ლენტვარისი
ლენტვარისი (ლიეტ. Lentvaris, პოლ. Landwarowo) — ქალაქი ლიეტუვაში, ტრაკაის რაიონში, ვილნიუსის მაზრაში. წარმოადგენს სამამასახლისოს ადმინისტრაციულ ცენტრს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლენტვარისი ლიეტ. Lentvaris | |||||
| |||||
ქვეყანა | ლიეტუვა | ||||
მაზრა | ვილნიუსის მაზრა | ||||
რაიონი | ტრაკაის რაიონი | ||||
კოორდინატები | 54°38′00″ ჩ. გ. 25°03′00″ ა. გ. / 54.63333° ჩ. გ. 25.05000° ა. გ. | ||||
პირველი ხსენება | XVI ს. | ||||
ფართობი | 7.58 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 158 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 11 705 კაცი | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.lentvaris.lt/ | ||||
მდებარეობს ვილნიუსიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ.-ში. გააჩნია - სარკინიგზო კვანძი, ხაზებით - ვილნიუსი, გროდნო, კაუნასი; ხალიჩების ფაბრიკა; სანიტარულ-ტექნიკური საწარმო „კაიტრა“ (დაარსებულია 1870 წ.); XIX ს.-ის ბაღებისა და სასახლეების მთელი ანსამბლი.
1990 წელს მოსახლეობა შეადგენდა - 12,8 ათ. ადამიანს. მოგვიანებით კი შეადგინა - 11,8 ათ. (2005 წლის მონაცემებით).
ქალაქის ახლანდელი გერბი, დამტკიცებულია 2001 წელს და მასზე გამოსახულია 3 ნეკერჩხლის ფოთოლი, წითელ ფონზე.
ისტორია
რედაქტირებადასახლებისა და საკუთრების ხსენება იწყება XVI ს.-ის დასასრულიდან. XVII ს.-დან უკვე წერილობით წყაროებში გვხვდება - „ლიტვაროვო“, „ლანდვაროვო“. დასახლება ეკუთვნოდა გრაფ იოზეფ ტიშკევიჩს.
XIX ს.-ის მე-2 ნეხევარში - დასახლებული ნაწილის გაზრდისთვის სტიმულის მიმცემი გახდა - სანქტ-პეტერბურგისა და ვარშავის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზის მშენებლობა. 1859 წელს აშენდა რკინიგზის სადგური, რომელსაც 2 გამავალი ხაზი გააჩნდა - გროდნოსა (ვარშავისაკენ) და კოვნოს (86კმ.-ში კიონიგსბერგიდან) მიმართულებით. 1862 წლიდან მატარებლებმა რეგულარულად იწყეს სვლა.
გალერეა
რედაქტირება-
ნაპოლეონ ორდა. ტიშკევიჩების სასახლე
-
ტიშკევიჩების სასახლე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლენტვარისი“ ვიკისაწყობში.