ოლივია დე ჰევილენდი

ოლივია მერი დე ჰევილენდი (/dəˈhævlənd/; დ. 1 ივლისი, 1916, ტოკიო, იაპონია — გ. 25 ივლისი, 2020, პარიზი, საფრანგეთი) — ორი ოსკარის მფლობელი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი, რომლის კარიერა გრძელდებოდა 1935–88 წლებში. ითამაშა 49 მხატვრულ ფილმში და იყო კლასიკური ჰოლივუდის ოქროს ხანის ერთ-ერთი წამყვანი კინოვარსკვლავი. ცნობილია თავისი ადრინდელი როლებით ფილმებში: „რობინ ჰუდის თავგადასავალი“ (1938) და „ქარწაღებულნი“ (1939) და ჯილდოთი აღნიშნული შედარებით გვიანდელი გამოსვლებით ფილმებში „ყველას თავისი“ (1946) „გველის სორო“ (1948) და „მემკვიდრე“ (1949).

ოლივია დე ჰევილენდი

ოლივია დე ჰევილენდი
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1916
ტოკიო, იაპონია
გარდაცვალების თარიღი 25 ივლისი, 2020 (104 წლის)
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1934–2009

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება