მაჰსა ამინის მკვლელობა

22 წლის ქურთი[1] ქალი ირანიდან, მაჰსა ამინი (სპარს. مهسا امینی‎), ასევე ცნობილი როგორც ჟინა ამინი (სპარს. ژینا امینی‎), 2022 წლის 16 სექტემბერს, გარდაიცვალა თეირანის (ირანი) საავადმყოფოში საეჭვო გარემოებებში.[2][3][4], ირანის მთავრობის რელიგიური მორალის პოლიციამ ამინი დააკავა იმის გამო, რომ ჰიჯაბი არ ეცვა მთავრობის სტანდარტების შესაბამისად. ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავმა სარდლობამ განაცხადა, რომ მან განიცადა გულის შეტევა პოლიციაში ყოფნისას, დაკარგა გონება და საავადმყოფოში გადაყვანამდე კომაში ჩავარდა.[5][6] თუმცა, თვითმხილველებმა, მათ შორის ამინისთან ერთად დაკავებულმა ქალებმა, განაცხადეს, რომ იგი სასტიკად სცემეს და გარდაიცვალა პოლიციის სასტიკი მოპყრობის შედეგად,[7][8][9] რაც ირანის ხელისუფლებამ უარყო.[10] პოლიციის სისასტიკის შესახებ ბრალდებებმა, გარდა სამედიცინო დასკვნის შედეგების გაჟონვისა,[11] ზოგიერთი დამკვირვებელს აფიქრებინა, რომ ამინიმ განიცადა თავის ტვინის სისხლდენა ან ინსულტი დაკავების შემდეგ მიღებული თავის ტრავმის გამო.[12] მაჰსა ამინის სიკვდილმა ირანში 2022 და 2023 წლებში საპროტესტო აქციების სერია გამოიწვია.

მაჰსა ამინის მკვლელობა

2022 წელს მაჰსა ამინს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა წოდება „პარიზის საპატიო მოქალაქე“.[13]

2023 წელს მაჰსა ამინიმ სიკვდილის შემდეგ მიიღო სახაროვის პრემია.[14]

მსხვერპლის ბიოგრაფია

რედაქტირება

მაჰსა ამინი დაიბადა 1999 წლის 21 სექტემბერს[15][16] ქურთების ოჯახში საყეზში, ქურთისტანის პროვინციაში, ჩრდილო-დასავლეთ ირანში.[17] მიუხედავად იმისა, რომ მაჰსა იყო მისი ოფიციალური სპარსული სახელი, მისი ქურთული სახელი იყო ჯინა და ასე ეძახდნენ მას ოჯახში.[18][19] მამამისი სამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, დედა კი დიასახლისია.[20] იგი სწავლობდა ტალეგანის გოგონათა საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 2018 წელს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ამინი შევიდა უნივერსიტეტში, აპირებდა იურისტი გამხდარიყო.[21][22]

მაჰსას ბიძაშვილი, მემარცხენე პოლიტიკური აქტივისტი და ერაყის ქურთისტანში ემიგრაციაში მცხოვრები ფეშმერგას მებრძოლი,[23] ამინის ოჯახის პირველი წევრი იყო, რომელმაც მედიასთან ისაუბრა მისი გარდაცვალების შემდეგ.[24] მან უარყო ირანის მთავრობის განცხადებები, რომ მაჰსა რაიმე სახით პოლიტიკაში იყო ჩართული.[23] სამაგიეროდ, მაჰსა იყო დახასიათებული, როგორც მისი მშობლიური ქალაქის „მორცხვი, თავშეკავებული მკვიდრი“,[25] რომელიც გაურბოდა პოლიტიკას, არასოდეს ყოფილა პოლიტიკურად აქტიური, როგორც მოზარდი და არ იყო აქტივისტი.[20] ამინის ოჯახმა განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა არანაირი დაავადება და იყო 22 წლის ჯანმრთელი გოგონა, რაც ეწინააღმდეგება ირანის მთავრობის მტკიცებას, რომ მას უკვე ჰქონდა არსებული ჯანმრთელობის პრობლემები.[26]

გარდაცვალების გარემოებები

რედაქტირება

ამინი თეირანში ჩავიდა ძმის მოსანახულებლად[17] და 2022 წლის 13 სექტემბერს ის პატრულმა დააკავა თეირანში, შაჰიდ-ხაგანის ჩქაროსნული მაგისტრალის შესასვლელთან, მისი ოჯახის გარემოცვაში. შემდეგ იგი გადაიყვანეს მორალური უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ.[27][28][29] მის ძმას, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა დაკავების დროს,[17] უთხრეს, რომ მას „ინსტრუქტაჟისთვის“ დაკავების ცენტრში გადაიყვანდნენ და ერთ საათში გაათავისუფლებდნენ. მოგვიანებით მის ძმას შეატყობინეს, რომ მისმა დამ გადაიტანა გულის შეტევა და ინსულტი პოლიციის განყოფილებაში,[30] და დაკავებიდან ორ საათში გადაიყვანეს საავადმყოფოში.[31]

ამინის ბიძაშვილის თქმით, იგი ფურგონში აწამეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც მასთან მყოფი დაკავებულები ადასტურებდნენ. პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ, გოგონამ ჯერ მხედველობა დაკარგა და შემდეგ კი გონებაც. სასწრაფო დახმარება 30 წუთში მოვიდა, კასრა კი საავადმყოფოში მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მიიყვანეს.[32]

მაჰსა ამინი ორი დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა თეირანის საავადმყოფოში.[33] 16 სექტემბერს, ჟურნალისტმა ნილუფარ ჰამედიმ (მოგვიანებით დააკავეს) ისაუბრა მაჰსა ამინის კომაზე, ტვიტერზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ამინის მამა და ბებია ჩახუტებულები ტირიან საავადმყოფოს დერეფანში.[34] მაჰსა იმავე დღეს გარდაიცვალა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.[35][36][37]

შედეგები

რედაქტირება

BBC-ის ცნობით, თვითმხილველებმა თქვეს, რომ მაჰსა ამინი პოლიციამ სცემეს დაკავებიდან მალევე პოლიციის ფურგონში. 17 სექტემბრისთვის ირანის პოლიციამ უარყო ბრალდებები ცემის შესახებ და განაცხადა, რომ მას „მოულოდნელად დაემართა გულის შეტევა“.[38]

კლინიკამ, სადაც მაჰსა ამინი მკურნალობდა, 13 სექტემბერს ინსტაგრამზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ტვინი უკვე მკვდარი იყო, როდესაც ამინი საავადმყოფოში შეიყვანეს. 19 სექტემბრისთვის პოსტი წაიშალა.[39][40]

17 სექტემბერს თეირანის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ამინის დაკავების საფუძველი იყო თავსაბურავისა და მჭიდრო შარვლის არასათანადო ტარება.[41]

19 სექტემბრისთვის პოლიციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც თითქოსდა მაჰსა ამინი ესაუბრება ოფიციალურ პირს. კადრებში ჩინოვნიკი ამინის ტანსაცმელში ავლებს ხელს, ამინს კი თავი ხელებში აქვს მოქცეული და ეცემა. ამინის მამამ კადრებს მოვლენების „დამუშავებული ვერსია“ უწოდა.[42]

ამინის ძმამ დის თავზე და ფეხებზე სისხლჩაქცევები შენიშნა. ამინისთან ერთად დაკავებულმა ქალებმა თქვეს, რომ იგი სასტიკად სცემეს, რადგან ის აპროტესტებდა დაკავებულ ოფიცერთა შეურაცხყოფას და ლანძღვას.[43]

საავადმყოფოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს მაჰსა ამინის სისხლდენა ყურიდან და სისხლჩაქცევები თვალების ქვეშ. 18 სექტემბრის წერილში, ექიმმა ჰოსეინ კარამპურმა (ჰორმოზგანის პროვინციის უმაღლესი სამედიცინო თანამდებობის პირი) მიუთითა, რომ ასეთი სიმპტომები „არ შეესაბამება ზოგიერთი ხელისუფლების მიერ დასახელებულ მიზეზებს, რომლებმაც მისი სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა გამოაცხადეს... (სანაცვლოდ, ისინი შეესაბამება) თავის დაზიანებას და შემდგომ სისხლდენას“.[44] ეს ასევე დადასტურდა მისი თავის ქალას სავარაუდო სამედიცინო სკანირებით, რომელმაც აჩვენეს ძვლების მოტეხილობა, სისხლდენა და თავის ტვინის შეშუპება.[11][45]

Iran International-ის ცნობით, ირანის მთავრობამ გააყალბა მაჰსა ამინის სამედიცინო ჩანაწერები, რათა დაემტკიცებინა, რომ მას ჰქონდა გულის დაავადება. 20 სექტემბერს, ექიმმა მასუდ შირვანმა, ნეიროქირურგმა, სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ ამინის ჰქონდა თავის ტვინის სიმსივნე, რომელიც ამოიღეს რვა წლის ასაკში.[46]

21 სექტემბრისთვის საავადმყოფომ გამოუშვა წინასწარი კომპიუტერული ტომოგრაფია. მთავრობის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ CT სკანირებამ აჩვენა ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც გამოწვეული იყო ტვინის წინა ოპერაციით. კრიტიკოსების თქმით, სკანირებამ აჩვენა ფიზიკური ცემა და დაზიანებები. ამჯერად ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ მაჰსა ამინის 5 წლის ასაკში თავის ტვინის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.[47]

მთავრობის სხვადასხვა განცხადებებთან დაკავშირებით, მაჰსა ამინის მამამ (ამჯად ამინი) BBC-ს 22 სექტემბერს განუცხადა: „ისინი იტყუებიან. . . მას არასოდეს ჰქონია რაიმე დაავადება, არასოდეს გაუკეთებია ოპერაცია“. (ორმა კლასელმა BBC-ს უთხრა, რომ მათ არ იცოდნენ, რომ მაჰსა ოდესმე საავადმყოფოში იმყოფებოდა.) ამჯადმა თქვა, რომ მას არ მიეცა უფლება ენახა თავისი ქალიშვილის გაკვეთის დასკვნა. ამჯადმა შვილის ცხედარი მხოლოდ დაკრძალვისთვის გახვეული ნახა და შეამჩნია სისხლჩაქცევები ფეხებზე, მაგრამ შეფუთვის გამო სხეულის დანარჩენი ნაწილი ვერ დაინახა.

Iran International-ის ცნობით, 29 სექტემბერს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ყოფილმა მეთაურმა გამოაქვეყნა აუდიო ფაილი, რომელშიც ნათქვამია, რომ უსახელო „სანდო წყაროები“ იუწყებიან, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების მიზეზი ცემის შედეგად თავის ქალაზე მიყენებული ტრავმა იყო.[48][49][50]

2 ოქტომბერს ამინის ოჯახმა აღიარა, რომ მაჰსამ რვა წლის ასაკში გაიკეთა ოპერაცია მცირე ნევროლოგიური მდგომარეობის გამო (შესაძლოა თავის ტვინის სიმსივნე), მაგრამ თქვა, რომ მას აკონტროლებდნენ ლევოთიროქსინით (ჰიპოთირეოზის სამკურნალო პრეპარატი). პროფესიონალი ექიმების დასკვნის საფუძველზე, რომლებსაც ოჯახმა მიმართა, განაცხადა, რომ ეს მდგომარეობა არ იყო დაკავშირებული მაჰსას სიკვდილთან.[51][52][53]

7 ოქტომბრით დათარიღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ მაჰსას სიკვდილი „არ იყო გამოწვეული თავისა და კიდურებში დარტყმით“, არამედ დაკავშირებული იყო უკვე არსებულ სამედიცინო მდგომარეობებთან და იგი გარდაიცვალა მრავლობითი ორგანოს უკმარისობით გამოწვეული ცერებრალური ჰიპოქსიით. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მაჰსა ამინს ოპერაცია ჩაუტარდა ტვინის სიმსივნის ამოღების მიზნით, როდესაც ის რვა წლის იყო. მოხსენებაში არ არის დაკონკრეტებული, მიიღო თუ არა მაჰსამ რაიმე დაზიანებები.[54]

13 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ირანის სამედიცინო საბჭოს 800-ზე მეტმა წევრმა დაადანაშაულა ირანის სამედიცინო საბჭოს ხელმძღვანელი მაჰსა ამინის სიკვდილის მიზეზის დაფარვაში მთავრობის დახმარების მიზნით.[55]

8 დეკემბრის სტატიაში Der Spiegel-ში, მაჰსა ამინის ბაბუამ დაადასტურა, რომ მას ტვინის სიმსივნე ამოუღეს, როდესაც ის დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო. ბაბუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიმსივნე კეთილთვისებიანი იყო და განაცხადა, რომ ოპერაციის შემდეგ მას ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს ჰქონია.

პროტესტი ირანში

რედაქტირება

ამინის სიკვდილმა გამოიწვია პროტესტების სერია, რომლებიც CNN-მა აღწერა, როგორც უფრო მასშტაბური პროტესტი, ვიდრე 2009, 2017 და 2019 წლებში[56] და The New York Times-მა მათ უწოდა ყველაზე დიდი ირანული პროტესტი, სულ მცირე, 2009 წლიდან.[57] ზოგიერთმა მომიტინგემ პროტესტის ნიშნად საჯაროდ მოიხსნა ჰიჯაბი ან მოიჭრა თმა.[58] ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 2022 წლის დეკემბრისთვის სულ მცირე 476 ადამიანი დაიღუპა უსაფრთხოების ძალების მიერ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე თავდასხმების დროს.[59][60] Amnesty International-მა იტყობინება, რომ ირანის უსაფრთხოების ძალები ზოგიერთ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესვრიან მომიტინგეებს და ზოგ შემთხვევაში მათ ხელკეტებით ცემით ხოცავდნენ.[61]

  1. Woman, Life, Freedom! Why I Heard the Rallying Call for Mahsa Amini დაარქივებული ივნისი 6, 2023 საიტზე Wayback Machine, inspirelle, September 21, 2022
  2. „Fury in Iran as young woman dies following morality police arrest“. BBC News (ინგლისური). 2022-09-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-17. ციტირების თარიღი: 2022-12-11.
  3. Roth. (2022-09-24) Young Iranians are rising up against decades of repression -- arguably bolder than ever. ციტირების თარიღი: 2022-12-11
  4. Mahsa Amini’s brutal death may be moment of reckoning for Iran (2022-09-20). ციტირების თარიღი: 2022-12-11
  5. Three killed in protests over Iranian woman Mahsa Amini's death in custody. Canadian Broadcasting Corporation (2022-09-20). ციტირების თარიღი: 2022-09-22
  6. Arrest by hijab police leaves woman comatose (2022-09-15). ციტირების თარიღი: 2022-09-22
  7. Mehsa Amini’s death «due to injury to the skull»; A former IRGC commander informed about the forensic report დაარქივებული ივნისი 13, 2023 საიტზე Wayback Machine, BBC News, 29 September 2022
  8. Fazeli. (2022-09-16) Iranian woman 'beaten' by police for 'improper hijab' dies after coma: State media. Al Arabiya. ციტირების თარიღი: 2022-09-16
  9. IranWire Exclusive: Morality Patrol Beats a Woman into a Coma (2022-09-15). ციტირების თარიღი: 2022-09-18
  10. Iranian coroner denies Mahsa Amini died from blows to body. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 2022-10-13
  11. 11.0 11.1 Mahsa Amini's medical scans show skull fractures caused by 'severe trauma': Report. Al Arabiya (2022-09-19). ციტირების თარიღი: 2022-09-22
  12. Brase, Jörg (2022-09-20). „Irans Opposition hat vor allem eine Schwäche“. ZDF (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-24. ციტირების თარიღი: 2022-09-22.
  13. Jina Mahsa Amini devient – à titre posthume – citoyenne d’honneur de la ville de Paris. ციტირების თარიღი: 2023-10-24
  14. Jina Mahsa Amini and Iranian women protest movement win the 2023 Sakharov Prize | News | European Parliament. ციტირების თარიღი: 2023-10-24
  15. Iran: Mahsa Amini’s father accuses authorities of a cover-up. ციტირების თარიღი: 2023-10-24
  16. Exclusive: Family Confirm the Regime’s Claims About Mahsa Amini are Lies. ციტირების თარიღი: 2023-10-24
  17. 17.0 17.1 17.2 Rogg, Inga (2022-09-29). „Who was Mahsa Amini, the face of mass protests in Iran“. Neue Zürcher Zeitung (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-13. ციტირების თარიღი: 2022-10-02.
  18. „Iran protests: Mahsa Amini's family receiving death threats, cousin says“. BBC News (ინგლისური). 2022-10-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-02. ციტირების თარიღი: 2022-10-10.
  19. Çiçek, Meral (2022-10-04). „Jîna 'Mahsa' Amini Was Kurdish And That Matters“. Novara Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-04. ციტირების თარიღი: 2022-10-11.
  20. 20.0 20.1 Jerusalem, Inga Rogg. „Who was Mahsa Amini, the face of mass protests in Iran“. Neue Zürcher Zeitung (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-13. ციტირების თარიღი: 2022-10-08.
  21. Woman Who Died After Arrest By Iran's Morality Police Buried Amid Chants Of 'Death to the Dictator'. ციტირების თარიღი: 2022-10-10
  22. Mahsa Amini’s family files complaint in Iran over her arrest დაარქივებული დეკემბერი 8, 2022 საიტზე Wayback Machine, Alarabia, 29 September 2022
  23. 23.0 23.1 Mahsa Amini was 'insulted and tortured' before death: cousin (2022-09-26). ციტირების თარიღი: 2022-10-08
  24. Iran: Mahsa Amini was 'insulted and tortured' before her death, cousin tells UK media დაარქივებული ოქტომბერი 27, 2022 საიტზე Wayback Machine, The New Arab, 26 September 2022
  25. Hafezi, Parisa (2022-09-28). „Iranian woman whose death led to mass protests was shy and avoided politics“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-04. ციტირების თარიღი: 2022-10-10.
  26. Iranians are Furious after a Young Woman Dies While in Custody of the Hijab Police (2022-09-16). ციტირების თარიღი: 2022-10-08
  27. „(Video) Mahsa Amini is the latest victim of the misogynist mullahs' regime in Iran“. EIN Presswire. 2022-09-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-24. ციტირების თარიღი: 2022-09-22.
  28. Indignación en Irán por el coma de una joven tras ser detenida por la Policía. Swissinfo (2022-09-15). ციტირების თარიღი: 2022-09-18
  29. „Iran: Woman in coma after her arrest by Tehran's morality police“. alaraby.co.uk. The New Arab. 2022-09-15. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-15. ციტირების თარიღი: 2022-09-22.
  30. Iranian woman in coma after morality police arrest: activists. France 24 (2022-09-15). ციტირების თარიღი: 2022-09-18
  31. Hijab Victim Suffered Repeated Blows To Her Head – Hospital Source. ციტირების თარიღი: 2022-10-02
  32. Mahsa Amini was 'tortured and insulted' before death in police custody in Iran, her cousin says. Sky News (2022-09-25). ციტირების თარიღი: 2023-10-24
  33. Saaberi. (2022-09-15) Mahsa Amini: Arrested For Islamic Guidance, Ended Up Brain Dead!. ციტირების თარიღი: 2022-09-18
  34. Moshtaghian, Artemis (2022-10-13). „More than a thousand protesters have been arrested in Iran. Here are three of their stories“ (ინგლისური). CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-21. ციტირების თარიღი: 2022-10-20.
  35. KHRN. (2022-09-16) Iran: Kurdish woman dies after arrest and torture by morality police in Tehran. ციტირების თარიღი: 2022-09-18
  36. Fazeli. (2022-09-16) Iranian woman 'beaten' by police for 'improper hijab' dies after coma: State media. Al Arabiya. ციტირების თარიღი: 2022-09-16
  37. Rothwell, James (2022-09-16). „Iranian woman dies after beating by 'morality police' for not wearing headscarf“. The Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-17. ციტირების თარიღი: 2022-09-18.
  38. „Mahsa Amini: Women take headscarves off in protest at funeral“. BBC News. 2022-09-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-29. ციტირების თარიღი: 2022-10-21.
  39. „Landesweite Proteste nach Tod von Mahsa Amini“ (გერმანული). Deutsche Welle. 2022-09-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-19. ციტირების თარიღი: 2022-09-19. ციტატა: „Die Klinik, in der die 22-Jährige behandelt wurde, hatte nach ihrem Tod auf einem inzwischen gelöschten Post bei Instagram geschrieben, dass Amini bereits bei der Aufnahme hirntot gewesen sei.“
  40. „مهسا امینی بر اثر جراحات ناشی از ضرب و جرح ماموران گشت ارشاد درگذشت“ (სპარსული). Al Arabiya. 2022-09-16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-16. ციტირების თარიღი: 2022-09-24.
  41. Motamedi, Maziar. „Iran denies Mahsa Amini, woman who died in custody, was beaten“ (ინგლისური). Al Jazeera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-23. ციტირების თარიღი: 2022-10-21.
  42. „Mahsa Amini: Iran police say woman's death was 'unfortunate'. BBC News. 2022-09-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-17. ციტირების თარიღი: 2022-10-21.
  43. Father of Kurdish woman killed in Iran says daughter was beaten (2022-09-19). ციტირების თარიღი: 2022-09-25
  44. Iranian Medical Official Says Amini's Death Caused By Head Injury, Rejects Official Version. Radio Free Europe/Radio Liberty (2022-09-20). ციტირების თარიღი: 2022-09-24
  45. „Mahsa Amini's CT Scan Shows Skull Fractures Caused By Severe Blows“. Iran International. 2022-09-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-20. ციტირების თარიღი: 2022-09-20.
  46. „Exclusive: Khamenei Doctor Sought To Forge Mahsa Amini's Records“. 2022-09-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-02. ციტირების თარიღი: 2023-10-24.
  47. „Three people killed in Iran protests over death of Mahsa Amini“. The Guardian (ინგლისური). 2022-09-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-18. ციტირების თარიღი: 2022-09-29.
  48. Ex-IRGC Officer Releases More Evidence About Mahsa Amini’s Murder დაარქივებული სექტემბერი 1, 2023 საიტზე Wayback Machine, Iran International, 29 September 2022
  49. Former IRGC Commander: Forensics Report Says Mahsa Amini Died of Skull Injury დაარქივებული აპრილი 12, 2023 საიტზე Wayback Machine, Iran Wire, 29 September 2022
  50. The disclosure of the former commander of the IRGC: the reason of Mahsa Amini’s death was «injury to the skull». დაარქივებული აპრილი 16, 2023 საიტზე Wayback Machine, Alarabia, 29 September 2022
  51. „Are hijab protests 'the beginning of the end' for Iran's regime?“. The Guardian (ინგლისური). 2022-10-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-17. ციტირების თარიღი: 2022-10-21.
  52. „Mahsa Amini's Family Lawyers Sue Authorities as Pressures Mount“. iranwire.com (ინგლისური). 2022-10-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-29. ციტირების თარიღი: 2022-10-21.
  53. „Amini died of blows to the head, family lawyer says - La Prensa Latina Media“. 2022-10-02. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-11. ციტირების თარიღი: 2022-10-21.
  54. Iranian coroner disputes that Mahsa Amini died of blows to head and limbs, as protests continue. Canadian Broadcasting Corporation (2022-10-07). ციტირების თარიღი: 2023-10-24
  55. „Iranian Doctors Accuse Medical Officials Of Covering Up Cause Of Mahsa Amini's Death“. RadioFreeEurope/RadioLiberty (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-07-12. ციტირების თარიღი: 2022-10-21.
  56. „A barrier of fear has been broken in Iran. The regime may be at a point of no return“. CNN. 2022-10-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-06. ციტირების თარიღი: 2022-10-10.
  57. Fassihi, Farnaz (2022-09-24). „Iran Protests Surge to Dozens of Cities“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-02. ციტირების თარიღი: 2022-10-03.
  58. „Iranian women burn their hijabs as hundreds protest death of Mahsa Amini“ (ინგლისური). CNN. 2022-09-21. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-24. ციტირების თარიღი: 2022-10-10.
  59. At Least 100 Protesters Facing Execution, Death Penalty Charges or Sentences; At Least 476 Protesters Killed. ციტირების თარიღი: 2022-12-28
  60. „Women Students Tell Iran's President to 'Get Lost' as Unrest Rages“. VOA. 2022-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-10. ციტირების თარიღი: 2022-10-10. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  61. „Amnesty: Iran Ordered Forces to 'Severely Confront' Protests“. VOA (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-05-11. ციტირების თარიღი: 2022-10-10.