მარია სტადნიკი
მარია სტადნიკი (უკრ. Марія Василівна Стадник; დ. 3 ივნისი, 1988) — უკრაინელი (2007 წლამდე)[1] და აზერბაიჯანელი (2007 წლის) ქალი მოჭიდავე. არის ოლიმპიური თამაშების ოთხგზის პრიზიორი.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 3 დეკემბერი, 1988 (35 წლის) |
დაბ. ადგილი | ლვივი |
სიმაღლე | 1,57 |
ქვეყანა | უკრაინა და აზერბაიჯანი |
ჯილდოები | დიდების ორდენი, 1st degree "For Service to the Fatherland" order, 2nd degree "For Service to the Fatherland" order, მედალი „პროგრესი“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი და Q126728395? |
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასტადნიკი დაიბადა 1988 წლის 3 ივნისს ლვოვში, უკრაინის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში დაიბადა. დაქორწინებულია უკრაინელ მოჭიდავეზე ანდრეი სტადნიკზე. მისი რძალი, იანა რატიგანი, ასპარეზობს იმავე წონით კატეგორიაში, რომელშიც მარია.
კარიერა
რედაქტირება2006 წელს დოპინგის ტესტზე ჩავარდნის გამო დისკვალიფიცირებული იქნა 1 წლით.[1]
ასპარეზობს თავისუფალი სტილის ჭიდაობაში, – 48 კგ წონით კატეგორიაში. 2008 წელს მოიგო ტამპერეში გამართული ევროპის ჩემპიონატი. ამავე წელს მოიგო ბრინჯაოს მედალი პეკინში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[2]
სტადნიკა მოიგო 2009 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ვილნიუსში გაიმართა. ამავე წელს მოიგო ჰერნინგში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. 2019 წელს მოიგო ნურ-სულთანში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი და 2011 წელს დორტმუნდში გამართული ევროპის ჩემპიონატი. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ლონდონში ჩატარდა, მოიპოვა ვერცხლის მედალი.[3]
2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.[4]
2018 წელს 50 კგ წონით კატეგორიაში კლიპანის ღია პირველობაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.[5] 2021 წელს სტადნიკმა მოიგო ვარშავაში გამართული პოლონეთის ღია პირველობა.[6][7]
2017 წელს მოიგო ისლამის სოლიდარობის თამაშები. ფინალში დაამარცხა თურქი მოჭიდავე ევინ დემირჰანი.
სტადნიკი არის ევროპის 8-გზის ჩემპიონი. 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა ფრანგი ვანესა ბუბრიემი. 2009 წელს ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ამჯერად მან ფინალში რუმინელი ესტერა დობრე დაამარცხა. 2011 წელს, დორტმუნდში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში სტადნიკმა დაამარცხა უკრაინელი ხრისტინა დარანუცა. 2014 წელს ვანტააში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა უკრაინელი ნატალია პულკოვსკა. 2016 წელს, რიგაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა რუმინელი ალინა ვუკი. 2018 წლიდან შეიცვალა წონითი კატეგორიაში, 48 კგ წონითი კატეგორია ჩაანაცვლა 50 კგ წონითმა კატეგორიამ. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა ილონა სემკივი. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა რუმინელი ალინა ვუკი. 2021 წელს ვარშავაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა ბულგარელი მოჭიდავე მილენა სელიშკა.
არის ევროპული თამაშების ორგზის გამარჯვებული. 2015 წლის ევროპული თამაშების ფინალში დაამარცხა ბულგარელი ელიცა იანკოვა. 2019 წელს ევროპული თამაშების ფინალში დაამარცხა უკრაინელი მოჭიდავე ოქსანა ლივაჩი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Mariya Stadnik. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-03. ციტირების თარიღი: 2021-10-02.
- ↑ Mariya Stadnik at beijing2008.cn. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-08. ციტირების თარიღი: 2021-10-02.
- ↑ Mariya Stadnyk at london2012.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 2016-08-21
- ↑ Mariya Stadnik at rio2016.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-21. ციტირების თარიღი: 2016-08-21
- ↑ Results Book. ციტირების თარიღი: 20 December 2020
- ↑ Rowbottom, Mike (10 June 2021). „Stadnik unstoppable on day one of women's wrestling at Poland Open“. InsideTheGames.biz. ციტირების თარიღი: 4 July 2021.
- ↑ 2021 Poland Open Results Book. ციტირების თარიღი: 4 July 2021