გალვანური ელემენტი
გალვანური ელემენტი — ელექტრული დენის ქიმიური წყარო, რომლის მოქმედების საფუძველია ელექტროლიტში მოთავსებულ სივრცობრივად დაშორებულ ელექტროდებზე მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები.
დენის ქიმიური წყაროები იყოფა ორ ჯგუფად:
- პირველადი დენის წყარო ანუ გალვანური ელემენტების წრედში ჩართვისას გაივლის დენი, რასაც თან ახლავს აქტიური ნივთიერების გარდაქმნა ელექტრულ დენად. აღნიშნული პროცესი ერთჯერადია და სრულდება აქტიური ნივთიერების სრულ გარდაქმნისთანავე;
- მეორეული დენის წყარო ანუ ელექტრული აკუმულატორების წრედში ჩართვისას აქტიური ნივთიერებების ელექტრულად გარდაქმნის შემდეგ შესაძლებელია გარე დენის წყაროს საშუალებით აქტიური ნივთიერების აღდგენა. ეს პროცესი მრავალჯერადია და მას საფუძვლად უდევს შექცევადი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები.
გალერეა
რედაქტირება-
ერთჯერადი მოხმარების გალვანური ელემენტი (AA)
-
ერთჯერადი გალვანური ელემენტებით შემდგარი ბატარეა (3R12)
-
მრავალჯერადი გალვანური ელემენტი — ელექტრული აკუმულატორი (AA)
-
მანქანის მრავალჯერადი გამოყენების ელექტრული აკუმულატორის სქემა
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 471.