ლი ჟენგდაო (ჩინ. გამარტ. 李政道, ფინინი: Lǐ Zhèngdào, ინგლ. Tsung-Dao Lee; დ. 24 ნოემბერი, 1926, შანხაი – გ. 4 აგვისტო, 2024, სან-ფრანცისკო) — ჩინელი და ამერიკელი ფიზიკოსი, 1957 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში (მიიღო იანგ ჭენ-ნინგთან ერთად), "ე.წ. პარიტეტული კანონების მჭიდრო შესწავლისთვის, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი აღმოჩენები ელემენტარული ნაწილაკების აღმოჩენის სფეროში. " პროგნოზირებული პარიტეტის დარღვევა ექსპერიმენტულად აღმოაჩინა ციანსიუნ ვუმ. ლი ჟენგდაო ასევე ავტორია ნაშრომებისა კვანტური სტატისტიკური ფიზიკის დარგში (იანგის და ლის თეორემები).

ლი ჟენგდაო
ჩინ.: 李政道
დაბ. თარიღი 24 ნოემბერი, 1926(1926-11-24)[1]
დაბ. ადგილი შანხაი, ჩინეთის რესპუბლიკა[2]
გარდ. თარიღი 4 აგვისტო, 2024(2024-08-04)[3] [4] (97 წლის)
გარდ. ადგილი სან-ფრანცისკო
მოქალაქეობა  აშშ
 ჩინეთის რესპუბლიკა
 ტაივანი
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოს-თეორეტიკოსი
მუშაობის ადგილი კოლუმბიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და ჭეძიანგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჭეძიანგის უნივერსიტეტი, სამხრეთ-დასავლეთის ეროვნული გაერთიანებული უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ცინგხუას უნივერსიტეტი, პეკინის უნივერსიტეტი და ნანქაის უნივერსიტეტი
მეუღლე ჟანეტ ხუი-ჩუნ ჩი[5]
მამა ცინგ კონგ ლი
შვილ(ებ)ი სტივენ ლი და ჯეიმზ ლი
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[6] [7] , გუგენჰაიმის სტიპენდია, ოსკარ კლაინის მედალი[8] , მატეუჩის მედალი, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, პეკინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და დიდი იმიგრანტების ჯილდო[9]
ხელმოწერა

ლი ჟენგდაო 1964 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის წევრია,[10][11] 1994 წლიდან ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, ხოლო 2003 წლიდან — პაპის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[12]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლის ოჯახი წარმოშობით იყო ძიანგსუს პროვინციის ქალაქ სუჟოუდან. ლი ჟენგდაო შანხაიში დაიბადა და იქ დაამთავრა საშუალო სკოლა. ამის შემდეგ შევიდა ჟეჯიანგის უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლა შეწყდა ომის გამო, ხოლო ომის შემდეგ განათლების მიღება გააგრძელა ეროვნულ სამხრეთ-დასავლეთის გაერთიანებულ უნივერსიტეტში. 1946 წელს ლი გადავიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში და მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში ენრიკო ფერმის მეთვალყურეობის ქვეშ. 1953 წელს გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის (ამერიკის შეერთებული შტატები) ასისტენტ-პროფესორი. სამი წლის შემდეგ, 29 წლის ასაკში, იგი გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი. ფაკულტეტის აქტიურ წევრად რჩებოდა 2012 წლამდე, უკვე 1984 წლიდან კი უნივერსიტეტის პროფესორია. [13]

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განახლებიდან მალევე, ლიმ და მისმა მეუღლემ ქინ ჰუიჯუნმა (秦惠莙; Qín Huìjùn) შეძლეს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში, სადაც ლი კითხულობდა ლექციების სერიას და სემინარებს, ასევე ორგანიზებას უწევდა ჩინეთ-ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი კომისიის (CUSPEA) მუშაობას ფიზიკის მიმოხილვისა და გამოყენების შესახებ.

1998 წელს პეკინში ლიმ დააარსა ჩუნგ-ცუნგის ფონდი (秦惠䇹—李政道中国大学生见习基金) მეუღლის ხსოვნისადმი, რომელიც სამი წლით ადრე გარდაიცვალა. ჩუნგ-ცუნგის სტიპენდიები, რომელსაც ზედამხედველობს აზიის ქრისტიანული უმაღლესი განათლების გაერთიანებული საბჭო (ნიუ-იორკი), ენიჭება სტუდენტებს, ჩვეულებრივ, მე-2 ან მე-3 კურსზე, ექვსი უნივერსიტეტიდან, რომელთა შორისაა: შანხაის ჯიაოტონგის უნივერსიტეტი, ფუდანის უნივერსიტეტი, ლანჯოუს უნივერსიტეტი, სოოშოუს უნივერსიტეტი, პეკინის უნივერსიტეტი და ცინგხუას უნივერსიტეტი. ასეთი სტიპენდიებისთვის შერჩეულ სტუდენტებს უწოდებენ „ჩუნგ-ცუნგის სტიპენდიანტებს“ (䇹政学者).

ქინ ჰუიჯუნი და ლი ჟენგდაო დაქორწინდნენ 1950 წელს. მათ შეეძინათ ორი ვაჟი — ჯეიმსი და სტივენი.

გარდაიცვალა 2024 წლის 4 აგვისტოს, 97 წლის ასაკში.[14]

  1. Tsung-Dao Lee: Biographicalnobelprize.org.
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #128146281 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Nobel Prize-winning physicist Tsung-Dao Lee dies at age 97 — 2024. — ISSN 0190-8286
  4. McClain D. L. Tsung-Dao Lee, 97, Physicist Who Challenged a Law of Nature, Dies — 2024. — ISSN 0362-4331
  5. https://www.nytimes.com/2024/08/05/science/tsung-dao-lee-dead.html
  6. The Nobel Prize in Physics 1957Nobel Foundation.
  7. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  8. Previous Oskar Klein Memorial Lecturesსტოკჰოლმის უნივერსიტეტი.
  9. Tsung-Dao LeeCarnegie Corporation of New York.
  10. Tsung-Dao Lee დაარქივებული 2023-11-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  11. Tsung-Dao Lee დაარქივებული 2021-12-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  12. 李政道(Tsung-Dao Lee). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-18. ციტირების თარიღი: 2019-04-18.
  13. Ли 1965.
  14. „Nobel Prize-winning physicist Tsung-Dao Lee dies at age 97“. AP News (ინგლისური). 5 აგვისტო, 2024. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)