კონდენსირებული გარემოს ფიზიკა

კონდესირებული გარემოს ფიზიკა არის ფიზიკის ნაწილი რომელიც სწავლობს ე.წ. კონდესირებულ მდგომარეობაში მყოფ მასალებს. უპირველესად ესაა მყარი სხეულები, ასევე სითხეები. კონდესირებულ მდგომარეობათა რიცხვში ასევე მოაზრება ზეგამტარული და ზედენადი ფაზა, ბოზე-აინშტაინის კონდესატი და ა.შ.

კონდენსირებული გარმოს ფიზიკა არის ფიზიკის ყველაზე პოპულარული ნაწილი. ამერიკელი ფიზიკოსების დაახლოებით ერთი მესამედი სწორედ ამ მიმართულებით მოღვაწეობს.[1] ფიზიკის ეს მიმართულება მჭიდროდაა შეკავშირებული ქიმიასთან, მასალათმცოდნეობასთან, ინჟინერიასა და ნანოტექნოლოგიებთან.[2]

მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, ისეთი დისციპლინები როგორიცაა კრისტალოგრაფია, მეტალურგია და მაგნეტიზმი ცალკეულ დარგებად მიიჩნეოდა. თუმცა მოგვიანებით ისინი გაერთიანდნენ ერთ დარგში — მყარი სხეულის ფიზიკა. 60-იანი წლებიდან ამ სიას დაემატა სითხეების ფიზიკაც, რის შემდეგაც აქტუალობა დაკარგა ტერმინმა „მყარი სხეულის ფიზიკა“ და უფრო მისაღები გახდა „კონდესირებული გარემოს ფიზიკა“.[3]

სქოლიორედაქტირება

  1. Condensed Matter Physics Jobs: Careers in Condensed Matter Physics. ციტირების თარიღი: 2010-11-01
  2. Cohen, Marvin L. (2008). "Essay: Fifty Years of Condensed Matter Physics". Physical Review Letters 101 (25): 250001. Bibcode 2008PhRvL.101y0001C. . PMID 19113681. http://prl.aps.org/edannounce/PhysRevLett.101.250001. წაკითხვის თარიღი: 31 მარტი, 2012.
  3. Kohn, W. (1999). "An essay on condensed matter physics in the twentieth century". Reviews of Modern Physics 71 (2): S59–S77. Bibcode 1999RvMPS..71...59K. . დაარქივებულია ორიგინალიდან 25 აგვისტო, 2013-ში. https://web.archive.org/web/20130825164926/http://nanoelectronics.unibas.ch/education/ModernPhysics/KohnCondMat.pdf.