უტენა

(გადამისამართდა გვერდიდან უტენა (ქალაქი))

უტენა (ლიეტ. Utena, პოლ. Uciana) — ქალაქი ლიეტუვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. უტენის მაზრისა და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
უტენა
Utena

გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
მაზრა უტენი
რაიონი უტენი
კოორდინატები 55°30′00″ ჩ. გ. 25°36′10″ ა. გ. / 55.50000° ჩ. გ. 25.60278° ა. გ. / 55.50000; 25.60278
პირველი ხსენება 1261
ამჟამინდელი სტატუსი 1599
ფართობი 15.1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 113 მეტრი
ოფიციალური ენა ლიტვური ენა
მოსახლეობა 32 789 კაცი
სიმჭიდროვე 2191 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი LT-28001
ოფიციალური საიტი http://www.utena.lt/
უტენა — ლიეტუვა
უტენა

ადგილმდებარეობა და საერთო მახასიათებელი რედაქტირება

მდებარეობს სანქტ-პეტერბურგ-კალინინგრადის საავტომობილო გზაზე. ვილნიუსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 103 კილომეტრზე.

მოსახლეობა რედაქტირება

1990 წელს ქალაქში ცხოვრობდა 35 200 კაცი, 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია და შეადგენს 32 789 კაცს.

სახელი რედაქტირება

ქალაქის სახელწოდება წარმოსდგება მდინარე უტენაიტეს ძველი სახელწოდებისაგან (ლიეტ. Utenaitė, Utenėlė).

ისტორია რედაქტირება

ლიეტუვის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია1261 წელს. პირველი ქრისტიანული ტაძარი აშენდა 1416 წელს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება