კი სამეფო ტახტზე ორესტე ავიდა. პარისის მიერ მოტაცებული ელენეს დასაბრუნებლად მან აგამემნონთან ერთად ტროის წინააღმდეგ დაძრა აქაველები. იგი ტროის ომის ცენტრალური ფიგურა იყო. ილიადის მიხედვით ტროის ომში სწორედ მენელაე მეთაურობდა სპარტელთა ჯარს. ტროის დაცემის შემდეგ ელენესთან ერთად რვა წელი იხეტიალა აღმოსავლეთში (ეგვიპტეში, კ. კვიპროსზე) და ბოლოს მშვიდობიანად დაბრუნდა სპარტაში. როგორც ზევსის სიძე (ელენე ზევსის ასული იყო), მენელაე გარდაცვალების შემდეგ ნეტართა სამყოფელში, ელისეს მინდვრებზე მოხვდა.
მენელაე | |
---|---|
![]() | |
მითოლოგია: | ბერძნული მითოლოგია |
სქესი: | მამრობითი[1] |
მამა: | ატრევსი[2] [3] |
დედა: | აეროპე |
და-ძმა: | აგამემნონი[2] [4] [3] და Anaxibia |
მეუღლე: | მშვენიერი ელენე[2] [5] |
შვილები: | ჰერმიონე[6] [7] , Xenodamus, Nicostratus, Megapenthes, Pleisthenes, Morraphius, Aithiolas, Corythus და Thronios |
გამოსახულებები |
მენელაე | |
---|---|
სპარტის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | უცნობია |
მმართ. დასასრული: | უცნობია |
წინამორბედი: | ტინდარეოსი |
მემკვიდრე: | ორესტე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 572.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მენელაე“ ვიკისაწყობში.
- სპარტის მეფეთა სია
- მენელაე — უცხო სიტყვათა ლექსიკონი
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1019103213 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Любкер Ф. Menelaus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 855–856.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Менелай // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1896. — Т. XIX. — С. 87.
- ↑ 4.0 4.1 Любкер Ф. Agamemnon // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 43.
- ↑ 5.0 5.1 Любкер Ф. Helena // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 597.
- ↑ 6.0 6.1 Гермиона // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. VIIIа. — С. 539.
- ↑ 7.0 7.1 Любкер Ф. Hermione // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 617.
- ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 68.
წინამორბედი: ტინდარეოსი (მეორე მმართველობა) |
სპარტის მეფე | შემდეგი: ორესტე |