ტომოგრაფია
ტომოგრაფია (ძვ. ბერძნ. τόμος tomos – ფენა, γράφω graphō – აღწერა) — რენტგენოლოგიური მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გამოსაკვლევი ობიექტის ნებისმიერი ფენის სურათის (ტომოგრამა) მიღება. ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიის დროს რენტგენოგრამაზე წარმოდგენილია გამოსაკვლევი ორგანოს შემადგენელი ქსოვილების პროექციული ჯამური მრავალჩრდილიანი სურათი, რომლის შესწავლისას ყოველთვის არ ხდება გამოსაკვლევი უბნის ჭეშმარიტი ფორმის, სიდიდისა და მდებარეობის სიღრმის დადგენა. ტომოგრაფიის დროს კი ტომოგრამაზე შესაძლებელია ნებისმიერ სიღრმეზე მდებარე სიბრტყის გამოსახულების მიღება, აგრეთვე ისეთი წარმონაქმნის (მაგ., რაიმე ღრუ, სიმსივნე) გამოვლენა, რომელიც რენტგენოგრამაზე არ ჩანს. ტომოგრაფიის საშუალებით იკვლევენ ტრაქეას, ბრონქებს, სისხლძარღვებს, ფილტვებს, თირკმლებს, ნაღვლის ბუშტსა და მის სადინარებს, თირკმელზედა ჯირკვალს და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 16.