კენტუკის დერბი (ინგლ. Kentucky Derby) — ყოველწლიური საცხენოსნო შეჯიბრი, რომელიც კენტუკის დერბის ფესტივალის დროს, თითქმის ყოველთვის მაისის პირველ შაბათ დღეს ლუისვილში, აშშ-ში ტარდება. შეჯიბრი იმართება პირველი ჯგუფის სამი წლის წმინდასისხლის ინგლისურ ცხენებს შორის 2000 მეტრ დისტანციაზე ტალახში. ულაყები, როგორც წესი, ატარებენ 57 კილოგრამს, ხოლო ფაშატები 55-ს.[1]

კენტუკის დერბი, ლუისვილი, კენტუკის შტატი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დოღს ისეთი ფრაზებით მოიხსენიებენ როგორებიცაა: „ყველაზე ამაღელვებელი ორი წუთი სპორტში“ ან „ყველაზე სწრაფი ორი წუთი სპორტში“. კენტუკის დერბი 1875 წლიდან შეუჩერებლად იმართებოდა, მაშინაც კი, როცა დიდი დეპრესიის ან პირველი და მეორე სოფლიო ომების პერიოდში ოლიმპიურ თამაშებსაც კი აუქმებდნენ.[2]

კენტუკის დერბიზე დამსწრეთა რაოდენობა აღემატება ყველანაირი სხვა ჯგუფური დოღებისას, მაგალითად, პრიკნეს და ბელმონტ სტეიკსის, ასევე ბრიდერს თასისას.[3]

კორონავირუსის პანდემიის გამო რიგით 146-ე კენტუკის დერბი 2020 წლის 2 მაისის ნაცვლად, 2020 წლის 5 სექტემბერს ჩატარდება.[4]

  1. "Tenth Race Churchill May 1, 2004". May 1, 2004. Daily Racing Forum. Accessed on May 9, 2006.
  2. https://www.tvg.com/promos/kentucky-derby/kentucky-derby-history.html დაარქივებული January 27, 2019, საიტზე Wayback Machine. Kentucky Derby History
  3. 2009 The Original Racing Almanac, page 140 for Kentucky Derby, page 156 for the Preakness Stakes, page 241 for Kentucky Oaks, page 167 for Belmont Stakes, page 184 Breeders' Cup, June 26, 2008.
  4. https://www.wlky.com/article/churchill-downs-to-hold-its-first-ever-virtual-horse-race-on-original-derby-date/32251528# დაარქივებული April 25, 2020, საიტზე Wayback Machine. Churchill Downs to hold its first-ever virtual horse race on original Derby date