ბეიაზითის მოედანი

ბეიაზითის მოედანი (თურქ. Beyazıt Meydanı) — მოედანი სტამბოლის ისტორიულ ნაწილში. მოედანზე მდებარეობს სტამბოლის უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელი, ბაიაზითის მეჩეთი და დიდი ბაზრის ჭიშკარი.

სტამბოლის უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელი მოედანზე.

მოედანი მდებარეობს ძველი ბიზანტიური ხარების მოედნის ადგილზე, რომელიც ააგეს 393 წელს იმპერატორი თეოდოსიუს I დიდის მმართველობის დროს. თანამედროვე მოედანმა სახელწოდება მიიღო ბაიაზითის მეჩეთის მიხედვით, რომელიც ააშენეს სულთან ბაიაზიდ II-ის მართველობის დროს 1500-1506 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება