იანგ ჭენ-ნინგი (ჩინ.: 楊振寧; დ. 1 ოქტომბერი,[17] 1922) — ჩინელი თეორიული ფიზიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტატისტიკურ მექანიკაში, ინტეგრირებად სისტემებში, კონდენსირებული გარემოს ფიზიკასა და სხვა. 1957 წელს ჩინელ-ამერიკელ ფიზიკოსთან, ძუნდაო ლისთან ერთად მიიღო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.[18]

იანგ ჭენ-ნინგი
ჩინ.: 杨振宁
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1922(1922-10-01)[1] (102 წლის)
დაბ. ადგილი Hefei County, ჩინეთის რესპუბლიკა[2]
მოქალაქეობა  ჩინეთი
 აშშ[3]
 ჩინეთის რესპუბლიკა
 ტაივანი
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი[4] და ფიზიკოს-თეორეტიკოსი
მუშაობის ადგილი ცინგხუას უნივერსიტეტი, სტონი-ბრუკის უნივერსიტეტი, პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი, ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და ლეიდენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სამხრეთ-დასავლეთის ეროვნული გაერთიანებული უნივერსიტეტი, ცინგხუას უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი[5] , პეკინის უნივერსიტეტი და ნანქაის უნივერსიტეტი
მეუღლე ვენგ ფანი
მამა იუნგ ვუ-ჩიხი
ნათესავ(ებ)ი დუ იუმინგი
ჯილდოები ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, AAAS-ის წევრი, ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ნობელის პრემია ფიზიკაში[6] [7] , გუგენჰაიმის სტიპენდია, გიბსის ლექცია, რუმფორდის პრემია[8] , ფუდანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[9] , მეცნიერების ეროვნული მედალი, ოსკარ კლაინის მედალი[10] , სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[11] , პიერ და მარი კიურის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[12] , ბოუერის პრემია მიღწევისათვის მეცნიერებაში[13] , ალბერტ აინშტაინის მედალი, ლარს ონსაგერის პრემია[14] [15] , მეფე ფეისალის საერთაშორისო პრემია მეცნიერებაში, დიდი იმიგრანტების ჯილდო[16] და მარსელ გროსმანის პრემია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჩინელი ფიზიკოსი იანგ ჭენ-ნინგი 1922 წლის 1 ოქტომბერს დაიბადა ანხოის პროვინციის უდიდეს ქალაქში, ჰეფეიში. მამამისი კო ჩუან იანგი (楊克純; 1896-1973) იყო მათემატიკოსი, ხოლო დედამისი, მენგ ლო იანგი (羅孟華) დიასახლისი. ელემენტარული და საშუალო სკოლის განათლება მიიღო პეკინში. 1937 წლის შემოდგომაზე, იაპონელების ჩინეთში შეჭრის შემდეგ, ჯენ-ნინი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჰეფეიში. 1938 წელს გადავიდნენ კუნმინში, სადაც მდებარეობდა სამხრეთ-დასავლეთის ასოცირებული უნივერსიტეტი (ლიანდა). ამავე წელს, ჯენ-ნინმა ჩააბარა მისაღები გამოცდები და სწავლა დაიწყო ლიანდაში. 1942 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი.[19] შემდეგი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა სტატისტიკურ მექანიკაზე. 1944 წელს წინგუას უნივერსიტეტისგან მიიღო მაგისტრის ხარისხი.

1946 წლიდან ედუარდ ტელერთან (1908-2003) ერთად სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც 1948 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. იგი ჩიკაგოს უნივესიტეტში, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ენრიკო ფერმის ასისტენტად მუშაობდა. 1949 წელს, პრინსტონის ინსტიტუტმა მიიწვია კვლევების ჩასატარებლად, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ძუნდაო ლისთან ერთად მუშაობა. 1952 წელს გახდა ინსტიტუტის მუდმივი წევრი, ხოლო 1955 წელს პროფესორი. 1963 წელს, პრინსტონის უნივერისტეტმა გამოაქვეყნა ჯენ-ნინის ელემენტარულ ნაწილაკებთან დაკავშირებული სამეცნიერო ნაშრომი. 1965 წელს სამუშაოდ გადავიდა სტონი ბრუკის უნივერსიტეტში, სადაც გახდა ახლად დაფუძნებული თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის პირველი დირექტორი. დღეს ეს ინსტიტუტი ცნობილია იანგ ჭენ-ნინგის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის სახელწოდებით.

1999 წელს გავიდა პენსიაზე და მიიღო ემერიტუს პროფესორის წოდება. 2010 წელს სტოუნი ბრუკის უნივერსიტეტმა, ჯენ-ნინის თავისი სამეცნიერო წვლილისთვის პატივი მიაგო და უნივერსიტეტის ახალ საერთო საცხოვრებელს მისი სახელი უწოდა.[20]

არის რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორისაა: ამერიკული ფიზიკური საზოგადოება, მეცნიერების ჩინური აკადემია, სინიკას აკადემია, მეცნიერების რუსული აკადემია და სამეფო საზოგადოება. საპატიო დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს პრინსტონის უნივერსიტეტისგან (1958), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, (1992) და ჰონგ კონგის ჩინური უნივერსიტეტისგან (1997).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Interpretation of Organic Spectra, Wiley, 2011
  1. http://insti.physics.sunysb.edu/~yang/yangbio.pdf
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #133780120 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. “对话”杨振宁、姚期智:我为什么放弃外国国籍?Xinhua News Agency, 2017.
  4. Leidse Hoogleraren
  5. INSPIRE-HEP
  6. The Nobel Prize in Physics 1957Nobel Foundation.
  7. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  8. https://www.amacad.org/rumford-prize-recipients
  9. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html中华人民共和国教育部.
  10. Previous Oskar Klein Memorial Lecturesსტოკჰოლმის უნივერსიტეტი.
  11. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 392.
  12. https://web.archive.org/web/20170705052457/http://upmc.fr/fr/universite/histoire_et_personnalites/les_docteurs_honoris_causa/les_docteurs_honoris_causa_de_1975_a_2003.html
  13. Chen Ning YangFranklin Institute.
  14. Lars Onsager PrizeAmerican Physical Society.
  15. https://www.aps.org/programs/honors/prizes/onsager.cfm
  16. https://www.carnegie.org/awards/great-immigrants/2009-great-immigrants/
  17. Bing-An Li, Yuefan Deng. Biography of C.N. Yang. ციტატა: „His birth date was erroneously recorded as September 22, 1922 in his 1945 passport. He has since used this incorrect date on all subsequent official documents.“ ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  18. The Nobel Prize in Physics 1957. The Nobel Foundation. ციტირების თარიღი: 2014-11-01
  19. Nobel Prize Web site. ციტირების თარიღი: 2014-10-16
  20. Exclusive: New Dorm Likely to Honor Nobel Laureate (2010-03-18). ციტირების თარიღი: 2011-05-06