მელისა ჯოან ჰარტი
მელისა ჯოან ჰარტი (ინგლ. Melissa Joan Hart; დ. 18 აპრილი, 1976) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი. შეასრულა მთავარი როლები, ისეთ სიტკომებში როგორიცაა: Clarissa Explains It All (1991–1994), ''საბრინა, ახალგაზრდა ალქაჯი'' (1996–2003) და მელისა და ჯო (2010–2015). იგი ასევე გამოჩნდა ფილმებში მატარე გიჟურად (1999), დღესასწაული ბორკილებში(2007) 9 მკვდარი (2009) და ''ღმერთი არ მომკვდარა 2'' (2016).
მელისა ჯოან ჰარტი | |
---|---|
ჰარტი 2011 წლის აგვისტოში | |
დაბადების თარიღი |
18 აპრილი, 1976 ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი |
აქტიური | 1985-დღემდე |
მეუღლე(ები) | მარკ უილკერსონი (იქ. 2003) |
შვილ(ებ)ი | 3 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი მელისა ჯოან ჰარტი დაიბადა 1976 წლის 18 აპრილს, სმიტთაუნში, ნიუ-იორკში. არის პროდიუსერის, პაულა ჰარტის და დურგლის, უილიამ ჰარტის პირველი შვილი. [1] [2] მისი დედის ბაბუა, სტენლი ჯონ ვოე, იყო საზღვაო ძალების ვეტერანი და კათოლიკე. [3] ჰარტი გაიზარდა საივილში, ნიუ-იორკში.
ჰარტის მშობლებს მელისას შემდეგ კიდევ ოთხი შვილი ეყოლათ: ტრიშა, ელიზაბეთი, ბრაიანი და ემილი. ყველა მათგანს სამსახიობო კარიერა აქვს. მისი მშობლები განქორწინდნენ 1990-იანი წლების დასაწყისში და ის დედასთან და და-ძმებთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. 1994 წელს დედამისი დაქორწინდა ტელევიზიის აღმასრულებელზე, ლესლი გილიამსზე. ჰარტს ჰყავს სამი ნახევარ და: ალექსანდრა, სამანტა და მაკენზი. [2]
კარიერა
რედაქტირებაᲐდრეული კარიერა
რედაქტირებაჰარტის კარიერა ოთხი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც იგი სატელევიზიო რეკლამაში აბანოს თოჯინისთვის, სახელწოდებით Splashy-ისთვის გადაიღეს. მას შემდეგ ის რეგულარულად ჩნდებოდა რეკლამებში, დაახლოებით 25 რეკლამაში 5 წლის ასაკამდე გადაიღეს. 1985 წელს მან მინორული როლი ითამაშა მინისერიალში, ''კეინი და აბელი'', 1986 წელს The Equalizer- ის ეპიზოდში გამოჩნდა სტუმრის როლით. [4] 1986 წელს, კეტრინ ჰელმონდთან ერთად გადაიღეს ემის პრემიაზე გამარჯვებულ სატელევიზიო ფილმში, საშობაო თოვლი. 1986 წლის 22 აპრილს გამოჩნდა NBC-ს სერიალში, ''კიდევ ერთი სამყარო''.
1989 წელს იგი გახდა ბროდვეის თეატრის სპექტაკლის, The Crucible-ს მკვლევარი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა მსახიობი მარტინ შინი. იმავე წელს, იგი გამოჩნდა ბროდვეის სპექტაკლში, Beside Herself, სპექტაკლში ჰარტისთან ერთად თამაშობდნენ მსახიობები უილიამ ჰერტი და კალიტა ფლოკჰარტთან ერთად .
1991–1994: კლარისა ხსნის ყველაფერს
რედაქტირება1991 წელს ჰარტიმ მიიღო მთავარი როლი Nickelodeon-ის სერიალში კლარისა ხსნის ყველაფერს, კომედია თინეიჯერ გოგონაზეა, სერიალი განსაკუთრებით წარმატებული იყო პირველი ოთხი წლის განმავლობაში. [5] როლმა მას ოთხჯერ მოუტანა ახალგაზრდა შემსრულებლის ნომინაცია, აქედან სამი მოიგო. [6]
თავდაპირველად, ჰარტს უხერხულობის შეგრძნება ჰქონდა, რომ მოზარდობის პერიოდში ბავშვთა შოუში თამაშობდა. ამის მიუხედავად, იგი აღფრთოვანებული იყო ამ როლით.[7]
ჰარტიმ ასევე ჩაწერა ორი ალბომი კლარისას სახელით: ეს არის ის, რაც 'Na Na'-ს ნიშნავს [8] და ასევე ჩაწერა პიტერი და მგელი. [9]
1991 წელს, ჰარტი გამოჩნდა Nickelodeon-ის შოუს თქვენ გეშინიათ სიბნელის? მეორე სეზონის ეპიზოდში, "გაყინული მოჩვენების ზღაპარი". [10]
1996–2003: საბრინა თინეიჯერი ჯადოქარი
რედაქტირებასატელევიზიო სერიალის დასრულების შემდეგ, ჰარტი დადიოდა ნიუ იორკის უნივერსიტეტში. მან უნივერსიტეტში სიარული მას შემდეგ მიატოვა, როდესაც 1996 წლის ფილმში, ''საბრინა თინეიჯერი ჯადოქარ''-ში ტიტულოვანი როლი მიიღო. ფილმს მოჰყვა ამავე სახელწოდების მქონე ტელესერიალი, რომელიც გაგრძელდა შვიდი სეზონი ABC-სა და WB-ზე . [11] [12] მოგვიანებით მან იგივე ფილმის ანიმიაციურ ვერსიაში, გაახმოვანა მამიდა ჰილდა და ზელდა, ხოლო ჰარტის უმცროსმა დამ, ემილიმ ტიტულოვანი როლით მიიღო მონაწილეობა. [13] მან ასევე ითამაშა სერიალში ანგელოზი შეეხო" და ითამაშა რამდენიმე სატელევიზიო ფილმში.
1998 წელს ჰარტიმ მცირე როლი ითამაშა ფილმში ''არ შემიძლია ლოდინი''. [14] მოგვიანებით მუშაობა დაიწყო თეატრალურ კინოპროექტზე, სახელწოდებით „შენს გვერდით“, რომელშიც მან ადრიან გრენიესთან ერთად ითამაშა. [15] ფილმის საუნდტრეკის პოპულარიზაციისთვის ბრიტნი სპირსმა გამოუშვა თავისი სიმღერის რემიქსი (შენ მე მატარე) გიჟურად. სიმღერის წარმატებისთვის ფილმს სახელი შეეცვალა და დაარქვეს ''მატარე გიჟურად''. ფილმის პოპულარიზაციისთვის, ჰარტიც და გრენიც გამოჩნდნენ სიმღერის კლიპში. [16] დაახლოებით იმავე დროს, ბრიტნი სპირსი სტუმრად გამოჩნდა სერიალის მეოთხე სეზონის ეპიზოდში "No Place Like Home". [17]
Drive Me Crazy-ის გამოსვლისთანავე ჰარტი გამოჩნდა ჟურნალ Maxim-ის 1999 წლის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე, ასევე ფოტოსესიასა და თანმხლებ სტატიაში. [18] ჰარტმა გააგრძელა სამსახიობო კარიერა, და მონაწილეობა მიიღო ფილმში „ქირის კონტროლი“ [19] რომელიც 2005 წელს გავიდა ABC Family-ზე. ჰარტიმ საბრინას როლის მორგება 2003 წლამდე განაგრძო. [12]
2001 წელს გადაიღო ნიკელოდეონის ტაინას ეპიზოდი. 2001 და 2002 წლებში მან ასევე გადაიღო საბრინას ექვსი ეპიზოდი.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2003 წლის 19 ივლისს ჰარტმა იქორწინა მუსიკოსზე, მარკ ვილკერსონზე, რომელსაც 2002 წლის მაისში შეხვდაკენტუკის დერბიში. ჰარტსა და ვილკერსონს ჰყავთ სამი ვაჟი. ისინი 2019 წლამდე ცხოვრობდნენ ვესტპორტში, კონექტიკუტში, შემდეგ კი 2020 წელს ისინი ნეშვილში გადავიდნენ.
ჰარტი და მისი ოჯახი პრესვიტერიელები არიან. [20] ინტერვიუში მან თქვა, რომ ისინი ყოველ კვირას დადიან ეკლესიაში და ლოცულობენ ყოველ საღამოს და ყოველი ჭამის წინ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Melissa Joan Hart News, Melissa Joan Hart Bio and Photos. TV Guide. ციტირების თარიღი: June 23, 2010
- ↑ 2.0 2.1 Biography – Melissa Joan Hart. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 4, 2013. ციტირების თარიღი: September 18, 2013
- ↑ In Memory of Stanley John Voje -- Haisley Funeral Home, Fort Pierce, FL. memorialsolutions.com. ციტირების თარიღი: July 27, 2015
- ↑ Witchel, Alex (August 25, 1991). „UP and COMING – Melissa Joan Hart – The Melissa Inside Clarissa Explains It All for Us – Biography“. The New York Times. ციტირების თარიღი: June 23, 2010.
- ↑ „Atlanta News, Sports, Atlanta Weather, Business News | ajc.com“. Nl.newsbank.com. June 23, 1991. ციტირების თარიღი: June 23, 2010.
- ↑ Thirteenth Annual Youth in Film Awards 1990–1991. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2011. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2021.
- ↑ Huff, Richard (July 25, 2011). „Melissa Joan Hart recalls role as teen in 'Clarissa Explains It All' and life now as working mom“. Daily News (New York). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 30, 2013. ციტირების თარიღი: June 16, 2012.
- ↑ This is What "Na Na" Means: Clarissa & the. Amazon.com. ციტირების თარიღი: June 23, 2010
- ↑ Prokofiev: Peter and the Wolf – Saint-Saëns: Carnival of the Animals – Britten: Young Person's Guide to the Orchestra, on iTunes
- ↑ Are You Afraid of the Dark? Freaky Favorites. Netflix.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 12, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2021.
- ↑ Popkin, Helen A.S. (May 13, 1996). „Melissa explains it all Series: Xpress“. Pqasb.pqarchiver.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 1, 2013. ციტირების თარიღი: June 23, 2010.
- ↑ 12.0 12.1 Sabrina, the Teenage Witch on. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 21, 2011. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2021.
- ↑ Sabrina the Animated Series Cast and Crew on. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 18, 2012. ციტირების თარიღი: June 23, 2010
- ↑ Berardinelli, James. (June 12, 1998) Review: Can't Hardly Wait. ციტირების თარიღი: October 23, 2010
- ↑ Drive Me Crazy (August 31, 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2009. ციტირების თარიღი: June 23, 2010
- ↑ Vena, Jocelyn. (November 16, 2009) Britney Spears Wanted '(You Drive Me) Crazy' Video To Take Her 'To The Next Level' – News Story | Music, Celebrity, Artist News | MTV News. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2010. ციტირების თარიღი: June 23, 2010
- ↑ News, ABC. Britney Spears appeared on "Sabrina the Teenage Witch" alongside Melissa Joan Hart from Britney Spears Gives a Wave in London. ციტირების თარიღი: September 19, 2018
- ↑ Melissa Joan Hart Pictures – 1 of 4 – Maxim Girls Photo Gallery. Maxim.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 24, 2010. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2021.
- ↑ Rent Control (2002) – Melissa Joan Hart, Carmen Electra, Ryan Browning. Videoeta.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 22, 2011. ციტირების თარიღი: June 23, 2010
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (January 7, 2019).