უკმერგე
უკმერგე (თავდაპირველად „ვილკმიარგე“, ლიეტ. Ukmergė, ბელარ. Вялі́камір, პოლ. Wiłkomierz, რუს. Вилькомир) — ქალაქი ვილნიუსის მაზრაში, ლიეტუვა, უკმერგეს რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი; მდებარეობს დედაქალაქიდან 78 კმ ჩრდილო-დასავლეთით, მოსახლეობა 28,000 (2005).
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
უკმიარგე Ukmergė | |||||
ქალაქი უკმიარგე | |||||
| |||||
ქვეყანა | ლიეტუვა | ||||
მაზრა | ვილნიუსი | ||||
კოორდინატები | 55°16′00″ ჩ. გ. 24°45′00″ ა. გ. / 55.26667° ჩ. გ. 24.75000° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | [[1333]] | ||||
ადრეული სახელები | ვილკმიარგე | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1486 | ||||
ფართობი | 20.45 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 64 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 28 000 კაცი (2005) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | LT-20001 | ||||
ოფიციალური საიტი | ukmerge.lt | ||||
ისტორია
რედაქტირებაუკმერგე, როგორც დასახლება, პირველად 1333 წელს იქნა მოსხენიებული. თავდაპირველად ხისგან აგებულ სიმაგრეს წარმოადგენდა, რომელიც მდინარეების ვილკმიარგესა და შვენტოჟის შესართავთან, ბორცვზე იყო წამომართული. უკმიარგეზე რამდენიმე შეტევა განახორციელეს ჯერ ტევტონთა ორდენის რაინდებმა, შემდგომ ლივონიის ორდენის მებრძოლებმა 1333, 1365, 1378, 1386, და ბოლოს, 1391 წელსაც კი, ანუ 1387 წელს ლიეტუვის გაქრისტიანებიდან სულ რაღაც 4 წელიწადში. უკანასკნელი შეტევის შედეგად, უკმიარგე ფერფლად იქცა, ამიტომ მისი ხელახლა აგება მოუწიათ.
რეგიონმა ქრისტიანობა დანარჩენი ლიეტუვის თანადროულად შეითვისა (ეს პროცესი 1386 წელს დაიწყო). ერთი წლის თავზე კი პირველი კათოლიკური ეკლესია — წმინდა პეტერისა და პოლის (პეტრე-პავლეს) სახელობის საყდარი აიგო. დაბას ქალაქის უფლებები პაბაისკას ბრძოლის შემდეგ მიენიჭა 1435 წელს; წერილობითი წყაროებით კი, უკმიარგეს ქალაქობა 1486 წლიდან თარიღდება. ეს უფლებები ქალაქს მეფე სიგიზმუნდ I-მა დაუმტკიცა. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის პერიოდში უკმიარგე ვილნიუსის სავოევოდოში პოვიატის ცენტრი იყო.
1655 წელს შვედეთისა და რუსეთის არმიებმა ქალაქი დაარბიეს. უწყვეტი ომების გამო, უკმიარგეს მოსახლეობის ზრდას მუდმივი პრობლემა ექმნებოდა. 1711–1712 წწ ბუბონის ჭირმა ქალაქს ხელი დარია და მის მოსახლეობას მუსრი გაავლო. 1792 წელს ქალაქის წარმომადგენლობამ დიდ სეიმში, იოზეფ დომინიკ კოსაკოვსკიმ და მეფე სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკიმ უკმიარგეს მუნიციპალური უფლებებიც დაუბრუნეს და გერბიც მიუბოძეს, რომელიც დღემდე ამშვენებს ქალაქის სიმბოლოს.
1797 წელს სამაზრო ქალაქი გახდა ვილენის საადგილნაცვლოში, იმავე წელს — ლიტვის გუბერნიისა, 1842 წელს კი — კოვენისა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- უკმერგეს რაიონი, ოფიციალური საიტი
- გერბი 1792 დაარქივებული 2016-11-18 საიტზე Wayback Machine.