ლიეტუვის ადმინისტრაციული დაყოფა

(გადამისამართდა გვერდიდან ლიტვის ადმინისტრაციული დაყოფა)

ლიეტუვის ადმინისტრაციული დაყოფა

ლიეტუვის რუკა

რუსეთის იმპერია

რედაქტირება
 
ლიეტუვა 1867—1914

რეჩ პოსპოლიტას მესამედ დაყოფისა და დასავლეთ ბელორუსიისა და ლიეტუვის მიწების რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ (1795) თანამედროვე ლიეტუვის ტერიტორიის დიდი ნაწილი შევიდა ვილენის გუბერნიაში. ის თავდაპირველად იყოფოდა ბრასლავის (შემდგომში ნოვოალექსანდროვის), ვილენის, ვილკომირის, ზავილეის, კოვენის, ოშმიანის, როსიენის, ტელშევის, ტროკის, უპიტის (პანევეჟისის), შაველის მაზრებად. 1797 წელს პავლე I-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ რეფორმით სლომინსკის გუბერნიასთან ერთად გაერთიანდა ერთ ლიტვურ გუბერნიაში საგუბერნიო მმართველობით ვილნიუსში.

ალექსანდრე Iს დროს ლიტვის გუბერნია 1801 წელს დაიყო ვილენის გუბერნიად (1840 წლამდე ეწოდებოდა ლიტვა-ვილენის გუბერნია) და გროდნესკის გუბერნიად (ყოფილი სლომინსკის გუბერნია).

1843 წელს ტერიტორიების ნაწილი შევიდა ხელახლა შექმნილი კოვენის გუბერნიის შემადგენლობაში. ვილენის გუბერნიაში დარჩნენ ვილენის, სვენციანის (ზავილეის), ოშმიანის, ტროკის მაზრები, ასევე გროდნესკის გუბერნიიდან გადაცემული ლიდის მაზრა და მინსკის გუბერნიიდან გადაცემული ვილეის და დისნენის მაზრები.

ლიეტუვის რესპუბლიკა

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამოუკიდებელ ლიეტუვის რესპუბლიკაში განხორციელდა ადმინისტრაციული დაყოფა 1919-1921 წლებში. ძირითადი ერთეულები იყო მაზრები და ვოლოსტები. თიოეულ ვოლოსტში უნდა ეცხოვრა დაახლოებით 5000 მცხოვრებს, ვოლოსტები, თავის მხრივ, იყოფოდნენ სამამასახლისოებად, რომლებიც აერთიანებდნენ დაახლეოებით 100 მცხოვრებს.

ტერიტორია იყოფოდა 21 მაზრად, რომლებშიც იყო 249 ვოლოსტი. თვითმმართველობის უფლებით სარგებლობდა 31 ქალაქი, მათგან 10 იყო პირველი რიგის (არ მონაწილეობდნენ მაზრების თვითმმართველობაში), დანარჩენი - მეორე რიგის (მონაწილეობდნენ მაზრის თვითმმართველობაში). ვოლოსტების შექმნასა და გაუქმებას, ასევე ქალაქებისთვის თვითმმართველობის უფლების მინიჭებას წყვეტდა მინისტრთა საბჭო. 4 უმსხვილეს ქალაქს (კაუნასი, პანევეჟისი, შიაულიაი, უკმერგე) მინიჭებული ჰქონდათ მაზრების უფლებამოსილებები. ამავდროულად სეინენის მაზრისა (დროებითი ცენტრი ლაზდიიაი) და ტრაკაის მაზრის (დროებითი ცენტრი კაიშიადორისი) დიდი ნაწილები რეალურად პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა კლაიპედას მხარე ქალაქ კლაიპედათი და სამი ოლქით.

სამხედრო მიზნებისთვის ქვეყანა იყოფოდა სამ სამხედრო ოლქად (კაუნასის, მარიამპოლეს, პანევეჟისის), თითოეული მათგანი სამ სამობილიზაციო რაიონს მოიცავდა.

1950 წლის 20 ივლისს ლიტვის სსრ-ში შეიცვალა ადრინდელი ადმინისტრაციული დაყოფა მაზრებად, ვოლოსტებად და აპილინკებად (ლიეტ. apylinkė, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რაიონზე უფრო მცირე, საკუთარი თვითმმართველობით, თემის ანალოგი). ჩამოყალიბდა საბჭოური დაყოფა ოლქებად, რაიონებად და აპილინკებად. თავდაპირველად იყო 4 ოლქი (ვილნიუსის, კაუნასის, კლაიპედას და შიაულაის) და 87 რაიონი. 1953 წლის 29 მაისს ოლქები გაუქმდა, აპილინკები კი გამსხვილდა. 1954 წელს არსებული 1224 აპლინკა 1963 წელს შემცირდა 653-მდე. 1957 წელს იყო მცდელობა ხელახლა განესაზღვრათ ტერიტორიული მოწყობა სამეურენო-ტერიტორიული პრინციპების მიხედვით.

1963 წელს ლიტვის სსრ-ის ტერიტორია იყოფოდა 41 რაიონად, 89 ქალაქად და 25 დაბად.

ლიტვის სსრ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში ტერიტორია იყოფოდა 44 სასოფლო რაიონად და 11 რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. 1960-იან წლებში მათი რაოდენობა იყო 9 - შემდგომში დაემატნენ ალიტუსი და კაპსუკასი. უმსხვილესი ქალაქები ვილნიუსი და კაუნასი, თავის მხრივ, იყოფოდნენ საქალაქო რაიონებად (სულ 7). სასოფლო რაიონები იყოფოდნენ აპილინკებად და მოიცავდნენ 22 დაბასა 81 რაიონული დაქვემდებარების ქალაქს.

რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები

რაიონები

ლიეტუვის რესპუბლიკა

რედაქტირება

დღეისათვის ლიეტუვის ტერიტორია იყოფა 10 მაზრად. მაზრებში იქმნება თვითმმართველობების ტერიტორიები: 7 ქალაქი, 2 კურორტი და 48 რაიონი, ასევე 8 ახალშექმნილი თვითმმართველობა. თვითმმართველობები იყოფიან სამამასახლისოებად (სტაროსტვებად).

მსხვილი ქალაქების (ალიტუსი, ვილნიუსი, კაუნასი, კლაიპედა, პანევეჟისი, შიაულიაი) მოიცავენ მხოლოდ ერთი ქალაქის ტერიტორიას (ზოგჯერ შემოგარენითურთ).

კურორტების (პალანგა, ნიარინგა) თვითმმართველობები მოიცავენ მათ ირგვლივ განლაგებულ დასახლებულ პუნქტებს.

მაზრები მოიცავენ განსხავებულ ადმინისტრაციულ ერთეულებს. მაგ. ვილნიუსის მაზრაში შედის ქალაქ ვილნიუსის თვითმმართველობა, ვილნიუსის რაიონის თვითმმართველობა, ტრაკაის, უკმერგეს, შალჩინინკაის და შირვინტოსის თვითმმართველობებს. თავის მხრივ, ვილნიუსის რაიონი მოიცავს ქალაქ ნემენჩინეს, დაბებს ბიაზდონისს, მაიშაგოლუს, მიცკუნაის, შუმსკას, სოფლებს და იყოფა 23 სამამასახლისოდ.

მაზრას ხელმძღვანელობ მაზრის უფროსი, რომელსაც ნიშნავს ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობა. მისი ძირითადი ფუნქციაა მაზრის ტერიტორიაზე ლიეტუვის კონსტიტუციისა და კანონების დაცვისა და შესრულების გარანტირება.

მაზრების სია

რედაქტირება
 
ლიეტუვის მაზრები

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება