ვოგი (ჟურნალი)
ვოგი (ფრანგ. Vogue — „მოდა“) — ჟურნალი მოდისა და ცხოვრების შესახებ, რომელიც გამომომცემლობა კონდე ნასტი თვრამეტ ქვეყანაში გამოსცემს. ვოგის ამერიკული ვერსიის მთავარი რედაქტორია ინგლისელი ანა ვინტური. ამერიკული ვერსია მოდის ბიბლიად მიიჩნევა. თვრამეტი გამოცემიდან უმთავრესია, ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული გამოცემები. ასევე საკმაოდა ავტორიტეტულია იტალიური გამოცემა, რომელიც მთლიანად მაღალ მოდაზეა ორიენტირებული და ამ გამოცემას 20 წელია უკვე ლეგენდარული ფოტოგრაფი სტივენ მეისელი ხელმძღვანელობს. პოპულარულია ასევე რუსული და გერმანული ვერსიები. უახლოეს მომავალში იგეგმება ვოგის თურქული ვერსიის გამოშვება.
Vogue | |
---|---|
მოკლე სათაური | Nat Geo |
ენა | 37 |
მთავარი რედაქტორი | Emmanuelle Alt (ფრანგული) |
პუბლიკაციის დეტალები | |
ქვეყანა | 40 |
გამოცემის სიხშირე | ყოველთვიური |
ტიპი | მოდა |
ვოგი თავის ფოტოსესიებში იყენებს როგორც ცნობილ და ლეგენდარულ მოდელებს ასევე ახალბედებს. ამერიკული ვოგი თავის ყდებზე ძირითადად მსახიობებს ათავსებს თუმცა წელიწადში ორჯერ შესაძლებელია მოდელის ხილვაც გარეკანზე. ფრანგული ვოგი კი პირიქით მხოლოდ წელიწადში ორჯერ უთმობს თავის ყდას ცნობილ პიროვნებას. იტალიური მთლიანად მოდელებს უთმობს ყდას. ასევე აღსანიშნავია ვოგის რუსული ვერსია რომელმაც არსებობის 11 წლის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმეჯერ დაუთმო ცნობილ სახეს ყდა.
გალერია
რედაქტირება-
ფრანგული ვოგი,
1922 წლის აპრილი -
ამერიკული ვოგი,
1917 წლის მაისი