ლორენ ჰანსბერი

ლორენ ვივიან ჰანსბერი (დ
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლორენ ვივიან ჰანსბერი (დ. 19 მაისი, 1930 - გ. 12 იანვარი, 1965) — ამერიკელი დრამატურგი და მწერალი. [16] პირველი აფრო-ამერიკელი ქალი ავტორი, რომლის ნაშრომებზე დაყრდნობით ბროდვეიზე სპექტაკლი დაიდგა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია პიესა „A Raisin in the Sun“ (ქიშმიში მზეზე), რომელიც ასახავს ჩიკაგოში რასობრივი სეგრეგაციის ქვეშ მყოფი შვკანიანი ამერიკელების ცხოვრებას. სპექტაკლის სათაური აღებულია ლენგსტონ ჰიუზის ლექსიდან „ჰარლემი“:

ლორენ ჰანსბერი
დაბადების თარიღი 19 მაისი, 1930(1930-05-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი ჩიკაგო[8] [9]
გარდაცვალების თარიღი 12 იანვარი, 1965(1965-01-12)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (34 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი[9]
დასაფლავებულია Asbury United Methodist Church and Bethel Chapel and Cemetery[9]
საქმიანობა მწერალი[10] , თეატრის რეჟისორი, სცენარისტი[11] , დრამატურგი[8] [12] და აქტივისტი
ეროვნება აფრო-ამერიკელები[12] [13] [14] [15]
მოქალაქეობა აშშ
ალმა-მატერი მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი[8] , ახალი სკოლა[8] და ინგლვუდის ტექნიკური მოსამზადებელი აკადემია
Magnum opus A Raisin in the Sun
ჯილდოები Chicago Gay and Lesbian Hall of Fame
ვიკიციტატა
„"რა ემართება გადადებულ ოცნებას? მზეში ქიშმიშის მსგავსად შრება?"“

29 წლის ასაკში გახდა მეხუთე და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა ქალი, პირველი აფრო-ამერიკელი დრამატურგი, რომელმაც ნიუ-ოირკის დრამის კრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა.

ჰანსბერის ოჯახი იბრძოდა სეგრეგაციის წინააღმდეგ.

ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ჰანსბერი მუშაობდა პან-აფრიკულ გაზეთში „Freedom“, მუშაობდა ისეთ ინტელექტუალებთან ერთად, როგორებიც იყვნენ: პოლ რობსონი და უილიამ ედვარდ ბურგჰარდტ დიუბოა. ამ დროის განმავლობაში მისი შემოქმედების დიდი ნაწილი ეხებოდა აფრიკის ბრძოლას განთავისუფლებისა და მათ გავლენას სამყაროზე. ჰანსბერის ნაწერებში ასევე იყო განხილული მისი ლესბოსელობა და ჰომოსექსუალიზმის შევიწროება. [17] [18]

იგი გარდაიცვალა პანკრეასის სიმსივნით, 1965 წელს, 34 წლის ასაკში. [19] ჰანსბერის შემოქმედებამ შთააგონა ნინა სიმონეს სიმღერა სახელწოდებით: „იყავი ახალგაზრდა, ნიჭიერი და შავი“.

ლორენ ჰანსბერი დაიბადა 1930 წელს, კარლ აუგუსტუს ჰანსბერის, წარმატებული უძრავი ქონების აგენტის და ნანი ლუისის, ავტო-სკოლის პედაგოგის და პალატის კომიტეტის წევრის ოჯახში. იყო ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი.

1938 წელს, მისმა მამამ იყიდა სახლი ვაშინგტონის პარკის დასახლებაში, ჩიკაგოს სამხრეთ მხარეს, რამაც გამოიწვია მათი თეთრკანიანი მეზობლების რისხვა. ლორენის ორივე მშობელი ჩიკაგოს რესპუბლიკელთა პარტიის აქტიური წევრები იყვნენ. კარლ ჰანსბერი გარდაიცვალა 1946 წელს, როცა ლორენი მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო. მოგვიანებით იგი ამბობდა, რომ მამამისი ამერიკელთა რასიზმმა შეიწირა. [20]

ნიუ-იორკში გადასვლა

რედაქტირება

მან 1950 წელს გადაწყვიტა დაეტოვებინა მედისონი და თავი მწერლობისთვის მიეძღვნა ნიუ იორკში, ამასთან, გადავიდა ახალ სკოლაში. [21] გადავიდა ჰარლემში 1951 წელს და ჩაერთო აქტივისტურ გამოსვლებში, მაგალითად, დევნილების დასაცავ ბრძოლაში. [22]

თავისუფლების გაზეთი და აქტივიზმი

რედაქტირება

1951 წელს იგი შეუერთდა შავკანიანთა ჟურნალის — „თავისუფლების გაზეთის“ თანამშრომლებს, რომლის რედაქტორი ლუის ბერნჰემი, ხოლო გამომცემელი პოლ რობსონი იყო. აქ იგი მუშაობდა უილიამ დიუბოასთან, რომლის ოფისი იმავე კორპუსში იყო. [21] გაზეთში ახალი ამბების სტატიებისა და რედაქტირების წერის გარდა მუშაობდა, მბეჭდავად და რედაქტორის ასისტენტად და მიმღებში.

1952 წელს ჰანსბერი დაესწრო სამშვიდობო კონფერენციას ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში, პოლ რობესონის ნაცვლად, რომელსაც სახელმწიფომ უარი უთხრა გამგზავრებაზე. [21]

წარმატება დრამატურგიაში

რედაქტირება

1957 წლის 11 მარტს დაასრულა მუშაობა ნაწარმოებზე „ქიშმიში მზეში“. ის მალევე აფრო-ამერიკელი ქალი მწერლის მიერ დაწერილი პირველი პიესა გახდა, რომელიც ბროდვეის თეატრში დაიდგა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში „ქიშმიში“ ითარგმნა 35 ენაზე და მისი შესრულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ თეატრში დაიწყეს.

1959 წლის აპრილში, მისი მზარდი პოპულარობის ნიშნად, ფოტოგრაფმა დევიდ ეტიმ გააკეთა ჰანსბერის ვრცელი ფოტო-სესია Vogue-ის ჟურნალისთვის, სწორედ იმ ბინაში, (ბლიკერის ქუჩა 337), სადაც მან დაწერა „ქიშმიში მზეში“. იმანი პერი წერს, რომ თავის სურათბში, ეტიმ მოახერხა ლორენის ინტელექტის, თავდაჯერებულობის და სილამაზის დაჭერა. [23]

ჰანსბერიმ დაწერა „ქიშმიშის“ ორი სცენარი ფილმისთვის, ორივე მათგანი Columbia Pictures-მა დაიწუნა საკამათო შინაარსის გამო.

1960 წელს, NBC-ის დავალებით, ჰანსბერმა დაწერა „The Drinking Gourd“ სატელევიზიო პროგრამისთვის მონობის შესახებ. ნაწარმოებს მოეწონათ, თუმცა მაინც დაიწუნეს.

ნამუშევრები

რედაქტირება
  • „ქიშმიში მზეში“ (1959)
  • „ქიშმიში მზეში“, სცენარი ფილმისთვის (1961)
  • „ზაფხულში“ (ესე) (1960)
  • „გოგრის სასმელი“ (1960)
  • „რა არის ყვავილები?“ (1962)
  • „მისტერ ტოდოგის ჩამოსვლა“ — „გოდოტის მოლოდინის“ პაროდია
  • „მოძრაობა: დოკუმენტური ფილმი თანასწორობისთვის ბრძოლის შესახებ“ (1964)
  • „ნიშანი სიდნი ბრუსტაინის ფანჯარაში“ (1965)
  • „Les Blancs“: უკანასკნელი მოგროვებული დადგმები / ავტორი ლორენ ჰანსბერი. რობერტ ნემიროფის რედაქტირება (1994)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „The United States In Literature“, გვ. 592, ილინოისი, 1985
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 FemBio database
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 484.
  9. 9.0 9.1 9.2 Find a Grave — 1996.
  10. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  11. HOLLISHarvard University.
  12. 12.0 12.1 Emmanuel Nelson and Emmanuel S. Nelson African American Dramatists : An A-to-Z GuideABC-CLIO, 2004. — ISBN 978-0-313-32233-4, 978-0-313-05289-7
  13. Page Y. W. Encyclopedia of African American Women WritersWestport: Greenwood Publishing Group, 2007. — ISBN 978-0-313-33429-0, 978-0-313-04907-1
  14. Smith J. C. Notable Black American Women
  15. BlackPast.org — 2004.
  16. Lipari, Lisbeth. "Queering the borders: Lorraine Hansberry's 1957 Letters to The Ladder" Paper presented at the annual meeting of the International Communication Association, Marriott Hotel, San Diego, CA, May 27, 2003 დაარქივებული April 5, 2020[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები . Online. 2008-06-28.
  17. Anderson, Melissa. „Lorraine Hansberry's Letters Reveal the Playwright's Private Struggle“. The Village Voice.
  18. (2017) American Literature in Transition, 1950–1960. Cambridge University Press, გვ. 176. ISBN 1108307817. 
  19. (2019) Literatim: Essays at the Intersections of Medicine and Culture. Oxford University Press, გვ. 194. ISBN 0190070013. 
  20. Anderson, "Freedom Family" (2008), pp. 268–269.
  21. 21.0 21.1 21.2 Carter, "Commitment amid Complexity" (1980), p. 41.
  22. Carter, "Commitment amid Complexity" (1980), p. 47. "While working at Freedom, Hansberry also demonstrated her dedication to the cause by marching on picketlines, by speaking on street corners in Harlem, and by helping to move the furniture of evicted black tenants back into their apartments."
  23. Perry, Imani, Looking for Lorraine: The Radiant and Radical Life of Lorraine Hansberry, 2018, Beacon: p102.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლორენ_ჰანსბერი“-დან