ლურჯ-მწვანე სტროფარია

ლურჯ-მწვანე სტროფარია (ლათ. Stropharia aeruginosa) — სოკოს სახეობა სტროფარიასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

ლურჯ-მწვანე სტროფარია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  სტროფარიასებრნი
გვარი:  სტროფარია
სახეობა:  ლურჯ-მწვანე სტროფარია
ლათინური სახელი
Stropharia aeruginosa (Curtis) Quél., 1872

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, მეორე წყარო კი — არასაჭმელ სოკოდ. იზრდება წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბალახიან ადგილებში, ნეშომპალიანი ნიადაგზე, ზოგჯერ დამპალ ჯირკებზე.

სოკო პირველად აღწერა ინგლისელმა ბოტანიკოსმა უილიამ კერტისმა 1782 წელს.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ფრანგმა მიკოლოგმა ლუსიენ კელემ 1872 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus aeruginosus Curtis (1786)
  • Pratella aeruginosa (Curtis) Gray (1821)
  • Psalliota aeruginosa (Curtis) P.Kumm. (1821)
  • Geophila aeruginosa (Curtis) Quel. (1886)
  • Stropharia alpina (M. Lange) M. Lange (1980)
  • Psilocybe aeruginosa (Curtis) Noordel. (1995

ქუდის დიამეტრი — 3-8 სმ, კონუსისებური, მომწვანო-ლურჯი ფერის, ზედაპირი ლორწოვან-წებოვანია. დროთა განმავლობაში ხუნდება. ზოგჯერ ნორჩობაში კიდეებთან ახასიათებს ფიფქოვანი მოთეთრო ქერცლები, რომელიც კერძო საბურველის ნარჩენებს წარმოადგენს.

რბილობი — თეთრი ან მონაცრისფრო-თეთრი, სასიამოვნო სოკოს სუნითა და სუსტი მოცხარო გემოთი. თითქმის არასდროს ჭიანდება.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ფეხზე შეზრდილი, ნორჩობაში მოლურჯო, სიმწიფეში იასამნისფერ-მურა.

ფეხის სიგრძე — 4-10 სმ, ცილინდრული, მთლიანი, მოლურჯო ფერის, ზედაპირი დაფარულია ლორწოთი. ახასიათებს საყელო. საყელოს ზემოთ სადაა, ქვემოთ — თეთრფიფქოვანი.

სპორების მტვერი — მურა-იასამნისფერი, სპორები — ოვალურ-ელიფსისებრი, 7-9 х 4-5,5 მკმ,[3]

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

საპროტროფია. იზრდება ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, პარკებში, ბაღებში, ზოგჯერ გზების გასწვრივ, ბალახიან ადგილებში, ნეშომპალიან ნიადაგზე, ზოგჯერ დამპალ ჯირკებზე.

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკას, აგრეთვე კანარის კუნძულებს.

სეზონი: — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[4]?

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, მეორე წყარო კი — საჭმელად უვარგისად. აშშ-ში შხამიანად ითვლება.[5][6][7] მოხმარებამდე რეკომენდებულია ქუდიდან ლორწოვანი გარსის მოცილება.[3] გამოიყენება ახალი, მხოლოდ ქუდი, შემწვარი, მოხარშული, ასევე ძმარში დაკონსერვებული.

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ სოკოს გააჩნია სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. William Curtis: „Flora londinensis”, vol. 2, Editura B. White & Son, Londra 1782, p. 309
  2. Lucien Quélet: „Les champignons du Jura et des Vosges”, în: „Mémoires de la Société d’Émulation de Montbéliard”, Editura Imprimerie et Lithographie de Henri Barbier, Montbéliard 1872, vol. I, seria 2, nr. 5, p. 141
  3. 3.0 3.1 E. Gerhardt, Grzyby – wielki ilustrowany przewodnik, Warszawa: Klub dla Ciebie – Bauer-Weltbild Media, 2006, ISBN 83-7404-513-2.
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 171, ISBN 99940-856-1-1.
  5. Строфария сине-зелёная, Stropharia aeruginosa, mycoweb.narod.ru, accessdate 1 ოქტომბერი, 2021
  6. Arora, David (1986). Mushrooms demystified: a comprehensive guide to the fleshy fungi, 2nd, Berkeley: Ten Speed Press, გვ. 380. ISBN 0-89815-169-4. 
  7. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 228. ISBN 978-1-55407-651-2. 
  8. Stropharia aeruginosa=publisher=Healing-Mushrooms.Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი, 2021. ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2021.