მაჰმუდ შევქეთ ფაშა

მაჰმუდ შევქეთ ფაშა (თურქ. Mahmud Şevket Paşa; დ. 1856 – გ. 11 ივნისი, 1913) [1]ოსმალეთის გენერალი [2] და ჩეჩნური წარმოშობის სახელმწიფო მოღვაწე [3] [4] რომელიც იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა მეორე კონსტიტუციური ეპოქის დროს. 31 მარტის ინციდენტის დროს, ფაშამ ჩაშალა აბდულჰამის II- ის მცდელობა, აღედგინა აბსოლუტური ძალაუფლება ანტი-კონსტიტუციონალისტური აჯანყებით კონსტანტინოპოლში (თანამედროვე სტამბულში). კრიზისის შემდეგ შევქეთ ფაშა რამდენიმე წლის განმავლობაში ომის მინისტრი იყო და წამყვანი როლი ითამაშა ოსმალეთის სამხედრო ავიაციის პროგრამის ჩამოყალიბებაში. ბალკანეთის პირველი ომის დროს იგი გახდა დიდი ვეზირი, ამ თანამდებობაზე იყო, 1913 წლის 23 იანვრიდან მის მოკვლამდე.

მაჰმუდ შევქეთ ფაშა

დაიბადა1856
ბაღდადი, ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა11 ივნისი, 1913(1913-06-11)
კონსტანტინოპოლი
ეროვნებაჩეჩენი
საქმიანობა გენერალი

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

მაჰმუდ შევკეტი დაიბადა ბაღდადში 1856 წელს აღმოსავლეთ ჩეჩნეთიდან დევნილთა ჩეჩენთა საგვარეულოში, რომლებიც ეკუთვნოდნენ დიშნის ან ალაროის ტეპს; [5] მისი ბაბუა, ჰაჯი თალიბ აღა თბილისიდან ბაღდადში გადავიდა საცხოვრებლად. მისი მამა იყო ბასრას გუბერნატორი ქეთჰუდაზადე სულეიმან ფაიკ ბეი. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალად გაიზარდა, წყაროების უმეტესობა ამტკიცებს, რომ მას ჩეჩნური წარმომავლობა ჰქონდა. [3] [6] [7] ზოგიერთი წყარო ასევე ამტკიცებს, რომ მას ჰყავდა ერაყელი არაბი, [8] ქართველი, [9] ალბანელი ან ჩერქეზული წარმომავლობა. ოსმალურისა და არაბულის გარდა, ის საუბრობდა ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

დაწყებითი განათლება მიიღო ბაღდადში, შემდეგ კი კონსტანტინოპოლში (ახლანდელი სტამბოლი ) სამხედრო აკადემიაში დაიწყო სწავლა.[10] მაჰმუდ შევკეტი ჯარს 1882 წელს შეუერთდა, როგორც ლეიტენანტი, დროთა განმავლობაში აიმაღლა სამხედრო წოდებები. 1901 წლისთვის გახდა გენერალ-ლეიტენანტი. მან გარკვეული დრო გაატარა საფრანგეთში, რათა სამხედრო ტექნოლოგიები შეესწავლ. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა კოლმარ ფრეიჰერ ფონ დერ გოლცთან ერთად და გაემგზავრა გერმანიაში. 1905 წელს, მაკედონიის კონფლიქტის პერიოდში, მაჰმუდ შევკეტი დაინიშნა კოსოვოს ვილაეტის გუბერნატორად.

31 მარტის ინციდენტი

რედაქტირება

კავშირისა და პროგრესის კომიტეტმა (CUP) გაიმარჯვა 1908 წლის ახალგაზრდა თურქების რევოლუციაში, რამაც აიძულა სულთანი აბდულჰამიდ II აღედგინა 1876 წლის ოსმალეთის კონსტიტუცია და გამოეცხადა არჩევნები. მაჰმუდ შევქეთ ფაშა რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სელანიკის (სალონიკი ) დაფუძნებული მესამე არმიის მეთაურად. ერთი წლის შემდეგ მოხდა 31 მარტის ინციდენტი, როდესაც კონტრრევოლუციური რეაქციონერები აჯანყდნენ აბდულჰამიდის აბსოლუტისტური მმართველობის მხარდასაჭერად და კონსტიტუცია კიდევ ერთხელ გაუქმდა. კონსტანტინოპოლში არმია შევიდა 24 აპრილს და მთელი რიგი მოლაპარაკებების შემდეგ აბდულჰამიდ II გადააყენეს, მეჰმედ V რეშადი ავიდა ტახტზე, კონსტიტუცია აღადგინეს მესამედ და უკანასკნელად.

ომის მინისტრი

რედაქტირება

ამ ინციდენტის შემდეგ ის გახდა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მფლობელი ოსმალეთის პოლიტიკაში: შევქეთ ფაშა დანიშნეს კონსტანტინოპოლის სამხედრო-საომარ სარდლად, პირველი, მეორე და მესამე არმიების ინსპექტორად, სენატორად და ომის მინისტრად. ომის მინისტრად მისი მოღვაწეობა 1910 წლის ალბანეთის აჯანყების ჩახშობას მოჰყვა. მან ასევე გამოიყენა ჯარები ტრიპოლიტანიდან იემენში იაჰია მუჰამედ ჰამიდ ედ-დინის აჯანყების ჩასახშობად.

შევქეთ ფაშას ეკუთვნის 1911 წელს ოსმალეთის საჰაერო ძალების შექმნა. შევქეთ ფაშამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სამხედრო ავიაციის პროგრამას და შედეგად ოსმალეთის საჰაერო ძალები გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პიონერული საავიაციო ინსტიტუტი. [11]

მიუხედავად იმისა, რომ მან გადაარჩინა კავშირის და პროგრესის კომიტეტი 31 მარტის ინციდენტში, შევქეთ ფაშამ ასევე გადამწყვეტი როლი ითამაშ 1912 წლის გადატრიალებაში, რამაც გამოიწვია კავშირის და პროგრესის კომიტეტის მთავრობის დაცემა.

მკვლელობა

რედაქტირება
 
მაჰმუდ შევქეთ ფაშა ხშირად ითვლება ოსმალეთის საჰაერო ძალების დამფუძნებელ მამად. [12]

1913 წლის 11 ივნისს მაჰმუდ შევქეთ ფაშა მოკლეს თავის მანქანაში ბეიაზიტის მოედანზე, მოკვდა ნაზიმ ფაშას ნათესავის შურისძიების შედეგად, რომელიც 1913 წლის გადატრიალების დროს დაიღუპა. [1] ის დაკრძალეს თავისუფლების ძეგლში, რომელიც ეძღვნება სამოქმედო არმიის იმ ჯარისკაცებს, რომლებიც დაიღუპნენ 31 მარტის ინციდენტში. მანქანა, რომელშიც ის იმყოფებოდა, ფორმა, რომელიც ეცვა და მკვლელობის დროს გამოყენებული იარაღი გამოფენილია სტამბოლის სამხედრო მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Newspaper clippings about Mahmud Shevket Pasha in the 20th Century Press Archives of the ZBW
  1. 1.0 1.1 David Kenneth Fieldhouse: Western imperialism in the Middle East 1914-1958. Oxford University Press, 2006 p.17
  2. Generalissimusy mira XVI-XX vekov [Istoricheskiye portrety].  დაარქივებული 2021-10-29 საიტზე Wayback Machine.
  3. 3.0 3.1 Nâzım Tektaş, Sadrazamlar: Osmanlı'da ikinci adam saltanatı, Çatı Kitapları, 2002, p. .
  4. Osman's dream : the history of the ottoman empire.. 
  5. Чеченцы в военной элите Османской империи - Турции.
  6. Atatürk. Mango, Andrew. (1999). Atatürk. London: John Murray. p. 549. ISBN 0-7195-5612-0. OCLC 41547097.
  7. Чеченский генералиссимус Турции Махмуд Шевкет-Паша. ru. ციტირების თარიღი: 2020-06-16"Чеченский генералиссимус Турции Махмуд Шевкет-Паша". ИА Чеченинфо (in Russian). Retrieved 16 June 2020.
  8. Ali Bilgenoğlu, Osmanlı Devleti'nde Arap milliyetçi cemiyetler, Müdafaa-i Hukuk Yayınları, 2007, p. 87.]
  9. „The New York Times, May 17, 1909“ (PDF). The New York Times. 17 May 1909.
  10. Finkel, Caroline, Osman's Dream, (Basic Books, 2005), 57; Istanbul was only adopted as the city's official name in 1930...
  11. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
  12. Archived copy. ციტირების თარიღი: 5 September 2013