ოიდიპოსის კომპლექსი

„ოიდიპოსის კომპლექსი“ (გერმ. Ödipuskomplex) — ტერმინი, რომელიც ფსიქოანალიზში ზიგმუნდ ფროიდმა დაამკვიდრა. აღნიშნავს გაუთვიცნობიერებელ სექსუალურ ლტოლვას საპირისპირო სქესის მშობლისადმი და ამბივალენტურ გრძნობებს იმავე სქესის მშობლისადმი. საერთო ჯამში „ოიდოპოსის კომპლექსი“ არის ბისექსუალური მდგომარეობა, ბავშვის გაუთვითცნობიერებული ეროტიკული ლტოლვა მშობლისადმი.

„ოიდიპოსის კომპლექსის“ ჩამოყალიბება საფუძვლად ედება ძვ. წ. V საუკუნის ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთ გმირ ოიდიპოსს, რომელმაც მოკლა საკუთარი მამა, ლაიოსი, და ცოლად შეირთო თავისი დედა, იოკასტე (ისე, რომ თავადაც არ იცოდა ამის შესახებ). ეს მითი ძვ. წ. 429 წელს დაწერა სოფოკლემ.

XIX საუკუნეში პარიზისა და ვენის სცენაზე დაიდგა სოფოკლეს მითის თანამედროვე წარმოდგენა და უდიდესი წარმატება მოიპოვა 1880-1890-იან წლებში. ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი, ზიგმუნდ ფროიდი (1856–1939) დაესწრო ზემოთხსენებულ წარმოდგენას. თავის წიგნში „სიზმრების ახსნა“, რომელიც გამოქვეყნდა 1899 წელს, მან წამოაყენა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ოიდიპოსის სურვილი, უნივერსალური, თანდაყოლილი ფსიქოლოგიური ფენომენია და გამოწვეულია ქვეცნობიერი დანაშაულის შეგრძნების გამო. ზიგმუნდმა ეს ანალიზი დააფუძნა იმ შთაბეჭდილების საფუძველზე, რომელიც მან წარმოდგენის ნახვისას მიიღო. ასევე ნორმალური და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვებზე დაკვირვების შედეგად. გარდა ამისა, ფროიდი ეყრდნობოდა იმ ფაქტსაც, რომ ოიდიპოსის წარმოდგენა ეფექტიანი იყო, როგორც თანამედროვე, ასევე ძველი დროის მაყურებელთათვის. ის აგრეთვე ამტკიცებდა, რომ „ჰამლეტის“ წარმოდგენა იგივე მიზეზის გამო ახდენდა დიდ შთაბეჭდიებას აუდიტორიაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება