ლიეტუვის მაზრები (ლიეტუვ. Lietuvos apskritys; მხ. რ. apskritis) — 10 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომლებადაც იყოფა ლიეტუვა დღეის მდგომარეობით.

მაზრის მეთაური მაზრის უფროსია (apskrities viršininkas), რომელსაც ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობა ნიშნავს. მისი მთავარი ამოცანა — მაზრის ტერიტორიაზე ლიეტუვის კონსტიტუციისა და კანონების დაცვის უზრუნველყოფაა.

მაზრები 7 ქალაქის, 2 კურორტისა და 43 რაიონის, ასევე რვა ახლადჩამოყალიბებული თვითმმართველობის ტერიტორიებს აყალიბებს (savivaldybė). თვითმმართველობა მამასახლისობად (seniūnija) იყოფა. მსხვილი ქალაქების (ვილნიუსი, კაუნასი, ალიტუსი, კლაიპედა, პანევეჟისი, შიაულიაი) თვითმმართველობა თითო ქალაქის ტერიტორიას მოიცავს. კურორტების (პალანგა და ნერინგა) თვითმმართველობაში ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიც შედის.

ამგვარად, მაზრა თავის თავში სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებს მოიცავს. მაგალითად, ვილნიუსის მაზრა ქალაქის თვითმმართველობასა და ვილნიუსის რაიონის თვითმმართველობას, ასევე ელექტრენის, ტრაკაის, უკმერგის, შელჩინისა და შირვინტის თვითმმართველობებს მოიცავს. თავის მხრივ, ვილნიუსის რაიონი, შედგება დაბა ნემენჩინეს, ადგილების ბეზდონისის, მაიშაგოლას, მიცკუნაის, შუმსკასის და სოფლების ტერიტორიებისაგან და 23 სამამასახლისოდ არის დაყოფილი.

1. ქალაქ ვილნიუსის თვითმმართველობა
2. ქალაქ კაუნასის თვითმმართველობა
3. ქალაქ კლაიპედის თვითმმართველობა

4. ქალაქ პანევეჟისის თვითმმართველობა
5. ქალაქ შიაულიაის თვითმმართველობა
6. ქალაქ ალისტუსის თვითმმართველობა

7. ბირშტონასის თვითმმართველობა
8. ქალაქ პალანგის თვითმმართველობა
9. ქალაქ ვისაგინასის თვითმმართველობა
10. ნერინგის თვითმმართველობა

 



# მაზრა
(media help)
დედაქალაქი არე
კმ² (რიგი)
მოსახლეობა
2001 (მონაცემებით)[1]
მოსახლეობა
2008 [2]
მოსახლეობა
კმ²-ზე [2]
მუნიციპალიტეტები
1 ალიტუსის მაზრა
(listeninfo)

 
ალიტუსი 5,425 (6) 187,769 177,040 (7) 32.6 (8)
2 კაუნასის მაზრა
(listeninfo)

 
კაუნასი 8,089 (3) 701,529 673,706 (2) 83.3 (2)
3 კლაიპედის მაზრა
(listeninfo)

 
კლაიპედა 5,209 (7) 385,768 378,843 (3) 72.7 (3)
4 მარიამპოლის მაზრა
(listeninfo)

 
მარიამპოლე 4,463 (8) 188,634 181,219 (6) 40.6 (5)
5 პანევეჟისის მაზრა
(listeninfo)

 
პანევეჟისი 7,881 (4) 299,990 284,235 (5) 36.1 (7)
6 შიაულიაის მაზრა
(listeninfo)

 
შიაულიაი 8,540 (2) 370,096 349,876 (4) 41.0 (4)
7 ტაურაგეს მაზრა
(listeninfo)

 
ტაურაგე 4,411 (9) 134,275 127,378 (10) 28.9 (9)
8 ტელშიაის მაზრა
(listeninfo)

 
ტელშიაი 4,350 (10) 179,885 173,383 (8) 39.9 (6)
9 უტენის მაზრა
(listeninfo)

 
უტენა 7,201 (5) 185,962 172,580 (9) 24.0 (10)
10 ვილნიუსის მაზრა
(listeninfo)

 
ვილნიუსი 9,729 (1) 850,064 848,097 (1) 87.2 (1)
  1. Number of population by county, city (town) and municipality. Department of Statistics to the Government of the Republic of Lithuania (2005-12-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2008-07-30.
  2. 2.0 2.1 M3010211: >>>არე და მოსახლეობა მთლიანად ტერიტორიული ადმინისტრაციის მიხედვით. Department of Statistics to the Government of the Republic of Lithuania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-03. ციტირების თარიღი: 2008-07-30.