ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მამის მკვლელობა კლასიკური ფსიქოანალიზის ერთ-ერთ საკვანძო სიუჟეტს წარმოადგენს. ზიგმუნდ ფროიდი ყურადღებას ამახვილებდა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და, მისი აზრით, სამი მსოფლიო შედევრის _ სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", შექსპირის "ჰამლეტი" და დოსტოევსკის "ძმები კარამაზოვების" თემა შემთხვევით როდია მამის მკვლელობა. იგი დანაშაულის ერთ-ერთი უძველესი სახეა და დალექილია თაობათა ფსიქიკაში, მათ ცნობიერებასა და ქვეცნობიერში "ოიდიპოსის კომპლექსის" სახით.

ნაშრომში "დოსტოევსკი და მამისმკვლელობა" (1927) ფროიდმა გამოიკვლია ამ დანაშაულის მოტივები რომანზე "ძმები კარამაზოვები" დაყრდნობით. ფროიდის თანახმად, "ოიდიპოსის კომპლექსის" მატარებლები არიან არა მხოლოდ ძმები კარამაზოვები, არამედ თავად ავტორიც. დოსტოევსკის მამა, რომელიც საკუთარმა ყმა-გლეხებმა მოკლეს, ძალიან სასტიკი კაცი იყო და შვილში დიდ შიშს იწვევდა. მომავალმა მწერალმა გადაიტანა როგორც უმძიმესი დანაკარგის სიმწარე, ასევე ტირანი მამისგან გათავისუფლების ტკბილი გრძნობა და ამის გამო სინდისის ქენჯნა. ამ განცდების თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს მისი რომანი "ძმები კარამაზოვები".

ფროიდის მტკიცებით მამის მკვლელობაში დანაშაული მიუძღვის ყველა ძმას, რამეთუ ყოველ მათგანში ცხოვრობდა არქაული "ოიდიპოსის კომპლექსი", როგორც ოდესღაც მათმა წინაპრებმა ველურ ურდოებში აღმოაჩინეს საკუთარი კვალი დანაშაულში.

დიმიტრისათვის ძირითადი ბრალეულობა იყო მამასთან სექსუალური მეტოქეობის მოტივი, ივანესთვის კი _ იდეოლოგიური მოტივები; რეალურ მკვლელ სმერდიკოვს კი ფროიდი თვლიდა ყველაზე უბრალო ფიგურად, რომელიც მიმქრალი მოტივებით მოქმედებდა. ალიოშაც კი, მიუხედავად თავისი დადებითი თვისებებისა, იყო ჭანჭიკი იმ მექანიზმისა, რომელმაც აამოძრავა მამისმკვლელი მანქანა.

ფროიდის თეორიული პოზიციის რაციონალური აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ რომანის ოიდიპოსისეულ კოლიზიებში მკვლევარმა აღმოაჩინა მორალურ-ეთიკური და კრიმინალური მოტივაციის ახალი ფერები, მან ყურადღება მიაპყრო დანაშაულის აშკარა მოტივაციების გარდა კიდევ იმას, რომ არსებობს უფრო ღრმა გაუცნობიერებელი და იმორალურად ორიენტირებული მოტივები და ქმედებები.

მამის მკვლელობა რელიგიებსა და კულტურებში

რედაქტირება

მამის მკვლელობა გავრცელებული არქეტიპია სხვადასხვა რელიგიებსა და კულტურებში, განსაკუთრებით ეს ბერძნული კულტურისათვისაა დამახასიათებელი.

  • ბერძნული ეპოსში კრონოსი მოკლულ იქნა თავისი შვილის ზევსის და ცოლის, რეას მიერ.
  • თავის მხრივ, კრონოსმაც მოკლა საკუთარი მამა ურანოსი და თვითონ გახდა უზენაესი ღმერთი.
  • ბაბილონურ ეპოსში აბზუ მოკლულ იქნა საკუთარი შვილის, ეას მიერ ბრძოლაში, რომელიც ღმერთებს შორის უზენაესის ტიტულისთვის მიმდინარეობდა.
  • ოიდიპოსის ბედისწერა იყო, რომ მას უნდა მოეკლა მამამისი, მეფე ლაიოსი და ცოლად შეერთო საკუთარი დედა, დედოფალი იოკასტე. ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან აცილების მიზნით, როდესაც ლაიოსს ვაჟი შეეძინა, ფეხები შეუკრა (ოიდიპუს ნიშნავს ფეხებშეკრულს) და მონას გადასცა გადასაგდებად, მაგრამ მონას შეეცოდა ჩვილი და აღსაზრდელად მისცა მწყემსებს კორინთოში. როდესაც იგი გაიზარდა, შემთხვევით შეხვდა მამას მოგზაურობის დროს და მოკლა იგი, ხოლო შემდეგ დედა ცოლად შეირთო და უნებურად აღასრულა წინასწარმეტყველება.
  • პელიასი მოკლულ იქნა საკუთარი ქალიშვილების მიერ, რომლებიც მედეამ მოატყუა, რომ მათი მამა ახალგაზრდა და გაჯანსაღებული აღდგებოდა მკვდრეთით.
  • ჩინური რწმენის მიხედვით, ადამიანი, რომელიც საკუთარ მშობელს მოკლავს, მოკლულ იქნება მეხის დაცემით, როგორც სასჯელი ღვთაება ერლანგ შენისა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • ს. თეზელიშვილი, "ფსიქოლოგიური ენციკლოპედია", თბ., 2007 წ.