მარია ამალია ნეაპოლელი

მარია ამალია ნეაპოლელი, ან სიცილიელი (იტალ. Maria Amalia di Napoli, ფრანგ. Marie-Amélie de Sicilies; დ. 26 აპრილი 1782, კაზირტი, ნეაპოლი — გ. 24 მარტი 1866, სარი, გაერთიანებული სამეფო) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის დედოფალი 1830-1848 წლებში როგორც ლუი ფილიპ I-ის მეუღლე. ტახტზე ასვლამდე ატარებდა ორლეანის ჰერცოგინიის ტიტულს. ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ კი ოჯახთან ერთად დევნილობაში წავიდა. მრავალწლიანი ქორწინებიდან მარია ამალიას ქმართან 10 შვილი შეეძინა, მათ შორის ბელგიის დედოფალი ლუიზ ორლეანელი.

მარია ამალია ნეაპოლელი
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 9 აგვისტო 1830
მმართ. დასასრული: 24 თებერვალი 1848
წინამორბედი: მარი ტერეზ ფრანგი
მემკვიდრე: ეუხენია დე მონტიხო
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 25 ნოემბერი, 1809
მმართ. დასასრული: 9 აგვისტო, 1830
წინამორბედი: მარი ადელაიდა დე ბურბონი
მემკვიდრე: ელენა მეკლენბურგ-შვერინელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 მარტი 1782
დაბ. ადგილი: კაზერტის სამეფო სასახლე, ნეაპოლის სამეფო
გარდ. თარიღი: 24 მარტი 1866, (83 წლის)
გარდ. ადგილი: სარის საგრაფო, გაერთიანებული სამეფო
მეუღლე: ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე
შვილები: ფერდინანდ ფილიპი, ორლეანის ჰერცოგი
ლუიზა მარია, ბელგიის დედოფალი
მარი, ვიურტემბერგის ჰერცოგინია
ლუი, ნემურის ჰერცოგი
კლემენტინა, საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი
ფრანსუა, იონვილის პრინცი
ანრი, ომალის ჰერცოგი
ანტუანი, მონპესიეს ჰერცოგი
სრული სახელი: მარია ამალია ტერეზა დი ბურბონი
დინასტია: ბურბონები
მამა: ფერდინანდო I, სიცილიის მეფე
დედა: მარია კაროლინა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ადრეული წლები

რედაქტირება

მარია ამალია დაიბადა 1782 წლის 26 აპრილს ნეაპოლ-სიცილიის სამეფოში, კაზირტის სამეფო სასახლეში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდო I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის მეშვიდე შვილი ცხრა შვილიდან.

როგორც ახალგაზრდა იტალიელი პრინცესა, მარია ამალია ძალიან განათლებული იყო. დედამისი, დედოფალი მარია კაროლინა, ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა შვილების ღრმად მორწმუნე კათოლიკეებად აღზრდას. ისევე როგორც ყველა ჰაბსბურგი, მარია კაროლინაც ფანატიკოსი კათოლიკე იყო. თავდაპირველად მარია ამალია დანიშნეს მისი დეიდის, საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტისა და ლუი XVI-ის ვაჟზე, საფრანგეთის დოფინ ლუი ჟოზეფზე, რომელიც მომავალში საფრანგეთის მეფე უნდა გამხდარიყო, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად 1789 წელს ლუი ჟოზეფი გარდაიცვალა.

აქედან მოყოლებული მარია ამალიას ცხოვრება ძალიან ქაოტური გახდა. 1789 წელს დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია, რომლის დროსაც 1793 წელს მარია ამალიას დეიდას, დედოფალ მარი ანტუანეტს, მის მეუღლეს და ასევე მულსაც თავები მოჰკვეთეს. ხელისუფლება ჯერ ეროვნული კონვენტის, შემდეგ ნაპოლეონ ბონაპარტეს ხელში გადავიდა. დის ასეთმა აღსასრულმა მარია კაროლინა მძიმე დეპრესიაში ჩააგდო, რაც მის შვილებზეც აისახა. მარია კაროლინა და მეფე ფერდინანდო მალევე შეუერთდნენ ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართულ პირველ კოალიციას. მიუხედავად იმისა, რომ 1796 წელს ნეაპოლსა და საფრანგეთს შორის მშვიდობა დამყარდა, მარია კაროლინა მაინც ვერ ისვენებდა, რის გამოც 1798 წელს მისი ზემოქმედებით ფერდინანდომ ფრანგებს კვლავ ომი გამოუცხადა. ნაპოლეონი მალევე ნეაპოლში შეიჭრა და დაამხო მათი მმართველობა. სამეფო ოჯახი იძულებული გახდა ნეაპოლის სამეფოდან გაქცეულიყვნენ. 1802 წელს სამეფო ოჯახმა ნეაპოლი დაიბრუნა და მარია ამალია ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. 1806 წელს ნაპოლეონი კვლავ შეიჭრა ნეაპოლში, რის გამოც სამეფო ოჯახი კვლავ გაიქცა, ამჯერად ისინი სიცილიის ქალაქ პალერმოში გადასახლდნენ, სადაც მათ ნაპოლეონის მოსისხლე მტერი, ბრიტანეთის მეფის ჯარები იცავდათ.

სწორედ ამგვარი დევნილობისას შეხვდა მარია ამალია თავის მომავალ მეუღლეს, ასევე დევნილ ლუი ფილიპ ორლეანელს. ლუი ფილიპის მამა, ორლეანის ჰერცოგი, რომელიც საფრანგეთის მეფის ბიძაშვილი იყო, გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს. რის გამოც მარია ამალიასა და ლუი ფილიპს ერთი ინტერესი ჰქონდათ, ნაპოლეონის დამხობა და ევროპაში კვლავ ძველი წესრიგის აღდგენა.

1809 წლის 25 ნოემბერს მარია ამალია ნეაპოლელი და ლუი ფილიპ ორლეანელი სიცილიის ქალაქ პალერმოში დაქორწინდნენ. ამ ქორწინებით ბევრი დარჩა უკმაყოფილო, მაგალითად მარია კაროლინა ავსტრიელი, რომელიც ახალი სიძისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი.

ორლეანის ჰერცოგინია

რედაქტირება
 
მარია ამალია თავის ვაჟთან, შარტრის ჰერცოგთან ერთად

ქორწინების პირველი წლის მანძილზე მარია ამალია და ლუი ფილიპი პალერმოში ცხოვრობდნენ, ბრიტანეთის მეფის დაცვის ქვეშ.

1814 წელს, მას შემდეგ რაც იმპერატორი ნაპოლეონი ტახტიდან ჩამოაგდეს, მარია ამალია თავის ქმართან ერთად საფრანგეთში გადაცხოვრდა, სადაც მიიღო ორლეანის ჰერცოგინიის წოდება. თუმცა ნაპოლეონის ხანმოკლე დაბრუნების გამო, მათ საფრანგეთის დროებით დატოვება მოუხდათ. ამის გამო მარია ამალია და მისი ქმარი ძლიერ ეკონომიკურ გასაჭირში ჩავარდნენ. ვინაიდან მათ ტიტული ნაპოლეონმა ჩამოართვათ, შემოსავალიც აღარ ჰქონდათ და მხოლოდ ბრიტანეთის მეფისაგან მიღებული დახმარებით ცხოვრობდნენ. 1817 წელს მარია ამალია და ლუი ფილიპი საფრანგეთში კვლავ დაბრუნდნენ და წოდებაც აღიდგინეს.

აქედან მოყოლებული დაიწყო მათი საოცრად მდიდრული, ბრწყინვალე და მონარქთათვის შესაბამისი ცხოვრება. საფრანგეთის მეფე ლუი XVIII-მ ლუი ფილიპს ყველა წოდება, მამული და სასახლე დაუბრუნა. საფრანგეთში მონარქია კვლავ აღდგა და დაიწყო არისტიკრატთა კვლავ გაპარპაშებაც. მარია ამალია ძალიან მდიდრულად, ეტიკეტის ყვალა ნორმის დაცვით ცხოვრობდა. 1825 წელს მარია ამალია თავის ძმას და რძალს შეხვდათ შატო დე კამბრეზში. 1830 წელს კი უმასპინთლა პიემონტ-სარდინიის მეფე-დედოფალს.

საფრანგეთის დედოფალი

რედაქტირება
 
დედოფალი მარია ამალია თავის ვაჟებთან ერთად

1830 წელს საფრანგეთში მოხდა ივლისის რევოლუცია, რომლის წყალობითაც საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I გახდა, ხოლო მარია ამალია ნეაპოლელი დედოფლად იქდა. მარია ამალიამ, როგორც სამართლიანმა და ღვთისმოშიშმა ქალმა დაგმო გვირგვინის ამგვარი გზით მიღება და ამ ფაქტს კატასტროფა უწოდა.

თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდად მოხდა, როგორც ამას მარია ამალია აღიქვამდა. 1830 წელს როდესაც ქვეყანა უკვე ისედაც რევოლუციის ზღვარზე იყო, ლუი ფილიპის დამ, პრინცესა ადელაიდა ორლეანელმა მთელი სამეფო კარი და არისტორკრატია, ზოგი მოსყიდვით, ზოგი დაშინებით და ზოგიც უბრალოდ უკეთესი მომავლის პირობით დაარწმუნა, რომ ლუი ფილიპი სწორედ საფრანგეთის შესაბამისი მეფე იყო. ხალხიც და მთელი არისტოკრატიაც უკვე გადაღლილი იყო შარლ X-ისა და ზოგადად ბურბონთა აბსოლუტიზმისკენ მიდრეკილებით, ადელაიდა კი ირწმუნებოდა, რომ ლუი ფილიპის მეფედ დასმის შემთხვევაში საფრანგეთში ტირანული აბსოლუტიზმი კი არა, არამედ კონსტიტუციური მონარქია იქნებოდა. ამის გააზრების შემდეგ მარია ამალია ცოტა მოლბა, თუმცაღა იგი მაინც არ ემხრობოდა მონარქის ტახტიდან ჩამოგდებას. რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, გავარდა ხმა, რომ მეფემ ამის შესახებ გაიგო (რაც ტყუილი იყო) და მთელი ორლეანების დინასტიის დაპატიმრებას აპირებდა. ამის შიშით მარია ამალიამ შვილები ნეაპოლში გაუშვა, თავად კი ადელაიდასთან ერთად სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრა, მდგომარეობის გართულებისას კი ესპანეთში აპირებდა გადასვლას. ლუი ფილიპი მაინც პარიზში დარჩა და რევოლუციის გეგმებს აწყობდა. პრინცესა ადელაიდა თამამად აცხადებდა, რომ მისი ძმა ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებდა, რომ ქვეყანა არეულობიდან გამოეყვანა. ხალხი ამ ამბავს ცუდი თვალით უყურებდა, თუმცა მიუხედავად ამისა საჭირო იყო პარლამენტის დათანხმებაც, რაზე ლუი ფილიპიც და მისი ცოლიც უარს ამბობდნენ. ამის გამო, ადელაიდა თავად ჩავიდა პარიზში და პარლამეტარები გადმოიბირა. ამის შემდეგ თავად პარლამენტარებმა მოუწოდეს ლუი ფილიპს პარიზში ჩასულიყო და გვირგვინი მიეღო. საბოლოოდ ლუი ფილიპის გამეფება, დიდწილად მისი დის, ადელაიდას წყალობით მოხერხდა.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, როდესაც ლუი ფილიპმა გვირგვინი მიიღო, მარია ამალიამ დაიყვირა: "რა კატასტროფაა, ისინი ჩემს ქმარს უზურპატორად აქცევენ !". მან უარი თქვა პარიზში ჩასვლაზე და არც შვილები არ გაუშვა. როდესაც როგორც იქნა მარია ამალია დაითანხმეს პარიზში ჩასვლასა და დედოფლად კურთხევაზე, იგი გზად ცხარე ცრემლით ტიროდა. ამის შემდეგ პრინცესა ადელაიდა მარია ამალიასთან ერთად ესტუმრნენ იმ ხალხს ვინც რევოლუციისას მათი მხარი დაიჭირა და დაეხმარა.

 
დედოფალი მარია ამალია 1839 წელს

შეიძლება ითქვას, რომ მარია ამალია გვირგვინის უპირატესობებს ვერ ხედავდა, იგი მასში მხოლოდ უდიდეს საფრთხეს აღიქვამდა, რომელსაც მისი და მისი ოჯახის განადგურება შეეძლო. თუმცა საბოლოოდ მაინ მიიჩნია, რომ გვირგვინი მას ღმერთმა უბოძა და თავისი მოვალეობები უნდა შეესრულებინა. მან ასეთი რამ განაცხადა: "რადგან ღვთის ნებით, ეს ძვირფასი ქვები ჩვენს თავზეა მოთავსებული, უნდა მივიღოთ ის და შევასრულოთ მოვალეობები, რომელთაც ისინი გვანიჭებენ". 1830 წლის 6 აგვისტოს მარია ამალია და ადელაიდა დაესწრნენ ლუი ფილიპ I-ის მეფედ კურთხევას. თავად მარია ამალიას დედოფლად კურთხევა არასდროს შემდგარა, რადგან ეს ამ დროს უკვე მოდიდან იყო გადასული, მას ავტომატურად მიენიჭა საფრანგეთის დედოფლის წოდება და სარგებლობდა ყველა იმ პრივილეგიით რაც კურთხეულ დედოფალს უნდა ჰქონდეს.

დედოფალი მარია ამალია პოლიტიკაში საერთოდ არ ერეოდა და მთელ თავის ძალისხმევას დებდა იმაში, რომ როგორმე ეს თავიდან აეცილებინა. 1832 წელს მარია კაროლინა ნეაპოლელის ქმარი, ბერის ჰერცოგი დააკავეს. მარია კაროლინა მარია ამალიას ღვიძლი და იყო და მისი ქმრის განთავისუფლება სთხოვა, თუმცა დედოფალმა ამისთვის არაფერი გააკეთა და თავიდან მოიშორა.

როგორც დედოფალი, მარია ამალია უპირველეს ყოვლისა ცნობილი გახდა თავისი პირადი ცხოვრების სტილითა და ქველმოქმედებით. ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესების გამო ლუი ფილიპი პომპეზურობისგან და ტირანიისაგან თავს შორს იჭერდა და ცოლს სთხოვდა ჰუმანური, ქველმოქმედი და გულისხმიერი ყოფილიყო მესამე წოდებისადმი, რადგან ამ გზით მაინც დაემსახურებინა სამეფო ოჯახს ხალხის სიყვარული. დედოფალმა ამისათვის სამეფო კარის რეორგანიზაციას მიმართა. ლუი XIV-ის დროს სამეფო ეტიკეტის მიხედვით, სამეფო კარზე ადამიანის ყოველი მოძრაობა და ნათქვამი სიტყვა ეტიკეტის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, მარია ამალიამ კი ეს ეტიკეტი ძალიან გაამარტივა, რითაც სამეფო კარზე მცხოვრებებმა ამოისუნთქეს. ამას გარდა შეიცვალა ბურბონთა დროს შექმნილი პომპეზური ფასადები და უფროს გაასადავა. სამეფო კარზე ყოველდღიური დიდი ბანკეტები, რაც ათასები ჯდებოდა აღარ იმართებოდა და სამეფო ოჯახი ვიწრო წრეში ვახშმობდა ხოლმე. ბანკეტები და ბალ-მასკარადები ამის შემდეგ მხოლოდ მაშინ იმართებოდა, თუ რაიმე დღესასწაული იყო ან უცხოუელი მონარქები იყვნენ სტუმრად. ამან გარკვეულწილად ხაზინაზე დადებითად იმოქმედა და დედოფალმაც ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა.

 
მარია ამალია 1841 წელს

დედოფლის ყოველდღიური რუტინული ცხოვრება შედგებოდა ოჯახური ვახშმებით, რელიგიური საქმიანობებითა და ქველმოქმედებით. მკაცრად აკონტროლებდა ქალიშვილებს და ყოველთვის თან დაჰყავდა ისინი მესაზე. მასობრივი მოსმენისა და პირადი შეხვედრების შემდეგ დედოფალი განმარტოვებით მუშაობდა, იგი პირადად ეცნობოდა და აგვარებდა ღარიბთა მძიმე პრობლემებს. გავრცელებული ინფორმაციით ყოველთვიური შემოსავლიდან, რომელიც 500 000 ფრანკს შეადგენდა, 400 000-ს ქველმოქმედებაში ხარჯავდა. მან აგრეთვე მიიღო და მოაგვარა პროვანსელი მონაზვნების თხოვნა, რომელთაც მონასტერი თავზე ენგრეოდათ. იგი საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარი სახსრებით ხსნიდა საჯარო სკოლებს და მათთან მიმავალ გზებსაც აგებდა.

იგი მიიჩნევდა, რომ როგორც დედოფალი და ადამიანი, ღირსეულად ასრულებდა თავის მოვალეობებს. იგი თვლიდა, რომ მას ღვთისგან ბოძებული ვალდებულებები ჰქონდა, რაც აუცილებლად უნდა შეესრულებინა. 1848 წლიდან საფრანგეთში არეულობები დაიწყო და ქვეყანა კვლავ ახალი რევოლუციის ზღვარზე მივიდა. ჯარისკაცები მეფეს განუდგნენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით აჯანყებები იყო, პარიზის ქუჩებში კი საშინელი ტერორი მძვინვარებდა. მარია ამალია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ როგორმე გვირგვინი შეენარჩუნებინა. საბოლოოდ ლუი ფილიპი იძულებული გახდა და ნაპოლეონის შვილიშვილის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა, ცხადია, რომ არა რევოლუცია იგი ტახტიდან არ გადადგებოდა, მაგრამ შეეშინდა, ვაი თუ ლუი XVI-ის ბედი მეწიოსო. როდესაც სამეფო ოჯახი სასახლეს ტოვებდა, გასვლისას მარია ამალიამ პირველ მინისტრს მიმართა: "აჰა მონსინიორ, თქვენ ასეთი კარგი მეფის ღირსნი არ იყავით !".

მარია ამალიასა და ლუი ფილიპს თან ახლდნენ თავიანთი შვილები და ამასთან ექვსი შვილიშვილიც. წყვილს საფრანგეთი აუცილებლად უნდა დაეტოვებინათ. მარია ამალია კვლავ დევნილობაში აღმოჩნდა. ოჯახი ბრიტანეთში გაემგზავრა და იქ დასახლდნენ, თუმცა მარია ამალია თავისი შვილიშვილების ტახტზე ასაყვანად ბრძოლას განაგრძობდა.

დევნილობა და გარდაცვალება

რედაქტირება

ინგლისში მარია ამალია და ლუი ფილიპი დედოფალმა ვიქტორიამ დიდი პატივით მიიღოთ. ისინი მან კლერმონის სასახლეში დააბინავა. საფრანგეთში მათ უკვე მთელი ქონება და შემოსავალი ჩამორთმეული ჰქონდათ, რის გამოც მთლიანად ვიქტორიას ხარჯზე ცხოვრობდნენ.

ლუი ფილიპი ტახტიდან ჩამოგდებიდან ორ წელიწადში გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარია ამალია კვლავ ინგლისში განაგრძობდა ცხოვრებას, სადაც იგი ყოველდღე ხვდებოდა დედოფალ ვიქტორიას. მარია ამალიამ სიცოცხლის უკანასკნელი წლები შვილებთან გაატარა. ყველა მისი შვილი მასთან იყო, გარდა მონტესპიერის ჰერცოგისა, რომელიც ცოლის სამშობლოში, ესპანეთში ცხოვრობდა. მარია ამალია გულმოდგინედ ცდილობდა თავისი ვაჟის საფრანგეთის ტახტზე დასმას მაგრამ სულ ამაოდ.

მარია ამალია 1866 წლის 24 მარტს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში მისი და მისი ქმრის ცხედრები საფრანგეთში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.

პორტრეტი სახელი დაიბადა გარდაიცვალა გარდ. ასაკი მეუღლე ტიტული
  ფერდინანდი 3 სექტემბერი 1810 13 ივლისი 1842 31 წლის ჰელენა მეკლენბურგ-შლეზვიგელი ორლეანის ჰერცოგი
  ლუიზ მარი 3 აპრილი 1812 11 ოქტომბერი 1850 38 წლის ლეოპოლდ I ბელგიელი ბელგიის დედოფალი
  მარი 12 აპრილი 1813 6 იანვარი 1839 25 წლის ალექსანდერ ვიუტემბერგელი ვიუტემბერგის ჰერცოგინია
  ლუი 25 ოქტომბერი 1814 26 ივნისი 1896 81 წლის ვიქტორია საქსენ-კობურგ-გოთა ნემურის ჰერცოგი
  ფრანსუაზი 26 მარტი 1816 20 მაისი 1820 2 წლის
  კლემენტინა 3 ივნისი 1817 16 თებერვალი 1907 89 წლის ავგუსტ საქსენ-კობურგ-გოთა საქსენ-კობურგ-გოთას

პრიცესა

  ფრანსუა 14 აგვისტო 1818 16 ივნისი 1900 81 წლის ფრანცისკა ბრაზილიელი იონვილის ჰერცოგი
  შარლი 1 იანვარი 1820 25 ივლსი 1828 8 წლის პენტიევრის ჰერცოგი
  ანრი 16 იანვარი 1822 7 მაისი 1897 75 წლის კაროლინა ავგუსტა სიცილიელი ომალის ჰერცოგი
  ანტუანი 31 ივლისი 1824 4 თებერვალი 1890 65 წლის ლუისა ფერნანდა ესპანელი მონტესპიერის ჰერცოგი

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Public Domain This article incorporates text from a publication now in the public domain: Chisholm, Hugh, ed. (1911). "Marie Amélie Thérèse". Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.
  • Howarth, T.E.B. Citizen-King, The Life of Louis-Philippe, King of the French. London: Eyre & Spottiswoode, 1961.
  • Margadant, Jo Burr. "Gender, Vice, and the Political Imagery in Postrevolutionary France: Reinterpreting the Failure of the July Monarchy 1830–1848." American Historical Review 104.5, (1995).
  • Paris, Isabelle comtesse de. La Reine Marie-Amelie, Grand-mere de l'Europe. Paris: Perrin, 1998.
  • Guerin, Mother Theodore (1937). Journals and Letters of Mother Theodore Guerin. Providence Press.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება