ლითონების ელექტროქიმიური აქტივობის რიგი
ლითონთა აქტივობის ელექტროქიმიური მწკრივი (დაძაბულობის რიგი, სტანდარტული ელექტროდული პოტენციალების რიგი) ეწოდება — ქიმიური აქტიურობის მიხედვით დალაგებულ მეტალთა მწკრივს. სადაც ლითონები თანმიმდევრობით დალაგებულია სტანდარტული ელექტროდული პოტენციალის ზრდის მიხედვით φ0, პასუხობს ლითონის Men+: Men+ + nē → Me კათიონის აღდგენის ნახევარრეაქციას
დაძაბულების რიგი ახასიათებს ლითონების შედარებით აქტივობას წყლის ხსნარებში ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში.
ისტორია
რედაქტირებალითონების ქიმიური აქტივობის მიხედვით თანმიმდევრობითი ადგილმდებარეობის შესახებ ზოგადად უკვე ცნობილი იყო ალქიმიკოსებისათვის[1]. ლითონების ურთიერთ გამოძევების პროცესებს ხსნარებიდან და ზედაპირული დალექვა (მაგალითად, ვერცხლისა და სპილენძის გამოძევება რკინით თავიანთი მარილების ხსანრებიდან) განიხილებოდა როგორც ელემენტების ტრანსმუტაციის გამოვლინება.
მოგვიანებითი ალქიმიკოსები მჭიდროდ მივიდნენ ხსნარებში ლითონების ურთიერთგამოძევების ქიმიური მხარის გაგებასთან. ანგელუს სალა ნამუშევარში «Anatomia Vitrioli» (1613) მივიდა დასკვნამდე, რომ ქიმიური რეაქციის პროდუქტები შედგებიან იგივე «კომპონენტებისაგან», რომლებისგანაც შედგებოდა თავდაპირველი ნივთიერებები. შედეგად რობერტ ბოილმა წამოაყენა ჰიპოთეზა მიზეზებზე, რომლითაც ხსნარიდან ერთი ლითონი აძევებს მეორეს კორპუსკულარული წარმოდგენების საფუძველზე[2].
1793 წელს ალესანდრო ვოლტამ, გალვანური ელემენტის კონსტრუირებისას, დაადგინა ცნობილი ლითონების შედარებითი აქტივობა: Zn, Pb, Sn, Fe, Cu, Ag, Au. გალვანური ელემენტის «ძალა» ხდებოდა უფრო მეტი, რაც უფრო ერთმანეთისგან შორს იდგნენ ამ რიგში («ძაბვის მწკრივი»). მაგრამ ვოლტა ამ მწკრივს არ უკავშირებდა ლითონების ქიმიურ თვისებებს.
ბმულები
რედაქტირება- Petr Vanýsek, Electrochemical Series // Handbook of Chemistry and Physics: 81th Edition, CRC Press LLC, 2000, ISBN 978-0849304811.
- ლითონების ელექტროქიმიური აქტივობა xumuk.ru-ზე
- ↑ რაბინოვიჩი ვ. ლ. ალქიმია როგორც შუასაუკუნეების კულტურუკი ფენომენი — მ.: მეცნიერება, 1979
- ↑ Пути познания / Головнер В.Н. Взгляд на мир глазами химика[მკვდარი ბმული]
ლიტერატურა
რედაქტირება- Корольков Д.В. Основы неорганической химии. — М.:Просвещение, 1982. — 271 с.