ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაგადანი (რუს. Магадан) — საპორტო ქალაქი რუსეთში. მაგადანის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2022 წლის მონაცემებით ქალაქში მაგადანის ოლქის მოსახლეობის 66% ცხოვრობს.

ქალაქი
მაგადანი
რუს. Магадан
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი მაგადანის ოლქი
საქალაქო ოკრუგი ქალაქი მაგადანი
კოორდინატები 59°34′00″ ჩ. გ. 150°48′00″ ა. გ. / 59.56667° ჩ. გ. 150.80000° ა. გ. / 59.56667; 150.80000
მერი იური გრიშანი[1]
დაარსდა 1929
ამჟამინდელი სტატუსი 1939
ფართობი 295[2] კმ²
ცენტრის სიმაღლე 70 მეტრი
ოფიციალური ენა რუსული ენა
მოსახლეობა 90 757 კაცი (2021)
სიმჭიდროვე 307,65 კაცი/კმ²
ეთნოქორონიმი მაგადანელი
სასაათო სარტყელი UTC+11
სატელეფონო კოდი +7 4132
საფოსტო ინდექსი 685000
ოფიციალური საიტი magadangorod.ru
მაგადანი — რუსეთი
მაგადანი

გეოგრაფია

რედაქტირება
 
მაგადანი რუკაზე

მდებარეობს აღმოსავლეთ რუსეთში, ნაგაევისა და გერტნერის უბეებს შორის, ოხოტის ზღვის სანაპირო ზოლზე. მანძილი მაგადანსა და მოსკოვს შორის შეადგენს 10 210 კმ-ს.

XX საუკუნეში რუსეთის მთავრობის ინტერესი ჩუკოტკისა და ოხოტის ზღვის სანაპირო ზოლის მიმართ გაიზარდა. მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ექსპედიცია ჩატარდა, მაგრამ ოქროს აღმოჩენა ვერ მოხერხდა. 1915 წელს კოლიმაში ოქრო აღმოაჩინეს. 1928 წელს იური ბილიბინის ექსპედიციამ კოლიმის დეტალურ კვლევას ჩაუყარა საფუძველი. მხარის ეკონომიკაზე დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ ნაგაევის უბე პორტის აშენებისთვის შესაბამის ადგილად იქნა არჩეული.

1928 წლის 13 ოქტომბერს ოლას რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებული იქნა ნაგაევის კულტბაზის აშენების განკარგულება, ხოლო 1929 წლის 22 ივნისს დაიწყო სახლების, სკოლის, ვეტერინარული პუნქტის და საავამდყოფოს შენება.

იმავე წელს დაარსდა დასახლება მაგადანი. 1930–1934 წლებში ის ოხოტა-ევენის ეროვნული ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი იყო.

1931 წლის 11 ნოემბერს გამოცემული იქნა რეზოლუცია, რომელიც მოიცავდა მაგადანის მახლობლად ოქროს მოპოვებისთვის სპეციალური ტრესტის აგებას. 13 ნოემბერს შეიქმნა ზემო კოლიმის რაიონში საგზაო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო ტრესტი, იგივე „დალსტროი“. მაგადანში მუდმივი მოსახლეობის არარსებობის გამო, „დალსტროის“ სამშენებლო პროცესების განაპირობების მიზნით განკარგულება № 287/с-ს გამოცემის შემდეგ შეიქმნა ჩრდილო-აღმოსავლეთის გამოსასწორებელი სამუშაო ბანაკი (სევვოსტლაგი). ამავდროულად დაიწყო საავტომობილო გზა „კოლიმის” მშენებლობა.

30-იანი წლების დასასრულისთვის კოლიმის მხარეში უამრავი გულაგი განთავსდა. ათასობით ტყვეები დახვრიტეს 1937-38 წლებში. ასევე რეპრესეიებს ემსხვერპლა „დალსტროის“ პირველი დირექტორი, ჟურნალისტები, ქარხნების ზედამხედველები და სხვები. მწერალმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა კოლიმას „სიცივისა და სისასტიკის პოლუსი“ უწოდა.

1939 წლის 14 ივლისს მუშათა დაბა მაგადანს ქალაქის სტატუსი მიეცა.[3]

სტალინის სიკვდილის შემდეგ, გულაგის ტყვეები სსრკ-ს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სპეციალისტებით ჩანაცვლდა.

1953 წლის 3 დეკემბერს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა „მაგადანის ოლქის ჩამოყალიბების“ განკარგულება გამოსცა.[4] ქალაქი მაგადანი მისი ადმინისტრაციული, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრი გახდა.

მაგადანში კლიმატი სუბარქტიკულია. ზამთარი გრძელი და ცივია, ხოლო ზაფხული მოკლე და გრილი. საშუალო ტემპერატურა 0 °C-ზე ზევით მაისში ადის, ხოლო ქვევით ოქტომბერში ჩადის. წელიწადის ყველაზე თბილი თვე აგვისტოა, ხოლო ყველაზე ცივი – იანვარი.

წლიური ამინდი — მაგადანი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °F 6 10 18 29 41 52 59 59 51 35 19 9 32
საშუალო დღიური °F 2 4 11 24 35 46 53 54 46 30 14 5 27
საშუალო დაბალი °F -1 -0 6 19 31 41 49 49 41 26 10 1 23
ნალექი დუიმი 0.6 0.5 0.7 1.3 1.5 1.9 2.5 3.7 3 3.1 2.4 1 22,1
საშუალო მაღალი °C -14.2 -12.5 -8 -1.6 4.9 11.3 14.8 15 10.4 1.7 -7.3 -12.8 0,1
საშუალო დღიური °C -16.4 -15.4 -11.4 -4.6 1.8 7.8 11.8 12 7.5 -0.9 -9.8 -14.9 −2,7
საშუალო დაბალი °C -18.5 -17.8 -14.4 -7.5 -0.5 5.2 9.6 9.7 5.1 -3.1 -12 -17 −5,1
ნალექი მმ 14 13 17 33 37 47 64 93 77 80 60 26 561
წყარო: ამინდი და კლიმატი [1] 16 ოქტომბერი 2022

მოსახლეობა

რედაქტირება
წელი რაოდენობა
1939 27 313
1962 68 000
1972 98 000
1983 134 000
1990 154 000
1996 124 100
2000 120 931
2010 95 282
2021 90 757

2021 წლის მონაცემების მიხედვით, მაგადანი რუსეთის 1117 ქალაქიდან მოსახლეობის რაოდენობით 185-ე ადგილზეა.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
მაგადანის ნავსადგური

1933 წელს ქალაქში აშენდა 682 კვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობა.

სითბურ ენერგიას მაგადანის თბო ელექტროსადგური აწარმოებს.

მრეწველობა

რედაქტირება

ქალაქში აწარმოებენ სამთო აღჭურვილობას, მდებარეობს თევზის გადამუშავების ფირმები, მანქანათმშენებელი კომპანია და სხვა სამრეწველო კომპანიები.

სარემონტო-მექანიკური ქარხანა ახდენს მძიმე სამთო აღრუჭვილობის რუსეთში, დსთ-სა და აფრიკის ქვეყნებში მიწოდებას.

ტრანსპორტი

რედაქტირება

ავტოტრანსპორტი

რედაქტირება

მაგადანიდან სხვადასხვა დაბების გავლით გადის ფედერალური საავტომობილო გზა R504 რომელიც ქალაქს იაკუტიასთან აკავშირებს.

ნავსადგური

რედაქტირება

ქალაქში აღმოსავლეთ რუსეთის სიდიდით მე-2 პორტი (პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის შემდეგ)[5] მდებარეობს.

ავიატრანსპორტი

რედაქტირება

ქალაქის მახლობლად მდებარე სოკოლის საერთაშორისო აეროპორტი ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთის უდიდესი აეროპორტია. მეორე აეროპორტმა მაგადან-13-მა 1990-2000 წლებში თავისი მნიშვნელობა დაკარგა და დღესდღეობით მხოლოდ პატარა თვითმფრინავების მიღებისთვის გამოიყენება.

მეცნიერება და განათლება

რედაქტირება

მაგადანში მდებარეობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის განყოფილების ჩრდილო-აღმოსავლეთის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აერთიანებს შემდეგ აკადემიურ ინსტიტუტებს: ჩრდილო-აღმოსავლეთის სამეცნიერო ინსტიტუტი, ჩრდილოეთის ბიოლოგიური პრობელემების ინსტიტუტი და სამეცნიერო ცენტრი „არქტიკა“. გარდა ამისა, მაგადანში მდებარეობს ოკეანოგრაფიისა და მეთევზეობის სამეცნიერო ინსტიტუტი.

ქალაქში მდებარეობს 11 ბიბლიოთეკა და რამდენიმე მუზეუმი.

კინოთეატრები

რედაქტირება

მაგადანში მუშაობს 3 კინოთეატრი — „გორნიაკი“, „ნაგაევსკიი“ და „რადუგა-კინო“.

თეატრები

რედაქტირება

მაგადანში მუშაობს 2 თეატრი — მაგადანის კულტურის სასახლე და თოჯინების სახელმწიფო თეატრი.

სახვითი ხელოვნება

რედაქტირება

1956 წლის აპრილში ქალაქში სახვითი ხელოვნების სახელოსნო გაიხსნა. 1962 წელს შეიქმნდა მხატვრებთა კავშირის განყოფილება მაგადანში[6], რომელიც ყოველწლიურად მართავს მაგადანის ოლქის მხატვრების ნამუშევრებთა გამოფენას.

მაგადანის საოლქო ფილარმონია ახდენს კონცერტებისა და მუსიკალური კოლექტივების საქმიანობის ორგანიზაციას[7].

მაგადანში ყოველწლიურად ტარდება საშემსრულებლო ხელოვნების კონკურსი, რომლის მიზანია საესტრადო მუსიკის შემსრულებლების ნიჭის დაფასება.

მაგადანში მდებარეობს წმინდა სამების ტაძარი, რომელიც ასევე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს მიძღვნილი ძეგლია.[8] მისი მშენებლობა 2001 წელს დაიწყო. მშენებლობის ინიციატორი ფეოფან ეპისკოპოსი იყო, (რომელმაც მაგადანი კრასნოდარში გადაყვანის შემდეგ დატოვა). წმინდა სამების ტაძარი უდიდესი მართლმადიდებელი ტაძარია შორი აღმოსავლეთის რეგიონში. ის ასევე რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ტაძარია — მისი ფართობი 9000 მ²-ს აღემატება, ხოლო სიმაღლე 71.2 მეტრს აღწევს.[9]

ქალაქში ასევე მუშაობს ადვენტისთებთა ეკლესია.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება
  1. Мэр города Магадана » Мэрия города Магадана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-18. ციტირების თარიღი: 2022-01-17.
  2. Сайт администрации города Магадана. Обновление материалов генерального плана 1994 г. Пояснительная записка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-13. ციტირების თარიღი: 2012-02-05.
  3. Указ Президиума Верховного Совета РСФСР от 14 июля 1939 г.. ციტირების თარიღი: 2022-07-12
  4. s:Закон СССР от 26.04.1954 Об утверждении Указов Президиума Верховного Совета СССР
  5. Грузооборот морских портов России за 2012 г.. // morport.com. ციტირების თარიღი: 2014-07-21.
  6. Художники Колымы. Магаданский союз художников. ციტირების თარიღი: 2015-03-11
  7. Магаданская областная филармония. ციტირების თარიღი: 2015-03-25
  8. Новости — Дальний восток. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-19. ციტირების თარიღი: 2011-09-28.
  9. Магаданская и Синегорская епархия — Кафедральный собор Святой Живоначальной Троицы. www.magadan-eparchy.ru. ციტირების თარიღი: 2016-07-08.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მაგადანი“-დან