კაიშიადორისი (ლიეტ. Kaišiadorys, პოლ. Koszedary) — ქალაქი ლიეტუვის ცენტრალურ ნაწილში, კაუნასის მაზრის კაიშიადორისის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. კათოლიკური კაიშაიდორისის ეპარქიის ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 7 დეკანატი.

ქალაქი
კაიშიადორისი
Kaišiadorys

ეკლესია
გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
მაზრა კაუნასის მაზრა
რაიონი კაიშიადორისის რაიონი
კოორდინატები 54°51′00″ ჩ. გ. 24°27′00″ ა. გ. / 54.85000° ჩ. გ. 24.45000° ა. გ. / 54.85000; 24.45000
პირველი ხსენება 1782
ადრეული სახელები კოშედარი
ამჟამინდელი სტატუსი 1946
ფართობი 11 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 73 მეტრი, 82 მეტრი
მოსახლეობა 9 722 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი LT-56001
ოფიციალური საიტი kaisiadorys.lt
კაიშიადორისი — ლიეტუვა
კაიშიადორისი

მდებარეობს ვილნიუსსა და კაუნასს შორის, ვილნიუსიდან 60 კმ. კაუნასიდან 40 კმ. არის სარკინიგზო კვანძი, ქალაქთან ახლოს მდებარეობს ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ქალაქშია მუზეუმი, რომელიც 1998 წელს გაიხსნა. 1915 წელს გერმანული ოკუპაციის პერიოდში იყო მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი.