ლუხუნისწვერი
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ლუხუნისწვერი — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის, ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარეების რიონის, ლუხუნისა და ხიდურის (ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფი. სიმაღლე ზღვის დონიდან 3185 მ. აგებულია იურული ნალექებით — თიხიანი და კირიანი ფიქლებით. კალთებზე ალპური მდელოებია. ლუხუნისწვერზე გზა ადის მდინარე ლუხუნის ხეობიდან.
ლუხუნისწვერი | |
---|---|
კოორდინატები: 42°49′49″ ჩ. გ. 43°18′29″ ა. გ. / 42.83028° ჩ. გ. 43.30806° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი ონის მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3185 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხიანი და კირიანი ფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 319.