მაქს რაინჰარდტი

(გადამისამართდა გვერდიდან მაქს რაინჰარტი)

მაქს რაინჰარდტი (გერმ. Max Reinhardt; დ. 9 სექტემბერი 1873 — გ. 30 ოქტომბერი 1943) — ავსტრიელი თეატრისა და კინოს რეჟისორი, ინტენდანტი, თეატრის პროდიუსერი. თავისი რადიკალურად ინოვაციური და ავანგარდული სასცენო წარმოდგენებით, რაინჰარდტი ითვლება მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეჟისორად. მაგალითად, მის მიერ 1917 წელს დადგმული რაინჰარდ ზორგეს „მათხოვარი“ კლეისტის პრემიის ლაურეატი გახდა და პრაქტიკულად მარტომ სათავე დაუდო ექსპრესიონიზმს თეატრში, საბოლოოდ კი კინოფილმებშიც. 1920 წელს რაინჰარდტმა დააარსა ზალცბურგის ფესტივალი, სადაც ღია ცის ქვეშ, საკათედრო ტაძრის წინ, ალპების ფონზე დადგა შუა საუკუნეების მისტერიის — „ყოველი კაცის“ ჰუგო ფონ ჰოფმანსთალის ადაპტაცია. ეს ზალცბურგის ფესტივალზე დღემდე ყოველწლიურ ჩვეულებად რჩება.

მაქს რაინჰარდტი

რაინჰარდტი 1911 წელს
დაბადების სახელი მაქსმილიან გოლდმანი
დაბადების თარიღი 9 სექტემბერი, 1873
ბადენი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 30 ოქტომბერი, 1943 (70 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
დაკრძალულია უესტჩესტერის სასაფლაო
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის დროშა ავსტრია-უნგრეთი
ავსტრიის დროშა ავსტრია
საქმიანობა თეატრის რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი
აქტიური 1892—1943
მეუღლე(ები)

ელზე ჰაიმსი (იქ. 1910; გ. 1935), 2 შვილი

ჰელენ თიმიგი (იქ. 1935–43)
შვილ(ებ)ი გოტფრიდი და ვოლფგანგი

1935 წელს შეერთებულ შტატებში „Warner Brothers“ -ის მეშვეობით გადაიღო თავისი პირველი და ერთადერთი ფილმი —უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმრის“ ექსპრესიონისტული ადაპტაცია, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ მიკი რუნი, ოლივია დე ჰევილენდი და ჯეიმზ კეგნი. ფილმი ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის სამინისტრომ აკრძალა. ეს განპირობებული იყო არა მხოლოდ იოზეფ გებელსის შეხედულებით, რომ ექსპრესიონიზმი გადაგვარებული ხელოვნება იყო, არამედ უფრო მეტად რეჟისორ მაქს რეინჰარდტის, კლასიკური მუსიკის კომპოზიტორის ფელიქს მენდელსონისა და საუნდტრეკის არანჟირების ავტორის ერიხ ვოლფგანგ კორნგოლდის ებრაული წარმომავლობის გამო (ამ უკანასკნელის ნამუშევარი, როგორც გადაგვარებული მუსიკა, უკვე აკრძალული იყო გებელსის მიერ).[1]

  1. Max Reinhardt - music, theatre, circus (18 August 2013). ციტირების თარიღი: 14 October 2023