ატრევსი (ძვ. ბერძნ. Ἀτρεύς) — ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირი. პელოფსისა და ჰიპოდამიას ძე, ტროის ომის გმირების აგამემნონისა და მენელაეს მამა. ატრევსმა და მისმა ძმამ თიესტემ მოკლეს თავიანთი ნახევარძმა ქრისიპე და დის ქმარს, მიკენის მეფეს, შეეხიზნენ. მოგვიანებით ატრევსი მიკენის მეფე გახდა. მალე ძმებს შორის შუღლი ჩამოვარდა. ატრევსმა დახოცა ძმისშვილები და მათი ხორცი თიესტეს ნადიმზე მიართვა; შემდეგ მან გაზარდა თიესტეს ცოცხლად დარჩენილი ვაჟი ეგისთე, რომელმაც მოკლა ატრევსი, განდევნა მიკენიდან აგამემნონი და მენელაე და თიესტესთან ერთად ხელში ჩაიგდო სამეფო.

ლიტერატურა რედაქტირება