პაპის მეცნიერებათა აკადემია
პაპის მეცნიერებათა აკადემია (ლათ. Pontificia Academia Scientiarum) — ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოს მეცნიერებათა აკადემია, დაარსებული პაპი პიუს XI-ს მიერ 1936 წელს. პაპის მეცნიერებათა აკადემიის მფარველი არის უმაღლესი პონტიფი (მოქმედი პაპი). აკადემიის უმთავრესი მიზანია მათემატიკურ, ფიზიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა პროგრესის და კვლევის განვითარების ხელშეწყობა.