ჰერმიონე
ჰერმიონე (ძვ. ბერძნ. Ἑρμιόνη) — სპარტის მეფე მენელაესა და ელენეს ასული.[1]
ჰომეროსის თანახმად, ტროას ომის დროს ორაკულმა იმისნა, რომ ნეოპტოლემოსის გარეშე ომი არ დასრულდებოდა. ამიტომ მენელაემ თავისი ასული ჰერმიონე ცოლად აღუთქვა ნეოპტოლემოსს. ჰომეროსის შემდგომდროინდელი მითები გვიამბობენ ჰერმიონესა და ორესტესის ქორწინებაზე. მათ შეეძინათ ვაჟი, ტისამენოსი, რომლის მეფობის დროსაც ჰერაკლიდები შეიჭრნენ პელოპონესოსში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჰერმიონე“ ვიკისაწყობში.
- ჰერმიონე — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
- Ἑρμιόνη, Georg Autenrieth, A Homeric Dictionary, on Perseus project
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Гесиод. Перечень женщин, фр. 175 М.-У.; Гомер. Одиссея IV 14.