აბზუ, აბსუ, აფსუ, აპსუ — მიწისქვეშა წყლების ოკეანე, რომელიც დედამიწას გარს არტყამდა, შუმერ-აქადურ მითოლოგიაში. აბზუს მბრძანებლად ითვლებოდა სიბრძნის ღმერთი ენქი. ამავე დროს, აბზუ ითვლებოდა მსოფლიოში ერთადერთ ადგილად, სადაც ღმერთები ვერ იხედებოდნენ და სადაც ცხოვრობდნენ მსოფლიოს ბატონი ძალები — მე. შუმერულ მითში ენქიმ უბრძანა ნიმახს, დედა-ქალღმერთს, თიხისგან ადამიანის გაკეთება. ბაბილონურ მითებში აბზუ არის პირველადი სტიქია, სიცოცხლის პირველმიზეზი, ითვლება ტიამატის ქმრად. ტიამატმა და აბზუმ თავისი წყლები გააერთიანეს და შექმნეს წყლის დემონები, ანშარას და ქიშარის მშობლები. ამის შემდეგ ენქიმ მოკლა აბზუ, ხოლო მკვლელობის ადგილას ააგო სასახლე, სადაც მარდუქი ჩასახა.

„აბზუ“ ლურსმნულ დამწერლობაში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jeremy Black and Anthony Green, 1992. Gods, Demons, and Symbols of Ancient Mesopotamia: an illustrated dictionary, s.v. "abzu, apsû". ISBN 0-292-70794-0
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აბზუ&oldid=4726009“-დან