თირკმელზედა ჯირკვალი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

თირკმელზედა ჯირკვალი — თირკმლის ზედა ნაწილზე განლაგებული წყვილი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი. შედგება ორი ნაწილისგან:

ტვინოვანი შრე გამოიმუშავებს ჰორმონ ადრენალინს.

ქერქოვანი შრე გამოიმუშავებს კორტიკოსტეროიდებს (ჰორმონების ნაკრები), რომლებიც მონაწილეობენ ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებათა ცვლაში. კორტიკოსტეროიდებიდან აღსანიშნავია ჰორმონი ალდოსტერონი, რომელიც აძლიერებს Na+ აქტიურ გადატანას ნეფრონის მილაკებიდან ქსოვილურ სითხეში, პარალელურად კი ძლიერდება K+ -ის გადასვლა ქსოვილური სითხიდან ნეფრონის მილაკებში. კორტიკოსტეროიდებს მიეკუთვნება გლუკოკორტიკოსტეროიდებიც. ისინი მონაწილეობენ ორგანული ნივთიერებების (ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების) მეტაბოლიზმში. ქერქოვან შრეში გამომუშავდება ზოგიერთი სასქესო ჰორმონიც.[1]

  1. ლამარა ბურდილაძე, ნანა სიხარულიძე, ქეთევან მაღრაძე, დოდო ბარამიძე (2018). ბიოლოგია აბიტურიენტებისთვის.. „დიოგენე“..