ტრაკაის რაიონი
ტრაკაის რაიონი — რაიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიეტუვაში, ვილნიუსის მაზრაში.
რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტრაკაის რაიონი Trakų rajono savivaldybė | |||||
| |||||
ქვეყანა | ლიეტუვა | ||||
ადმ. ცენტრი | ტრაკაი[1] | ||||
კოორდინატები | 54°33′00″ ჩ. გ. 24°47′00″ ა. გ. / 54.55000° ჩ. გ. 24.78333° ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 ივნისი, 1950[1] | ||||
ფართობი | 1 208 კმ² | ||||
მოსახლეობა | 37 003 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 30,6 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 528[1] | ||||
საფოსტო ინდექსი | 21106[1] | ||||
ოფიციალური საიტი | trakai.lt | ||||
ისტორია
რედაქტირებატრაკაის რეგიონი განვითარებას იწყებს XIII საუკუნიდან, როცა დიდმა მთავარმა გედიმინასმა ააშენა ძველი ტრაკაის ციხე, შემდეგ კი აშენდა ნახევარკუნძულის სასახლე, კუნძულის სასახლე. ტრაკაის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ლიეტუვისთვის. აქ ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ლიეტუველები, პოლონელები, რუსები, თათრები, ებრაელები, ყარაიტები ისტორიულად. XIV საუკუნის შუა წლებში საფუძველი ეყრება ტრაკაის სათავადოს, რომელიც მომდევნო ათწლეულებში ვითარდება. 1413 წლიდან ტრაკაის რაიონის ტერიტორიაზე ტრაკაის სავოივოდო ჩამოყალიბდება. პოლონეთისა და ლიეტუვის გაერთიანების შემდეგ, 1569 წელს ტრაკაის მნიშვნელობა რამდენადმე შემცირდა. მიუხედავად ამისა, აქ მაინც იქმნება ადგილობრივი ფეოდალური ერთეული სეიმიკი. ტრაკაი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა 1654 და 1667 წლებში რუსეთ-პოლონეთის ომის დროს. 1795 წელს ტრაკაი რუსეთის იმპერიას შეუერთდა და ბოლო მოეღო ტრაკაის კეთილდღეობას. თავისი სილამაზისა და მდიდარი ისტორიის წყალობით ტრაკაი არაერთხელ გამოუსახავთ. დღეს ტრაკაის რეგიონი ისევ არის ლიეტუვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი.
ყველაზე დიდი ქალაქი ტრაკაის რეგიონში არის ლენტვარისი. სხვა დასახლებები არის პალუკნისი, ტრაკუ ვოკე, დუსმენისი, რუდიშკესი.
დასახლებული პუნქტები
რედაქტირება- 3 ქალაქი – ლენტვარისი, რუდიშკესი და ტრაკაი;
- 2 დაბა – აუკშტადვარისი და ონუშკისი;
- 440 სოფელი.
მოსახლეობის რაოდენობა (2001):
- ლენტვარისი – 11 773
- ტრაკაი – 5 725
- რუდიშკესი – 2 559
- სენეიი-ტრაკაი – 1 501
- აუკშტადვარისი – 1 031
- პალუკნისი – 742
- ონუშკისი – 584
- ჟაიზდრიაი – 537
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტრაკაის რაიონის თვითმმართველობა დაარქივებული 2012-12-25 საიტზე Wayback Machine.
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
ტრაკაის კუნძულის სასახლე
-
ეკლესია და მონასტერი ციხის ნანგრევებთან, ძველი ტრაკაი
-
ყარაიტების კენესა
-
ტისცკიევიჩის სასახლე გალვეს ტბის ნაპირას
-
ტრაკაის ნახევარკუნძულის სასახლე