პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი

პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი (რუს. Петропавловск-Камчатский) — ქალაქი რუსეთში, კამჩატკის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. 2018 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 181 216 ადამიანს. განლაგებულია კამჩატკის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, წყნარი ოკეანის ავაჩის უბის ჩრდილო ნაპირზე. საზღვაო პორტია. ავტოგზით დაკავშირებულია უსტ-კამჩატსკთან და ოზერნოვსკისთან. ქალაქიდან 29 კმ-შია ელიზოვოს საერთაშორისო აეროპორტი. პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი რუსეთის საზღვაო-საჰაერო ფლოტის წყნაროკეანური ფლოტის ბაზაა. ქალაქია 1812 წლიდან.

დასახლებული პუნქტი
პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი
რუს. Петропавловск-Камчатский
D0807I14-HarbourTour.jpg
დროშა გერბი
Flag of Petropavlovsk-Kamchatsky.svg[2] Coat of Arms of Petropavlovsk-Kamchatsky.svg[1]

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 53°01′00″ ჩ. გ. 158°39′00″ ა. გ. / 53.01667° ჩ. გ. 158.65000° ა. გ. / 53.01667; 158.65000
დაარსდა 1740
ფართობი 362.14 კმ²
ცენტრის სიმაღლე 150 მეტრი
მოსახლეობა 181 216 (1 იანვარი, 2018)[3] [4]
სასაათო სარტყელი UTC+12:00
სატელეფონო კოდი 415 და 4152
საფოსტო ინდექსი 683000–683099
ოფიციალური საიტი http://www.pkgo.ru
პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი — რუსეთი
პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება