ტაიპი
ტაიპი (ასევე ცნობილი, როგორც ტაიპა; ვაინახ: taypa, ნიშნავს ოჯახს, კლანს, ტომს.[1]) — ჩეჩნური და ინგუშური ტომობრივი ორგანიზაცია ან/და კლანი, რომელიც თვითგამორკვეულია გეოგრაფიული ლოკაციისა და წინაპართა საერთო წარმოშობის შესაბამისად. არსებობს 130-დან 233-მდე ტაიპი (ზოგიერთი ვერსიით, 300-ზე მეტი). 20-ზე მეტი ტაიპი წარმოიქმნა ახალმოსულთა, განსაკუთრებით, ავარების, ყუმუხების, ებრაელების, ქართველების, რუსების, თურქებისა და უკრაინელებისგან. არა-ჩეჩნურ და არა-ინგუშურ წინაპართა ხაზებზე დაფუძნებულ ტაიპებს უწმინდური ტაიპები (söli taypa, соьли тайпа) ეწოდება. ტაიპისა და ტუკხუმის წევრობა ჩეჩნეთში სოციალურ პოზიციას განსაზღვრავს.
წესები და მახასიათელები
რედაქტირებატაიპებს სხვადასხვა წესი და თვისება/მახასიათებელი აქვთ:[2] მიწის საკუთრება კომუნალურ მფლობელობაში აქვთ. ტაიპის რომელიმე წევრის მკვლელობის ან შეურაცხყოფის გამო მთელი კლანი იძიებს შურს. დამახასიათებელი უპირობო ეგზოგამია.
ტუკხუმის უხუცესთა საბჭოში ტაიპიდან წარმომადგენელს ირჩევენ. ჰყავთ ერთი ხელმძღვანელი და ირჩევენ სამხედრო მეთაურს (bjachi, bjači, бячча)ომის დროს. სახკუთრების კვალიფიკაციის მიუხედავად ირჩევენ უხუცესთა ტაიპის საბჭოს. უხუცესთა საბჭოში ყველა წევრს თანაბარი უფლება აქვს. ტუკხუმში ქალთა წარმომადგენლები ნათესავი მამაკაცები არიან. ტაიპის წევრებისთვის ნებადართულია სხვა ხალხებიდან შვილების აყვანა.
ყოველ ტაიპს წინაპართაგან სახელი აქვს მიღებული, ასევე განსაზღვრული ტერიტორია და ტრადიციული მთა. ყოველ ტაიპს აქვს ტაიპის კოშკი ან სხვა შენობა ან ბუნებრივი ძეგლი, რომელსაც თავშესაფრად იყენებს, ე.ი. ციხე-სიმაგრე, გამოქვაბული და სხვ. წარსულში ყოველ ტაიპს თავისი ღვთაება ჰყავდა. ტაიპებს აქვთ სპეციფიკური ფესტივალები, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. ყოველ ტაიპს საკუთარი სასაფლაო აქვს.
ტაიპები
რედაქტირებაჩებარლოის ტუკხუმი მოიცავს ნიჟალოის, მაკაჟოის, რიგახოისა და ბუნის ტაიპებს. ტუკხუმი გამოირჩევა ნაციონალისტური და ტრიბალისტური მისწრაფებებით. მაკაჟოის ტაიპი ცნობილია ძალადობრივი მეთოდებით. ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში ტაიპის არაერთი მებრძოლი დაიღუპა. ჩებარლოის ტუკხუმთან დაახლოებულია შაროის ტუკხუმი.
შოტოის ტუკხუმი აერთიანებს ვარანდოისა და კელოის ტაიპებს. ვარანდოის ტაიპი მაღალმთიან რეგიონში ბინადრობს, კელოის ტაიპი კი ერთ-ერთი ენდემური ჩეჩნური ტაიპია. კელოის ტაიპის წარმომადგენლები ძირითადად ხალ-კელოის, ნოხჩ-კელოისა და იუხერჩ-კელოის ტერიტორიაზე სახლობდნენ.
მიალხის ტაიპის წევრები მჭიდროდ არიან შეკავშირებულები. სისხლის აღების დროს ისინი არა მკვლელს, არამედ სოციალური ჯგუფის მეთაურს კლავენ.
ნოხჩმახკახოის ტუკხუმი რამდენიმე ტაიპს აერთიანებს: ალაროის ტაიპის ცნობილი ცევრია ასლან მასხადოვი - ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მესამე პრეზიდენტი. ბენოის ტაიპი ერთ-ერთი უდიდესი ტაიპია, რომლის შემადგენლობაშიც 36 000-მდე წევრია და ხშირად სუბ-ტუკხუმად მოიხსენიებენ. ნოჟაი-იურტოვსკის რაიონში სახლობს ბილტოის ტაიპი, ხოლო ჩერმოი-იამის მთებში ჩერმოის ტაიპია. აღმოსავლურ ტაიპთა შორის ერთ-ერთი უდიდესია ტაიპი ცენტოროი. ენგანოის ტაიპი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მასშტაბითაა განსახლებული და მიიჩნევა, რომ ამ ტაიპიდანაა ბევრი იმამი. გორდალოის ტაიპი სეპარატისტულ მოძრაობას უწყობს ხელს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Teips on chechen.org (In Russian )
- Russia and Eurasia Review დაარქივებული 2013-05-16 საიტზე Wayback Machine. (pdf)
- Traditional social organisation of the Chechens (pdf)
- [1]- A complete list of all Chechen Teips.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Нохчийн-Оьрсийн словарь (Chechen-Russian Dictionary, A.G. Matsiyev, Moscow, 1961), also available online: Чеченско-Русский словарь: “схьаIенадала-такхадала” დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine. ; and Ингушско-Русский словарь (online Ingush-Russian dictionary) დაარქივებული 2012-11-15 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ Traditional Social Organisation of Chechen people დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine.