პანევეჟისი

(გადამისამართდა გვერდიდან პანევეჟისი (ქალაქი))

პანევეჟისი (ლიეტ. Panevėžys, პოლ. Poniewież, 1917-მდე რუს. Поневе́ж) — მოსახლეობის მიხედვით მეხუთე ქალაქი ჩრდილოეთ ლიეტუვაში. პანევეჟისის მაზრისა და პანევეჟისის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
პანევეჟისი
Panevėžys

ქალაქის ცენტრი
დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
მაზრა პანევეჟისი
კოორდინატები 55°43′00″ ჩ. გ. 24°21′00″ ა. გ. / 55.71667° ჩ. გ. 24.35000° ა. გ. / 55.71667; 24.35000
მმართველი Rytis Mykolas Račkauskas
დაარსდა 1503[1]
პირველი ხსენება 1503
ადრეული სახელები პონევეჟი
ამჟამინდელი სტატუსი 1837
ფართობი 52 კმ²
ცენტრის სიმაღლე 61 მეტრი
მოსახლეობა 114 582 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 2236 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 845
საფოსტო ინდექსი 35001
ოფიციალური საიტი panevezys.lt
პანევეჟისი — ლიეტუვა
პანევეჟისი

მდებარეობა

რედაქტირება

ქალაქი მდებარეობს მდინარე ნევეჟისის (ნემანის შენაკადი) ორივე ნაპირზე, ვილნიუსიდან ჩრდილო-დასავლეთით 109 კილომეტრზე და კლაიპედიდან 240 კმ-ის დაშორებით. ფართობი 52 კმ². ქალაქი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია აქ ერთდება ლიეტუვის უმთავრესი მაგისტრალები და საერთაშორისო მაგისტრალი „ვია ბალტიკა“, რომელიც ერთმანეთთან აკავშირეს ვილნიუსსა და რიგას. რკინიგზის ხაზით დაკავშირებულია ქალაქ შიაულიაისთან და ლატვიის ქალაქ დაუგავპილსთან.

მოსახლეობა

რედაქტირება

რუსეთის იმპერიის პირველი აღწერის მიხედვით პანევეჟისში ცხოვრობდა 12 968 ადამიანი, რომლის დაახლოებით ნახევარს ებრაელები შეადგენდნენ. პირველი მსოფლიო ომის წინ ქალაქში 14 000 ადამიანი ცხოვრობდა. მეორე მსოფლიო ომის წინ კი - 27 ათასი. 2005 წლის მონაცემებით კი ცხოვრობს 116 247 კაცი. ქალაქი მონოეთნიკურია მოსახლეობის 96 %-ს ლიეტუველები შეადგენენ, მცირე რაოდენობით ცხოვრობენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, ებრაელები.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
პანევეჟისის პანორამა
  1. Getty Research Institute Getty Thesaurus of Geographic NamesLA: Getty Research Institute, 1997.